• რეკლამა
  • კონტაქტი
15:07, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლევან რატიანის გამო ჩემი გამოჯანმრთელებული შვილი მძიმე მდგომარეობაშია!” – რა მოხდა კლინიკაში?

ალია ავტორი - ალია
20:46 10-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
524

“ალიას” დაუკავშირდნენ ერეკლე ჩეკურიშვილის მშობლები. შეგახსენებთ, 17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილი, გასული წლის აგვისტოში თავში დაჭრეს, ასევე დაჭრეს მისი ძმაც, 15 წლის მოზარდი და პირი, რომელმაც ორივე არასრუწლოვანს ძმას იარაღიდან ესროლა, ამბობს, რომ კამათი დაიწყო მას შემდეგ, რაც ბავშვებმა სთხოვეს, რომ ძაღლი აღარ გამოეყვანა ალიკაპის გარეშე პარკში.

ექიმების დიდი ძალისხმევით, ერეკლე სიკვდილს გადაურჩა, თუმცა, დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ერეკლეს გამოჯანმრთელების იმედს  გერმანიის ერთ-ერთი კლინიკა იძლევა, თუმცა ამისთვის 145 ათასი ევროა საჭირო. ის უკვე რამდენიმე კლინიკაში იწვა და კლინიკის შეცვლა, საავადმყოფოების კოვიდკლინიკებად გადაკეთების გამო უწევს. ბოლოს ის იწვა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მშობლები გვიყვებიან, რომ იქედან გამოუშვეს და უთხრეს, რომ კოვიდპაციენტები უნდა მიიღონ. ცნობისთვის, კლინიკები, რომლებიც კოვიდპროგრამებში ერთვებიან, პაციენტებს, მათ შორის, მძიმე პაციენტებს, სხვაგან ამისამართებენ!

როგორც, ერეკლეს მშობლები ამბობენ, როცა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გამოწერეს, აღმოჩნდა, რომ ერეკლეს სეფსისი აქვს… მამა გვიყვება, რომ რატიანი ისე დამცინავად უყურებდა, ვერ გაუძლო და გარეთ გამოვიდა, ახლა კი ზარებზეც აღარ პასუხობს. მშობლები ამბობენ, რომ წინა კლინიკიდან ისეთ კარგ მდგომარეობაში გამოიყვანეს შვილი, რომ იმედი მიეცათ, ახლა კი “ბიჭს მუცელი ჩირქით აქვს სავსე”:

“ლევან რატიანის და ვაი თავხედი ექიმის მაგდა რურუას გულგრილობის გამო გამოჯანმრთელებული შვილი მძიმე მდგომარეობაშია, ერთი დღის გამოწერილი სასწრაფოთი გადავიყვანეთ ჯერარსის კლინიკაში, სადაც დაუდგინეს პერიტონიტი რადგან მუცელში ჩადგმული ზონდი ქონდა ამოგლეჯილი და იღვრებოდა საკვები მუცლის ღრუში!!!

დამალეს რომ პერიტონიტი დამართეს სასწრაფოდ გამოწერეს, რადან დამძიმდა, რატიანი იმალება ზარებზე არ პასუხობს. არ ვაპატიებ ერეკლეს გაუბედურებას უკვე შევიტანე საჩივარი. ვინც არ უნდა ჩარიოს უკან არ დავიხევ.”

ლევან რატიანმა ჩვენ ზარებს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, “ალიას” ლევან რატიანთან ბოლო კონტაქტი ჰქონდა, რამდენიმე თვის წინ, აღდგომამდე ცოტა ხნით ადრე, როცა იგი შეგვითანხმდა ინტერვიუზე და გვთხოვა კითხვების გადაგზავნა, “ალიამ” მას გადაუგზავნა ის კითხვები, რაც მკითხველებმა მოგვაწოდეს და რასაც ადამიანები სოციალურ ქსელში წერდნენ, ერთ-ერთი კითხვა იყო – ბატონო ლევან, ღმერთის არსებობის გჯერათ?

კითხვების გადაგზავნის შემდეგ, ბატონმა ლევანმა არათუ დაპირებული ინტერვიუ არ მოგვცა “ალიას”, საერთოდ აღარ გვპასუხობს, მას შემდეგ.

თეგები: ერეკლე ჩეკურიშვილილევან რატიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved