• რეკლამა
  • კონტაქტი
11:35, სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინას შესაძლოა ევროპასთან უვიზო რეჟიმი შეუჩერონ

ალია ავტორი - ალია
12:27 10-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

უკრაინაში დიდი პოლიტიკური სკანდალი აგორდა. ეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა ნორმა, რომელიც ქონებრივი და ფინანსურ დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემების შეტანის გამო სახელმწიფო მოხელეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებდა.

ანალიტოკოსების აზრით, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს 27 ოქტომბრის ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია და ის ძირს უთხრის ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების გატარებას, ვინაიდან ანტიკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ზოგიერთი დებულება.

„28 ოქტომბრიდან დაიხურა ელექტრონული დეკლარაციების რეესტრი. სასამართლოს გადაწყვეტილებამ ხელ-ფეხი შეუკრა უკრაინის ნაციონალურ ანტოკორუფციულ ბიუროს, რომელიც იძულებული ხდება დახუროს თავის წარმოებაში არსებული 110 საქმე“, – წერს რადიო თავისუფლება.

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით პრორუსმა პოლიტიკოსმა ვიქტორ მედვედჩუკმა და ოლიგარ იგორ კოლომოისკისთან დაახლოებულმა პოლიტიკოსმა, ვიქტორ პალიცამ მიმართეს, რაც ცხადყოფს, რომ ამ სკანდალის უკან რეალურად იგორ კოლომოისკის ინტერესები იკვეთება.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია დასავლეთი. ევროკომისიამ უკვე მიანიშნა კიევს, რომ შესაძლოა ქვეყანას ევროპასთან უვიზო რეჟიმი შეუჩერდეს.

ახლა ზელესნკის ადმინისტრაცია ცდილობს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნას. პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო მოიწვია და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საპირისპიროდ რადაში ახალი საკანონმდებლო პაკეტის წარდგენის განკარგულება გასცა. რადას უმრავლესობას პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახური“ აკონტროლებს, თუმცა რთული სათქმელია შეძლებს თუ არა ახალი პაკეტი უმრავლესობის მხარდაჭერას, გამომდინარე იქიდან, რომ მმართველი პარტიაში ბოლო ხანს სერიოზული განხეთქილებაა და დეპუტატთა ნაწილი იგორ კოლომოისკის გავლენის ქვეშაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ანალიტიკოსთა ნაწილმა „ფარული გადატრიალება“ უწოდა, რომელიც ქვეყანას უკან, 90-იან წლებში აბრუნებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად

11:14 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved