• რეკლამა
  • კონტაქტი
22:11, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„შენობის დატოვების დროს, ხელყუმბარა აწია… ასეთ გათვლებს უცოდინარი პირი ვერ გააკეთებს!“

ალია ავტორი - ალია
01:31 10-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

ემიგრაციაში მყოფი ვეტერანი ჯარისკაცი, დავით ნემსაძე, სოციალურ ქსელში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ასე ეხმაურება:

„გულისტკივილით ვადევნებ თვალს ,,ზუგდიდურ ძარცვას” ეს უფრო მეტია ვიდრე ახირებული ტიპის მიერ ბანკში ჰოლიუდური სცენარით შეჭრა.

როგორც არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ
საქმე გვაქვს კარგად მომზადებულ ყოფილ სამხედრო პირთან. მისი მოძრაობის (გადაადგილების) იარაღის ტარების, დგომის და ჯდომის მანერით იგი ავლენს სამხედრო პირისთვის დამახასიათელ უნარ-ჩვევებს.
რაც შეეხება სამხედრო ფორმას რომელიც მას ეცვა აშკარაა რომ ესაა საველე პირობებში უკვე ექსპლუატირებული ე.წ. მულტიგამის ტიპის დაფოთვლის უნიფორმა.
რომელსაც დღეს ქართული არმია მოიხმარს.

პირს სამხედრო ბატინკი ეცვა ერაყში ,,ქვიშის ქარიშხალის” ოპერაციის დროს გამოყენებული მოდელი, თასმები შეკრული ჰქონდა სპეციფიური ხვეულით რომელ ხვეულსაც (სკვნილს) ქვეით ჯარებში იყენებენ.

განტვირთვის ჟილეტის მარჯვენა მხარეს ეკიდა ე.წ. სამაგრი (კარაბინი) სამხედრო წესზე იარაღის საჭიროებისამებრ დასამაგრებლად.

პირს კარგად ჰქონდა შეგნებული რაზეც წავიდა,შეიარაღებული იყო რუსული წარმოების კალაშნიკოვის АК-74 ტიპის ავტომატური იარაღით. ეკეთა 70 -იან წლებში გამოშვებული მჭიდი. პირს განტვირთვის ჟილეტში ასევე მოთავსებული ჰქონდა დამატებითი საბრძოლო მასალა. დაახლოებით ოთხი მჭიდი.

ხელში ეჭირა რუსული წარმოების Ф-1 თავდაცვითი ხასიათის ხელყუმბარა, რომელიც გამოიყენება ბარიერიდან ტყორცნით და 200 მეტრში გამოირჩევა ეფექტური დაზიანებით.

პირს ხელყუმბარაზე მოხსნილი ჰქონდა მცველი რაც ნიშნავს იმას თუ სნაიპერი მოახდენდა მის მყისიერ ლიკვიდაციას ხელყუმბარა სამ წამში ამოქმედდებოდა დახურულ სივრცეში ხელყუმბარის ეფექტურობა ორმაგდება. არცერთ იქ მყოფ პირს გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ ექნებოდა თუ ვინმე საკუთარი სხეულით არ დაფარავდა საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილ ხელყუმბარას.

შენობის დატოვების დროს პირმა ხელყუმბარა აწია ზემოთ რათა სავარაუდო ლიკვიდაციის შემთხვევაში ყუმბარის დაცემის ტრაექტორია გამოთვლადი არ ყოფილიყო სნაიპერისთვის.
ასეთ გათვლებს უცოდინარი პირი ვერ გააკეთებს.
სამხედრო ფორმაზე რომელიც ეცვა იყო ქართული დროშა, ახეული იყო მხოლოდ ქვედანაყოფის განმასხვავებელი ნიშნები.

პირი საკმაოდ დამაჯერებლად მოქმედებდა მას ჰქონდა ბრწყინვალე გამოცდილება კონტრ ტერორისტული ოპერაციების და ეს გამოცდილება ტერორისტული მიზნით გამოიყენა წაიღო იმდენი ზუსტად იმდენი ფული რამდენის ზიდვასაც შეძლებდა.

პირმა გაათავისუფლა ყველა შეუძლოდ მყოფი მძევალი და ორსული ქალი, მან ზუსტად იცოდა ტყვეების რა ექვივალენტით მიაღწევდა სასურველ შედეგს თუ როგორი იქნებოდა ძალოვანთა ოპერატიული რიაქცია და ასევე ზუსტად იცოდა ჩასვრილი და უმაქნისი ივანიშვილის ხელის ბიჭების გომელაურის ლილუაშვილის და სხვა ნაძირლების ქვეშეჯმია წინასაარჩევნო განწყობა.

ვინც ამხელას გაბედავს მას იმის იქეთაც ხილული აქვს მისი ბედის გზები…
ოკუპირებული ზონები ზუგდიდიდან არც ისე შორია.

ტერორიზმი ცალსახა დანაშაულია.
მაგრამ ეს უფრო ძარცვა იყო ვიდრე ტერორიზმი.

ისე როცა სამხედროს ასეთ სპეციფიურ ცოდნას აძლევ პერალელურად კი სახელმწიფოებრივ იდეას ართმევ შენ მას უბრალოდ პროფესიონალ მკვლელად ზრდი.

არასწორად უდგები ხმარობ, იყენებ და მერე სამსახურიდან აგდებ შედეგად კი ღებულობთ იმას რაც ყველამ ვნახეთ.

ქართულ ოცნებას ასეთი 2000 ვეტერანი ჰყავს გაყრილი მათი გამგდები ნაბიჭვარი ვალოდია ჩაჩიბაია კი 49 ნომრად უწერიათ მომავალ პარლამენტში.

თქვენ ნახეთ რა გააკეთა ერთმა კარგად მომზადებულმა სამხედრომ და რას გააკეთებს 1999 სამსახურიდან დამამცირებლად გაგდებული გამოყენებული მეომარი თუ მათაც ასეთი სიმწრის ტკივილი კრიმინალში გადაუვა.

ზოგადად ბანკები და მათი ნამოქმედარი ბანდიტიზმი განსჯის სხვა თემაა, მაგრამ რა ეშველება საზოგადოებას რომლის ხელისუფლებაც ამ მძარცველზე ბევრად დიდი ავაზაკია?“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved