ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკში“ ერთ-ერთი მძევალი.გახლდათ მომხდარს იხსენებს:
„თავდამსხმელი იქცეოდა იარაღთან ურთიერთობაში როგორც გამოცდილი ადამიანი, იმდენად აგრესიული იყო, რამდენადაც ეს მისთვის იყო აუცილებელი, ხალხის შესაშინებლად და მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად. მისი ხმა შეიძლება მივამსგავსო, მაგრამ ამოცნობა ნამდვილად არ შემიძლია. ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა.”
კომენტარები