• რეკლამა
  • კონტაქტი
09:37, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვერ ვუწოდებ კორონავირუსს მკვლელ ვირუსს, ვერ დავეთანხმები გამყრელიძეს”

ალია ავტორი - ალია
01:04 10-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

არის თუ არა კორონავირუსი შიდსის, ტუბერკულოზის, მალარიისა და ჰეპატიტის ვირუსებზე უფრო  მკვლელი დაავადება? გაიზრდება თუ არა ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონამდე?

„2020NEWS“-თან საუბრისას ეპიდემიოლოგმა, მაია ზალდასტანიშვილმა განაცხადა:

„ვიდრე კორონავირუსი იარსებებდა, იყო შიდსის ვირუსი, თუმცა ის არ იყო ასეთი გადამდები. ბატონ ამირანს, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დავეთანხმები იმაში, რომ კორონავირუსი და შიდსის ინფექცია ერთნაირი მკვლელები არიან, თუმცა გარდაცვალების მატებას რაც შეეხება, ჯერჯერობით, არ არსებობს კორონავირუსის ვაქცინა და თუ ეს წლების განმავლობაში ასე გაგრძელდა, მაშინ შესაბამისად, ხანგრძლივი ლეტალობა გველის წინ.

რასაც მე ვუყურებ კორონავირუსით ინფიცირების უმეტესი შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობს ან საშუალო სიმძიმით, თუმცა, გარკვეულწილად, არსებობს გართულებებიც, რის ასაცილებლადაც პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ხდება.

მე ვერ ვუწოდებ კორონავირუსს 100%-ით მკვლელ ვირუსს, რადგან მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, როდესაც ვაქცინა შეიქმნება.

იმ პაციენტების დაინფიცiრება, რომელთაც ტუბერკულოზი აქვთ, ნამდვილად არასასიამოვნო იქნება, რადგან შესაძლოა ლეტალურ შედეგებამდე მივიდეთ. რაც შეეხება შიდსიც დაინფიცირებულ პაციენტებს, ჩვენ გვქონია შემთხვევა, როდესაც შიდსიანი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, მაგრამ მისი მდგომარეობა არ დამძიმებულა, პირიქით ყველაფერი კარგად დასრულდა და მალევე გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის რაოდენობის მატება დაკავშირებულია იმასთან, რომ კეთდება ძალიან ხშირი და ფართომასშტაბიანი ტესტირება, ვისაც აქვს მცირე კლინიკური სიმპტომები, მაგალითად სიცხე ან ყელის ტკიბილი, მათ უკეთდებათ უფასო ტესტირებები, აქედან გამომდინარე, იზრდება დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობაც. აქამდე თუ 300-400 შემთხვევას აცხადებდნენ, ეს იყო რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა და არა – არარეგისტრირებულისა. გაიზარდა მომართვიანობა და ამავდროულად ინფიცირებულთა რიცხვიც. თუ გვინდა, რომ თავი დავიცვათ ამ ვირუსისგან პირველი პრევენცია პირბადის გაკეთება და დისტანციის დაცვა იქნება“

ცნობისთვის, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს ინფექცია „იქნება კიდეც უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია, ჰეპატიტი – ეს ოთხი ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელია და კოვიდი მათ გადაასწრებს“.

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved