ახალშობილი დელფინი თავს კარგად გრძნობს და აუზში აქტიურად დაცურავს. ამჟამად დედა პატარა დელფინს სწორ სუნთქვასა და სინქრონულ ცურვას, ასევე კოორდინირებულ მოძრაობას ასწავლის.
ახალშობილი მამრია და დელფინ ცუცას მეორე შვილია. დელფინარიუმის ისტორიაში მეთერთმეტე ახალშობილისთვის სახელი ჯერ კიდევ არ შეურჩევიათ.
ბათუმის დელფინარიუმი სტუმრებისთვის დახურულია, თუმცა, თანამშრომლები პანდემიისა და შიდა რეგულაციის შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, სპეციალურ რეჟიმში მუშაობენ.
კომენტარები