• რეკლამა
  • კონტაქტი
00:59, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის აჭარის „საქმის მკეთებელთა“ გუნდი, გუნდი რომელიც მზად არის თქვენთვის 24/7 იმუშაოს“ – გიორგი ვაშაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს გუნდი წარადგინა

ალია ავტორი - ალია
18:09 10-24-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა ბათუმში პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. პარტიის პრემიერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს გუნდი წარადგინა და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემდეგ სწორედ, ისეთივე აწყობილ და სამართლიან რეგიონში იცხოვრებენ როგორი აწყობილი და მოქალაქეებზე ორიენტირებული სისტემაც შექმნა იუსტიციის სახლებმა. ვაშაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის გუნდი, რომელიც მზად არის უმძიმეს მდგომარეობაშიც ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აიღოს. ოპოზიციონერმა ლიდერმა ღონისძიებაზე მოსულ აჭარელ მხარდამჭერებს 31 ოქტომბერს მარტივი არჩევანის გაკეთება შესთავაზა, საქმის მკეთებელთა გუნდი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახით ხელისუფლებაში ან ფულის მკეთებელთა გუნდი „დამსხვრეული ოცნების „ სახით. ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას დაიბრუნებს.
„ბათუმი არის ადგილი, რომელმაც ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. აქ არის იუსტიციის სახლი, რომელიც 2011 წელს დიდი მუშაობის შედეგად გავხსენით, რომელმაც მოქალაქეზე ორიენტირებული სისტემის სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა მსოფლიოში. როგორც იუსტიციის სახლია საათის მექანიზმივით აწყობილი, პირობას გაძლევთ, რომ სწორედ ასე საათის მექანიზმივით ავაწყობთ მთელს საქართველოს და ქართულ ეკონომიკას, ასე საათის მექანიზმივით მოვიზიდავთ ინვესტიციებს და შევქმნით სამუშაო ადგილებს. სწორედ, ასე ავაწყობთ სოციალურად სამართლიან ქვეყანას, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება ყურადღება სახელმწიფოსგან და ხელისუფლებისგან, აი ასეთი გუნდი გვინდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში. 31 ოქტომბრის არჩევნები ეს არის არჩევნები, სადაც წყდება არა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ოთხი წლის ბედი, არამედ შემდგომი ათეული წლების ბედი – განვითარება ან ჭაობი. მარტივი აღჩევანი – საქმის მკეთებელთა გუნდი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახით ხელისუფლებაში ან ფულის მკეთებელთა გუნდი „დამსხვრეული ოცნების „ სახით. და რაც უმთავრესია, საქართველო, რომელიც იბრუნებს რეგიონის ლიდერის ფუნქციას ან ქვეყანა სადაც მუდმივი გაჭირვება და შიმშილია,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ და მოსულ მხარდამჭერებს აჭარის საქმის მკეთებელთა გუნდი წარუდგინა, რომელიც იბრძოლებს აჭარის უმაღლეს საბჭოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით.
„ესენი არიან: ბექა დიასამიძე- ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი, რომელმაც პირველივე დღიდან 2016 წელს, როცა მე დამოუკიდებლად გავაკეთე პოლიტიკაში გადადგმულ ნაბიჯზე განაცხადი პირველივე დღეს ფეისბუქის მეშვეობით შემეხმიანა და მითხრა, რომ გიორგი მინდა თქვენს გვედით დავდგე, იმიტომ რომ მჯერა იმ ახალი თაობის ენერგიის, რომელსაც თქვენ აკონსოლიდირებს თქვენს გარშემო. დიდი მადლობა ბექას , რომელიც არის ჩვენი სიის პირველი ნომერი აჭარაში და რაც ყველაზე მთავარია ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი. ბექას აქვს საჯარო მმართველობაში განათლება GIPA-ში მიღებული და არაერთი წარმატებული პროექტი რეალიზებული.
1. ბექა დიასამიძე2. ზურაბ მახარაძე3. ბადრი მუმლაძე4. რუსუდან ფუტკარაძე5. გიზო გორგილაძე6. ელზა დავითაძე7. ავთანდილ ქარცივაძე8. ასლან ქამადაძე9. დავით ბერიძე10. ჯონი საგინაძე
ეს არის აჭარის „საქმის მკეთებელთა“ გუნდი, გუნდი რომელიც მზად არის თქვენთვის 24/7 იმუშაოს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის განსხვავება ყველა სხვა გუნდისგან არის ის, რომ ჩვენ არასდროს ვიღლებით, ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობთ და ვართ მზად ამ უმძიმეს ვითარებაში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა ავიღოთ და ჩვენი სამშობლო წინ წაიყვანოთ. ჩვენ დეტალურად გვაქვს გაწერილი ყველა გეგმა და სტრატეგია, რისი რეალიზებაც ქვეყანაში გვინდა, მაგრამ გულწრფელად გთხოვთ პირველ რიგში თქვენს მხარდაჭერა დიახ, თქვენი მხარდაჭერის გარეშე ჩვენ ქვეყანაში აღმშენებლობას ვერ დავიწყებთ, “ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved