• რეკლამა
  • კონტაქტი
17:43, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაინფიცირდნენ სასულიერო პირი, მასწავლებელი, პოლიციელი, ექთანი, ორსული ქალი – კახეთში ეპიდვითარება გაუარესდა

ალია ავტორი - ალია
10:47 10-28-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ორსული ქალი დაინფიცირდა. რთულია კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ორსულის მდგომარეობა, რომელსაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

ახალგაზრდა ქალი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის კლასტერიდან არის. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის ახლა თბილისში გადაჰყავთ.

კორონავირუსით დაინფიცირდა ნეკრესის ეპარქიის ერთ- ერთი ეკლესიის მოქმედი სასულიერო პირიც. კოვიდ- 19 გამოვლინდა საარჩევნო კომისიებშიც.

კორონავირუსი დაუდასტურდა გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრსა და თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

კოვიდ-19 აღმოაჩნდა ყვარლის საავადმყოფოს რეანიმაციის ექთანსაც. გაიზარდა კოვიდინფიცირებული პედაგოგების რაოდენობაც.

ვირუსი დაუდასტურდა გურჯაანის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თვითიზოლაციაში მყოფ პედაგოგსა და თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელს.

კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა გურჯაანის მერიას დაქვემდებარებულ დასუფთავების სამსახურში.

კოვიდ-19 დაუდასტურდა თავდაცვის სამინისტროს თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ორ თანამშრომელს.

კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა კახეთის რეგიონის სამართალდამცავ სტრუქტურაში.

ეპიდემიოლოგებმა ყველა ინფიცირებულის კონტაქტი მოიძიეს. მათი რაოდენობა 89 -ს შეადგენს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved