• რეკლამა
  • კონტაქტი
14:13, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვოლტი“ კურიერს არ გაათავისუფლებს

ალია ავტორი - ალია
10:24 10-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

კომპანია „ვოლტი“ აცხადებს, რომ კურიერს, რომელმაც მომხმარებელს კომპლიმენტი მისწერა, არ გაათავისუფლებენ.როგორც მათ განცხადებაში ვკითხულობთ, პარტნიორ კურიერს ათი დღით შეეზღუდება მიტანის სერვისის განხორციელების უფლება.„გამარჯობა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ვოლტის პოზიცია 27 ოქტომბერს დაფიქსირებულ შემთხვევასთან დაკავშირებით.ვოლტი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ძალიან დიდი ყურადღებით უდგება ნებისმიერ ინციდენტს, რომელიც უკავშირდება ვოლტის ან მისი პარტნიორი კურიერების მიერ სერვისის მიწოდების დროს დაფიქსირებულ შემთხვევებს.სტანდარტული პროცედურის შესაბამისად, რაც მოსდევს მომხმარებლის პირადი ინფორმაციის არამიზნობრივად გამოყენებას, ჩვენ დროებით დავბლოკეთ კურიერი და მას დროებით ჩამოერთვა შეკვეთების მიტანის შესაძლებლობა, მანამ, სანამ არ მოხდა საკითხის სრულად გამოკვლევა მასში მონაწილე ყველა ჩართულ მხარესთან გასაუბრებით.საკითხში გასარკვევად პირადად გავესაუბრეთ მომხმარებელს და მოვისმინეთ მისი პოზიცია.პარალელურად, ამ ფაქტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ონლაინ სივრცეში, ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია რამდენიმე გარემოების განმარტება:– ვოლტის არცერთი პარტნიორი კურიერი არ არის კომპანიის თანამშრომელი, ისინი დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტები არიან და თანამშრომლობენ კომპანიასთან ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა კურიერის სამსახურიდან გაშვებაზე, არამედ თანამშრომლობის შეწყვეტაზე.– ყველა პარტნიორი კურიერი, მუშაობის დაწყებამდე გადის ტრენინგს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაა. დამატებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ტრენინგის შემდგომ, პარტნიორ კურიერებს უტარდებათ ტესტირება. მხოლოდ ამ ეტაპების წარმატებით გადალახვის შემდგომ პარტნიორი კურიერის იწყებს თანამშრომლობას ვოლტთან.– პროგრამულად, მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პარტნიორი კურიერისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ შეკვეთის მიტანის პროცესში. შეკვეთის მიტანის დასრულებისთანავე მომხმარებლის პერსონალური მონაცემები კურიერისთვის პროგრამულად ხელმიუწვდომელია.ჩვენთვის სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში მკაცრად დაირღვა მომხმარებლის უფლებები და მისი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების და დაცვის წესი, რაზეც პასუხიმგებლობას კომპანია სრულად თავის თავზე იღებს. ჩვენი რეაქცია იქნებოდა უმკაცრესი, რომ არა საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა, კურიერთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ვინაიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. ასევე, ვითვალისწინებთ აღნიშნულ კურიერთან ხანგრძლივ თანამშრომლობას, რომლის დროსაც არცერთ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ამ შემთხვევაში პარტნიორ კურიერს ათი დღით ვუზღუდავთ მიტანის სერვისის განხორციელების უფლებას, რის შემდეგაც ჩაუტარდება ტრენინგი და ტესტირება. მხოლოდ ტესტის წარმატებულად გავლის შემდგომ მას მიეცემა უფლება განაგრძოს პარტნიორობა ჩვენს კომპანიასთან.იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს, ჩვენ გადავხედავთ პარტნიორი კურიერებისთვის მომხმარებელთა მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცედურას, ასევე ტრენინგის შინაარსსა და ტესტირების პროცესს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა პარტნიორი კურიერისთვის გასაგებია მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ის სანქციები, რაც მოყვება აღნიშნული წესების დარღვევას.ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ ვოლტის ყველა მომხმარებელი თავს უსაფრთხოდ, დაცულად და კომფორტულად გრძნობდეს. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს. ჩვენ ყველა მომხმარებელს კი გვინდა ვთხოვოთ, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში აუცილებლად გვაცნობოს ამის შესახებ.მადლობა“. – აცხადებენ „ვოლტში“.

ცნობისთვის, “ვოლტის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა მომხმარებელს კომპლიმენტი მისწერა. აღნიშნულით განაწყენებულმა მომხმარებელმა  წერილი ჯერ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, შემდეგ კი კომპანიას მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა. 

შემთხვევას სოციალურ ქსელში უამრევი მომხმარებლის გამოხმაურება მოჰყვა. თანამშრომლის მხარდამჭერები კი „ვოლტს” თხოვნით მიმართავდნენ, კურიერი სამსახურიდან მომხმარებლისთვის კომპლიმენტის თქმის გამო არ გაეთავისუფლებინათ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved