• რეკლამა
  • კონტაქტი
07:32, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაამტკიცოს ვანო ჩხარტიშვილმა, რომ ხალხი ღირსი იყო, როდესაც მათ ანაბრებს იპარავდა”

ალია ავტორი - ალია
13:46 10-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

პარტია “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:

“გამოვიდეს ხალხის წინაშე ბატონი ვანო ჩხარტიშვილი და  დაამტკიცოს, რომ ხალხი ღირსი იყო როდესაც მათ ანაბრებს იპარავდა;

ან თუნდაც ქალბატონი თურნავა თუ დაამტკიცებს, რომ მას არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, მაშინ არც მათ დასჯას მოვითხოვთ და არც დაპატიმრებას!

აი ამიტომ  ვამბობთ სახალხო ტრიბუნიდან – სახალხო ტრიბუნალამდე!

30 წელია ამ ქვეყანაში ძარცვის მეტი არაფერი ხდება;

თუ რამის პრივატიზება მოხდა, ეს მხოლოდ ძარცვის პრივატიზაცია იყო, რადგან ნებისმიერ სფეროს, სადაც არ უნდა გავიხედოთ, სასარგებლო შედეგი  არც ხალხისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ დამდგარა.

პოლიტიკური ძალები ყველა არჩევნების წინ ატყუებენ ამომრჩეველს და მერე ბიუჯეტის მოპარვის და საკუთარი გამდიდრების გარდა არაფერს აკეთებენ;

შედეგი კი არის ის რომ:

მარტო ჩვენი ვალი 19 მილიარდია;

ათიათასობით გაღარიბებული და ასიათასობით უმუშევარად,  უსახსროდ დარჩენილი ადამიანი;

გამდიდრებული ჩინოვნიკების მცირე ჯგუფი, რომელიც პერიოდულად, როდის როგორ აწყობთ, ხან ერთ სახელისუფლო გუნდში არიან წინა რიგებში, ხანაც მეორე.

და მათი პირადი ინტერესი თუ არ იკვეთება, იქ სახელმწიფოებრივი საერთოდ არ აინტერესებთ;

აი სწორედ მათთან მიმართებაშია სახალხო ტრიბუნალი ჩასატარებელი!

სწორედ რიგითმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ გაძარცვა და ვინ არის დასასჯელი.

მითუმეტეს მაშინ, როდესაც არცერთი მოსამართლე და პროკურორი გამოძიებას არ ატარებს.

ოღონდ ისე არა, სახალხო მილიონებს რომ მოიპარავენ, ერთი წელი ჩაჯდებიან ციხეში, მერე გამოვლენ და პოლიტპატიმრებად გვამადლიან თავებს!

და არც არანაირი ე.წ. საქმის ხანდაზმულობა!

იმიტომ, რომ ყველა ამ ფაქტს ადამიანების სიცოცხლეები შეეწირა…

აი ამიტომ, სახალხო ტრიბუნიდან – სახალხო ტრიბუნალამდე!”

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved