• რეკლამა
  • კონტაქტი
05:33, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შს მინისტრი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

ალია ავტორი - ალია
18:32 10-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რომელიც უკვე მეორე დღეა ზუგდიდში იმყოფება, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო მთავრობის მეთაურთან და მთავარი დავალება იყო, რომ არცერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა. მისივე განცხადებით, ახლა უკვე მთავარი ამოცანა დამნაშავის პოვნა და დაკავებაა. მინისტრის განმარტებით, მას ბევრი ინფორმაცია აქვს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს. 

“გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო, დღეც და ღამეც, ძალიან მძიმე იყო ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის, მძევლებისთვის, ვინც შიგნით იყო, იმ 43 ადამიანისთვის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი გავაკეთეთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო. ეს იყო პირველი, რაც დავისახეთ მიზნად. ეს, რა თქმა უნდა შეთანხმებული იყო მტავრობის მეთაურთან, ბატონ პრემიერთან, რომლის მითითებაც იყო, რომ არავინ დაშავებულიყო. მან თქვა – ყველაფერი გააკეთეთ, რომ ერთ ადამიანსაც კი არაფერი დაუშავდეს. ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ. ნახეთ თქვენ, რომ იყო ეტაპობრივად გამოშვებები – ჯერ 14 კაცი, მერე 7 კაცი, მერე 9 კაცი… რაც მთავარია, შემდეგ მივიდა ჩვენი თანამშრომელი, ჩვენ შევთავაზეთ რომ გამვყოფდით 5 კაცს, 10 კაცს, ვუთხარით, რამდენიც გინდა…, მაგრამ მან უარი გვითხრა. შემდეგ დაგვთანხმდა ერთ ადამიანზე.

მე მინდა ხაზი გავუსვა და დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა, ეს არ არის ადვილი საქმე, დამერწმუნებით და არც ჩემთვის იყო იოლი, მიმეღო გადაწყვეტილება, რომ თანამშრომელი გამეგზავნა იქ, საიდანაც ან დაბრუნდებოდა ცოცხალი ან – არა, ეს არავინ იცოდა. ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და რა თქმა უნდა, ბატონი ავთოსთვისაც იყო ზალიან მძიმე, თუმცა არცერთი წამით არ შედრკა, არ შეუხრია წარბი და არ შეუცვლია ეს თავისი გმირული გადაწყვეტილება. ამიტომ მადლობა მინდა ვუთხრა. გაყვა ეს ადამიანი, მაგრამ თქვა რომ მძევლებიც უნდა წაეყვანა.

ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, მაგრამ ვერ გავწირავდით ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეს, მანქანიდან გადავიდა და მიიმალა. გამოძიება გრძელდება. მე შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ შეიძლება ჩემმა ერთმა სიტყვამაც საქმე გააფუჭოს და გამოძიებაზე ცუდად იმოქმედოს. მთავარი ამოცანა, უკვე გითხარით, იყო ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. ახლა ამოცანა არის, რომ ეს ადამიანი სწრაფად ვიპოვოთ და დავაკავოთ“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved