• რეკლამა
  • კონტაქტი
13:37, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უწყვეტი ტურნეს ფარგლებში 17-ზე მეტი ლოკაცია მოვინახულეთ და ასობით ადამიანს შევხდით, სამწუხაროდ, ქვეყნის ყველა რეგიონში უკიდურესი გაჭირვებაა” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
14:53 10-26-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ 27 საათიანი უწყვეტი ტურნეს ფარგლებში, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბათუმიდან დაიწყო 17-ზე მეტი ლოკაცია მოიარა, ასობით მხარდამჭერს შეხვდა და საქართველოს აღმშენებლობის გეგმა გააცნო.  პარტიის ლიდერის  გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველა ქალაქს  განვითარების თანაბარი შესაძლებლობა ექნება. ქუთაისი კი, სადაც შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს  დაიბრუნებს, რასაც მისი განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობა გააჩნია. “სტრატეგია აღმაშენებლის” პრემიერობის კანდიდატის მთავარ მესიჯს  მოსახლეობასთან შეხვედრისას არჩევნებზე მისვლა და „დამსხვრეული ოცნებების პარტიისთვის“ საკადრისი პასუხის გაცემა წარმოადგენდა. ვაშაძეს მიაჩნია, რომ ერთხელდასამუდამოდ უარი უნდა ეთქვას სიღარიბეს, უმუშევრობას, გაჭირვებას, კრიმინალს და დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობა საქმის მკეთებელ გუნდთან ერთად. 

„ჩვენ გუშინ, დილით 09:00 საათზე ბათუმიდან 27 საათიანი უწყვეტი ტურნე დავიწყეთ. მოვიარეთ 17-ზე მეტი ლოკაცია და ასობით ადამიანს შევხვდით მთელი საქართველოს მასშტაბით. სამწუხაროდ,  ქვეყნის ყველა რეგიონში უკიდურესი გაჭირვებაა. პენსიონრები, რომლებიც უსამართლოდ მაღალი სესხის პროცენტის გადახდას ვეღარ აუდიან, სოციალურად დაუცველები, რომლებიც  ვეღარანაირ საკვებს ვეღარ ყიდულობენ, იმისთვის რომ ელემენტარულად  გამოკვებონ საკუთარი ოჯახი. სოფლად თუ ქალაქად, ადამიანების ცხოვრების პირობები ნამდვილად არ შეესაბამება იმ რეალობას რასაც „ქართული ოცნება“ გვიხატავს. არის უმძიმესი მდგომარეობა, სადამდეც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ მიგვიყვანა, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ამ ადამიანებში ვნახეთ ის რწმენა, რომ საქართველოს მომავალი გააჩნია. მე მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ ეს სიღარიბე, ეს გაჭირვება, ეს უმძიმესი ვითარება დავამარცხოთ ქვეყანაში, რისთვისაც აუცილებელია 31 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, მივიდეთ და ხმა მივცეთ ცვლილებებს, სიახლეს და უარი ვუთხრათ მათ, ვინც ამდენი  წლის განმავლობაში გატყუებდათ, ვინც დამნაშავეა თქვენს მძიმე სოციალური პირობების შექმნაში. მთავარი საკითხი, რაზეც ხალხი საუბრობს, ეს სიღარიბე, შიმშილი და გაჭირვებაა. მათ ფული არ აქვთ საკვების შესაძენად, შრომისუნარიან ადამიანებს სამუშაო ადგილი არ აქვთ, პენსიონრებს არჩევანის გაკეთება უწევთ წამალსა და საკვებს შორის, უსამართლოდ მაღალია წამლების ფასი. სწორედ ამიტომ თითოეულ ადმიანს ვპირდებით, გამარჯვების პირველ 30 დღეში პენსიონრებს სესხის უსამართლოდ მაღალ  36-40%-ს ჩამოვაწერთ, 30%-ით გავაიაფებთ წამლებს, ყველას ვინც სამუშაო ადგილი დაკარგა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ვისაც შეუმცირდათ ბიზნესი 6 თვის მანძილზე სესხის პროცენტს დავუსუფსიდირებთ  და რაც მთავარია გავასამმაგებთ კორონა ვირუსის ტესტების რაოდენობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ლოკალიზება, რომ არ ხდებოდეს კორონა ვირუსის მასობრივი გავრცელება. დავიწყებთ აღმშენებლობას თქვენთან ერთად და  აუცილებლად დავამარცხებთ სიღარიბეს.

დიდი მადლობა ჩვენს თანაგუნდელებს, ვინც მთელი 27 საათის მანძილზე დაუზარელად, აქტიურად, ენერგიულად დადიოდა რეგიონებში, მადლობა ჩვენს წარმომადგენლებს რეგიონებში  და მათ მინდა ვუთხრა, რომ  სწორედ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ენერგია არის ის ენერგეტიკა, რომელიც ახლა სჭირდება საქართველოს. ჩვენი უშრეტი და დაუღალავი ენერგია, 24/7-ზე შრომა საჭიროა იმისათვის, რომ თითოეულ ქართულ ოჯახში მოვიტანოთ სიკეთე და კონკრეტული შედეგი. ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობდეს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ხელი ჩამოგართვით და  დაგპირდით, რომ  უსამართლობას შევცვლით, აუცილებლად გავაკეთებთ. პოლიტიკოსების მიმართ ნდობას დავაბრუნებთ ქვეყანაში, “ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved