• რეკლამა
  • კონტაქტი
10:55, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იგორ გიორგაძეს რამე დაეჯერება? ივანიშვილი რუსეთის კაცი არ არის – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:32 10-21-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

„იგორ გიორგაძეს რამე დაეჯერება? შეიძლება ტრაბახობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან კავშირი აქვს. .. ივანიშვილი რუსეთის კაცი არაა, ის თავის თავის კაცია. არასერიოზულია იმაზე ლაპარაკი, თითქოს, ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა და პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “2020NEWS”-თან ტელეკომპანია “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანიის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული სკანდალური აუდიოჩანაწერით “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უცნობ წევრსა და უშიშროების გენერალს, ტერორიზმში ბრალდებულ იგორ გიორგაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ საქართველოს უშიშროების ძებნილი ექსშეფი შვედეთში მცხოვრებ რუს ოლიგარქს დახმარებას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრისათვის.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, მას ჩანაწერი არ მოუსმენია, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებული ფარულ ჩანაწერზე კომენტარის გაკეთება არც სურს. ამასთანავე, ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ინტერესების გასატარებლად ვინმესთან ითანამშრომლოს, თუმცა გამორიცხავს, რომ„ქართული ოცნების“ლიდერი  საქართველოში რუსეთის პოლიტიკას ატარებს.

“მე ვერაფერს გამოვრიცხავ, ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ ვერც დავადასტურებ.

ბიძინა ივანიშვილს რამდენადაც ვიცნობ, იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილი რუსეთის კაცია, მიმაჩნია არასერიოზულად.

ეს ჩანაწერი არ მომისმენია და არ ვიცი. წინასაარჩევნო პერიოდში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არც მინდა კომენტარის გაკეთება.

ისმის, ვისზეა საუბარი? ვინ არის ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი? ან გიორგაძეს რა დაეჯერება, შესაძლოა, ის იტყუება?

შეიძლება რეალურია, შეიძლება არა, ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის საკმარისი საფუძველი, რომ ხმამაღალი განცხადება გაკეთდეს, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კაცია, მე ეს მიმაჩნია არასერიოზულად.

ბიძინა ივანიშვილი არის თავის თავის კაცი. მან საკუთარი ინტერესებისათვის შეიძლება ითანამშრომლოს ყველასთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსულ პოლიტიკას ატარებს საქართველოში“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ივანშვილის ყოფილი მრჩევლის თქმითვე, ის, რომ იგორ გიორგაძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან აქვს კავშირი, სულაც არ ნიშნავს იმას, ეს კავშირი რეალურია.

“შეიძლება იგორ გიორგაძე ტყუილს ამბობდეს, გაგიკვირდებათ გიორგაძისგან? შეიძლება ტრაბახობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულია, ბევრი ამბობს ასე, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა”, – აღნიშნავს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ იგორ გიორგაძესა და შვედეთში მცხოვრებ რუს ბიზნესმენს შორის საუბრის აუდიო ჩანაწერი დღეს გაავრცელა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ამ ჩანაწერით დგინდება ბიძინა ივანიშვილის კავშირი რუსეთის უშიშროებასთან, ხოლო “ქართული ოცნების” გენერალური მდივანმა კახა კალაძემ ფარულ ჩანაწერს მორიგი “სისულელე” უწოდა. ის ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასა და უშიშროების ექსშეფს შორის რაიმე კავშირის არსებობას გამორიცხავს.

2020news.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved