• რეკლამა
  • კონტაქტი
11:55, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძე – იმისათვის, რომ ქვეყანამ დაძლიოს სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ და არსებული მთავრობა ჩავანაცვლოთ ახალი ძალით

ალია ავტორი - ალია
19:21 10-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

დღეს “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ  და პარტიის სხვა ლიდერებმა ოზურგეთის  ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი სიორიძე  წარადგინეს.  წარდგენის პარალელურად გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. პარტიის ლიდერებმა და ადგილობრივებმა რეგიონის პრობლემებსა და მისი მოგვარების ეფექტურ გზებზე ისაუბრეს.

ოზურგეთში ადგილობრივებს სიტყვით “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმართა და მათ მნიშვნელოვან არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. 
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და დაგვრჩა 8 დღე  ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებებისთვის. ჩვენ უნდა დავიწყოთ მომავლის სახელმწიფოს შენება. 30 წლის წინ როდესაც ჩატარდა არჩევნები ყველამ მივეცით ხმა დამოუკიდებლობას და ერთ წელში გამოვაცხადეთ კიდეც. ახლა კი ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, უიმედობა ნეპოტიზმი. ამისთვის კი აუცილებლად უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. რაც შეეხება შემდეგ პერიოდს, ჩვენ “ლელოს ახალი მარშალის გეგმით” ვგეგმავთ ქვეყნის რეკონსტრუქციას, რომელიც 4 წელში შედეგს გამოიღებს. ეს ცვლილებები რომ მივიღოთ აუცილებელია არსებული ხელისუფლების ახალი ძალით ჩანაცვლება და ეს ძალა არის, “ლელო”,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

ადგილობრივებს სიტყვით მიმართა ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ.  მისი თმით “ლელო”  არის პარტია, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს  მოაგვარებს. 
“ერთი წლის წინ მე ჩემს ცხოვრებაში გადავდგი რადიკალური ნაბიჯი და წავედი პოლიტიკაში, რადგან შემეშინდა რომ ჩვენი ქვეყანა თავისი პოლიტიკის გამო გადაიჩეხებოდა უფსკრულში. რაც “ქართული ოცნების” მავნებლური ქმედებებით პროცესს დააჩქარებდა. ის რასაც აქამდე ვაკეთებდი იყო არასაკმარისი და შემოვუერთდი გუნდს რომელთანაც მაერთიანებს იდეოლოგია. ის ჯანსაღი განცდა რომელიც “ლელოში” მოსვლის დღიდან განვიცადე დღემდე არ მტოვებს და ამიტომ ვარ ამ გუნდში. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო გურულების ხმა საქართველოს პარლამენტში. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გურულების ინტერესები დავიცვა და  მათი პრობლემებისა და სხვა საკითხების გადაჭრის ალტერნატიული გზები მოვნახო,”-განაცხადა სიორიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved