• რეკლამა
  • კონტაქტი
10:07, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მირიან ნიკოლაძე – გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ გური ამირხანაშვილის ჩვენებები სანდოა

ალია ავტორი - ალია
14:11 10-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი თვლის, რომ გური ამირხანაშვილის ჩვენებები სანდოა. ეს არის ერთი მთლიანი ჩვენების ეპიზოდები და შევსებულია ეტაპობრივად, – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე საუბრისას ოჯახის ადვოკატმა საქმის ერთ-ერთი მოწმის, გური ამირხანაშვილის ჩვენების სანდოობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ჩვენებებში ოჯახი წინააღმდეგობებს ვერ ხედავს.

რაც შეეხება ბრალდებულთა ნაწილის განცხადებას, რომ მათ ამირხანაშვილს გიორგი შაქარაშვილის მოძებნა შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა, ამის საპასუხოდ მირიან ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ მათ არაფერი დაეჯერებათ.

„ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას დღესაც სერიოზულად უმტკიცებენ, რომ ბავშვებს იმის გამო გაეკიდნენ, რომ მათთვის მანქანას არ დაერტყა, მათი რამე დაიჯერება? გარდა ამისა, ციხის კადრებით ნათელი გახდა, რომ ეს ადამიანები წინასწარ შეიკრიბნენ, ვიდრე საგამოძიებო ორგანოში მოუხდებოდათ მისვლა, ჩამოაყალიბეს ერთიანი პოზიცია და საგამოძიებო ორგანოებამდეც ვერ მიიტანეს ეს შეთანხმებული პოზიცია. ჩვენებებით დავრწმუნდებით, რომ ყველას უნდა, მანქანაში იჯდეს, ბოლოს ლამის მახარაძე ჩამოსვეს იმის გამო, რომ მანქანაში მჯდარიყო და ალიბი ჰქონოდა. ამ ხალხის რამე დაიჯერება? თქვი რა კაცურად – გავეკიდე და მერე თქვი, რომ მკვლელობაში არ მიმიღია მონაწილეობაო, თუ არ გინდა, რომ ეს მძიმე ტვირთი აიღო. ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ამირხანაშვილს თვითონ ეხვეწებოდნენ, შენი მეგობარი არ დატოვოო? კიდევ ერთი ფაქტორია, სად გინახავთ ექვსი კაცი იჯდეს მანქანაში, თავისი ადგილი არ ჰქონდეთ და მოწინააღმდეგე მხარე ჩაისვა და წამოიყვანო, მათზე ზრუნვის მოტივით. ეს უნდოდათ ალიბისთვის. გური ამირხანაშვილის ჩვენებები ოჯახისთვის არის ერთი მთლიანი ჩვენების გარკვეული ნაწილები. ოჯახი ვერ ხედავს არსებით წინააღმდეგობებს ჩვენებებში და ოჯახი არ თვლის, რომ ამირხანაშვილის ჩვენებები არის წინააღმდეგობრივი, ეს არის შევსებული ეტაპობრივად. ეს არის ერთი მთლიანი ჩვენების ეპიზოდები და სანდოა, ასე აღიქვამს ოჯახი. რა თქმა უნდა, ოჯახს აქვს მოლოდინი, რომ ორივე ეპიზოდზე გამოვა გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ბრალდებულთა ნაწილის მხრიდან ნაფიცი მსაჯულების არჩევას. მისი შეფასებით, ეს მათი ტაქტიკაა და საქმის გაჭიანურების მცდელობასთან არის დაკავშირებული.

„მე და ოჯახი ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნაფიცი მსაჯულების არჩევა გახლავთ დაცვის ტაქტიკის ნაწილი. ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობს სამი საქმე, რომელიც სასამართლოში წარიმართა, თუმცა სწორედ იმ ეპიზოდში, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ მისჯილი, ნაფიცი მსაჯულები აირჩიეს. ეს, რა თქმა უნდა, მათი ტაქტიკის საკითხია, რომ სწორედ ამ ეპიზოდში აირჩიონ ნაფიცი მსაჯულები და არა ყველაზე მძიმე და რეზონანსულ ნაწილში, რომელიც არის გიორგის განზრახ მკვლელობა.

ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი მცდელობაა, რომელიც არ ჩაივლის წარმატებით. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ არჩევის პროცედურის შემდეგ, რაღაც ეტაპზე უარიც თქვან. საქმეში პირდაპირი მტკიცებულებებია, ამირხანაშვილის ჩვენება, ახვლედიანის ჩვენება, ქათამაძის და სხვათა ჩვენებები“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved