• რეკლამა
  • კონტაქტი
14:48, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს ნიდერლანდებში შესვლა აეკრძალათ – ვისთვის არის დაშვებული გამოკალისი

ალია ავტორი - ალია
10:35 10-28-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

ნიდერლანდების სამეფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს ნიდერლანდებში შესვლა აეკრძალათ.

ინფორმაციას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო ვებგვერდზე ავრცელებს.

გამონაკლისის სახით, საქართველოდან ნიდერლანდებში შესვლა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც:

ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის, შენგენის ზონის ქვეყნის ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობას ან/და ცხოვრობს ამ ქვეყნებში. ნიდერლანდებში შესვლის უფლება აქვთ ასეთი პირების ოჯახის წევრებსაც.

ფლობს ნორვეგიის, ისლანდიის, შვეიცარიის, მონაკოს, ანდორას, სან მარინოს ან წმინდა საყდრის (ვატიკანის) მოქალაქეობას ან ბინადრობის ნებართვას. ნიდერლანდებში შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც მგზავრობენ მასთან ერთად, ან ერთიანდებიან უკვე ნიდერლანდებში მყოფ ასეთ პირთან. აღნიშნული ოჯახის წევრმა უნდა შეამოწმოს, ვრცელდება თუ არა მასზედ სავიზო მოთხოვნები.

ფლობს ბინადრობის ბარათს ან ბინადრობის ნებართვას გრძელვადიანი რეზიდენტების შესახებ ევროკავშირის 2003/109/EEC დირექტივის შესაბამისად. ნიდერლანდებში შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც მგზავრობენ მასთან ერთად, ან ერთიანდებიან უკვე ნიდერლანდებში მყოფ ასეთ პირთან. აღნიშნული ოჯახის წევრმა უნდა შეამოწმოს, ვრცელდება თუ არა მასზედ სავიზო მოთხოვნები.

აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე ბინადრობის ნებართვა ევროკავშირის სხვა დირექტივებიდან ან შენგენის ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობიდან გამომდინარე. ნიდერლანდებში შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც მგზავრობენ მასთან ერთად, ან ერთიანდებიან უკვე ნიდერლანდებში მყოფ ასეთ პირთან. აღნიშნული ოჯახის წევრმა უნდა შეამოწმოს, ვრცელდება თუ არა მასზედ სავიზო მოთხოვნები.

ფლობს გრძელვადიან ვიზას (MVV).

ფლობს ნიდერლანდებში ბინადრობის ძალაში მყოფ ნებართვას. ნიდერლანდებში შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც მგზავრობენ მასთან ერთად, ან ერთიანდებიან უკვე ნიდერლანდებში მყოფ ასეთ პირთან.

არის საკვანძო მნიშვნელობის დასაქმებული ან საგამონაკლისო პროფესიის მქონე: მზრუნველი, ექიმი, ექთანი ან მკვლევარი.

არის დასაქმებული, რომელიც რეგულარულად კვეთს საზღვარს (cross-border commuter).

არის სეზონურად დასაქმებული.

დასაქმებულია სატრანსპორტო სექტორში: საქონლის ტრანსპორტირება; კონტეინერების გადამზიდი გემები; დიდი ტვირთების გადამზიდი ხომალდები (მაგ., მადნეულის ან ქვანახშირის გადაზიდვა); ტანკერები (მაგ., საწვავის და ქიმიკატების გადაზიდვა); თევზსაჭერი გემები;

დასაქმებულია ენერგეტიკის სექტორში: ნავთობის ან ბუნებრივი აირის პლატფორმაზე; ქარის ენერგიის სადგურზე; ოფშორულ კომპანიაში, რომელიც მომსახურებას უწევს მოცემულ სექტორს;

არის საჰაერო რეისის ეკიპაჟის წევრი.

არის შესაბამისი მოწმობის მქონე მეზღვაური.

ეს გამონაკლისი არ ვრცელდება კომერციული იახტების ან რეკრეაციული ხომალდების მეზღვაურებზე.

არის დიპლომატი.

აქვს სამსახურებრივი პასპორტი და საჭიროებს ქვეყანაში შესვლას სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

არის შეიარაღებული ძალების წევრი და საჭიროებს ქვეყანაში შესვლას სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

დასაქმებულია საერთაშორისო ან/და ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში.

აქვს საგამონაკლისო გარემოებები, რათა ესტუმროს ოჯახს. ეს შესაძლებელია მკაცრად განსაზღვრულ შემდეგ საგამონაკლისო შემთხვევებში: ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მონახულება ან დაკრძალვაზე დასწრება. პირი უნდა იყოს პირველი ან მეორე რიგის ოჯახის წევრი (როგორც ეს განსაზღვრულია ნიდერლანდების კანონმდებლობით); პირი ქვეყანაში შემოდის კანონის მიხედვით აღიარებული საკუთარი პარტნიორის მშობიარობის გამო. ეს გამონაკლისი ვრცელდება მხოლოდ ბავშვის მამაზე. თუ პირი არ არის კანონის მიხედვით დაქორწინებული, მაშინ საჭიროა დაუბადებელი ბავშვის აღიარებული მამობის ფლობა. გარდა ამისა, პირმა უნდა დაამტკიცოს, რომ პარტნიორი არის 34 კვირაზე მეტი ხნის ორსული.

ნიდერლანდების გავლით მიემგზავრება ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში. პირმა უნდა დაადასტუროს, რომ აქვს დამაკავშირებელი ფრენა შენგენის ზონის გარეთ მდებარე ქვეყანაში. დამაკავშირებელი ფრენა უნდა ხორციელდებოდეს ამსტერდამში ჩამოსვლიდან 48 საათის განმავლობაში. ამ პერიოდში პირს ეკრძალება აეროპორტის სატრანზიტო ზონის დატოვება.

მინიჭებული აქვს საერთაშორისო დაცვა.

მინიჭებული აქვს ნიდერლანდებში შემოსვლის ნებართვა ჰუმანიტარული საფუძვლებით.

არის სტუდენტი და ფლობს იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის (IND) მიერ გაცემულ დოკუმენტს სწავლის შესახებ.

არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტი და ფლობს იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის (IND) მიერ გაცემულ ცნობას მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტად ყოფნის შესახებ.

ნიდერლანდების საზღვრის კვეთისას აღნიშნული გამონაკლისებით მოსარგებლე პირმა თან უნდა იქონიოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა წარუდგინოს მესაზღვრეს და დაადასტუროს მის მიერ საგამონაკლისო საფუძვლით ქვეყანაში შესვლის მიზანი.

შენიშვნა: იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პირს აქვს ნიდერლანდებში შესვლის უფლება ზემოჩამოთვლილ საგამონაკლისო კატეგორიაში ყოფნის გამო, მას შეიძლება მოეთხოვოს 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდან შემოდის პირი ნიდერლანდებში.

ნიდერლანდების მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული აღნიშნული ინფორმაცია ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია ბმულზე.

გამონაკლისების ცალკე კატეგორიად მთავრობამ განსაზღვრა პირთა შემდეგი ჯგუფები: პირები, რომელთა ქვეყანაში შემოსვლა ემსახურება ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების ინტერესებს; ელიტური სპორტსმენები და მათი დამხმარე პერსონალი; კულტურული და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები; პროფესიონალი ჟურნალისტები; მკვლევარები.

ამ კატეგორიის პირთა ქვეყანაში შესვლის დეტალური რეგულაციები ინგლისურად ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved