ქობულეთში 87 წლის ოთარ აბაშიძემ კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკიდან გაეწერა. ინფორმაცია ამის შესახებ ბათუმის კლინიკა მედცენტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„დღეს მედცენტრის რეანიმაციიდან გაეწერა 87 წლის ოთარ აბაშიძე, რომელმაც COV-19 დაამარცხა.
ქობულეთის მკვიდრი 12 ოქტომბერს COV-19-ის ვირუსით შემოვიდა კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით, მას დაუდგინდა COV-19 ასოცირებული ბილატერალური პნევმონია“, – ნათქვამია პოსტში.
კომენტარები