• რეკლამა
  • კონტაქტი
08:35, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველას ბოდიში უნდა მოვუხადო” – რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული ჩინელი

ალია ავტორი - ალია
10:32 02-03-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ჩინეთის მოქალაქე ვან იუნბინი  Chita.ru– სრედაქციას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ის კორონავირუსით ინფიცირებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთია, რის შესახებაც რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

მან სწორედ მედიის მეშვეობით შეიტყო, რომ ახალი ვირუსით ინფიცირფებულია.

„გამარჯობა, მე ვარ ის ჩინელი ტრანს-ბაიკალის ტერიტორიიდან, რომელიც სავარაუდოდ, კორონავირუსითინფიცირებულია. მე მხოლოდ ხველა, სხვა არაფერი მაწუხებს, ექიმები არ მეუბნებიან, რომ ინფიცირებული ვარ და ტესტის შედეგებს არ მაძლევ. ახალი ამბებიდან გავიგე, რომ ინფიცირებული ვარ.

თუ მართლა ვარ ინფიცირებული, ყველას ბოდიში უნდა მოვუხადო, ალბათ არსად არ უნდა წავსულიყავი, უბრალოდ, ბავშვი და ცოლი ჩამოვიყვანე და ჩინეთში დასასვენებლად წავედი. არ ვიცოდი, რომ შეიძლება დავინფიცირებულიყავი.. შედეგის მიუხედავად, დახმარების იმედი მაქვს, რადგან ჩემს შვილს აქვს ცხელება და აქვს დიარეა – ჩინური ახალი ამბებიდან შევიტყვე, რომ ეს ძალიან საშიშია, მაგრამ საავადმყოფო, სადაც ჩვენ ვართ, საკმარისი არ არის ჩვენი რეაბილიტაციისთვის.

ახლა კვირის ბოლოა და ბევრი ექიმი არ მუშაობს, აღმოვჩნდი ისეთ მდგომარეობაში, რომ არ ვიცი, სჭირდება თუ არა ჩემს შვილს სასწრაფო დახმარება და ექიმებს შეუძლიათ თუ არა, დროულად მიხედონ.

ანალოგიურ შემთხვევაში, ჩინეთში, ექიმი 24 საათის განმავლობაში იმყოფება პაციენტთან, რადგან მისი მდგომარეობა შეიძლება მოულოდნელად გაუარესდეს და საჭირო გახდეს შესაბამისი დახმარება, იმედი მაქვს, რომ ჩემს შვილის დახმარებას შეძლებენ. ჩემი ქალიშვილი მხოლოდ 2 წლისაა, ის ძალიან პატარაა.

ერთ კვირაში 6-ჯერ ავიღეთ სისხლის ანალიზი, მაგრამ არც ერთმა შედეგი არ მოგვცა.  როგორ შეუძლია პატარა ბავშვს ამდენი ანალიზი აუღონ შედეგების გარეშე?!

ჩვენ გვსურს მივიღოთ ანალიზის შედეგები, ვიცოდე, ავად ვართ თუ არა, თუ მოულოდნელად დაავადება გვაქვს, ჩემს შვილს სასწრაფო დახმარება სჭირდება“, – ამბობს სავარაუდო ინფიცირებული.

მამაკაცი იმ საავადმყოფოს ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის და მისი ოჯახი იმყოფება.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ოლეგ სალაგაიმ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანება გასცა და უკმაყოფილო პაციენტებს ყურადღებას მიაქცევენ.

„ჩვენ ასევე ვაქცევთ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეულ პაციენტს უფლება აქვს მიიღოს სრული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის, გამოკვლევის და მკურნალობის შედეგების შესახებ”, – წერს სალაგაი თავის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved