• რეკლამა
  • კონტაქტი
05:39, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუკა საქართველოს არქივში “ვიპოვნე!”

ალია ავტორი - ალია
17:53 10-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

„ეს რუკები საქართველოში მოვიპოვე. ვინც რუკებითაა დაკავებული, იმან უნდა იცოდეს სად ეძებოს. ვეძებდი ბუკინისტურ მაღაზიებში, ანტიკვარულ მაღაზიებში, წიგნების მაღაზიებში,“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა, „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ხიდაშელი განმარტავს, შესაბამისი დოკუმენტი საქართველოს არქივში მოიპოვა, თუმცა რუკის ორიგინალი დღემდე არ უპოვია.

„პირველი ინფორმაცია ის იყო, რომ საქართველოს საზღვარი აზერბაიჯანთან, პირველი ლეგალური საბუთებით რაც დადგინდა, დადგინდა 1920 წელს, როცა ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას აზერბაიჯანის სოციალისტურ რესპუბლიკასთან და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.

აქ მაქვს ეს დოკუმენტები, რომელსაც მოჰყვება რუკა. ეს არის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის რუკა 1920 წლის მერე შექმნილი. ამ რუკაზე პირველად აღმოვაჩინე, რომ საქართველოს საზღვარი გადის მდინარე მტკვრის კალაპოტთან, ჯანდარის ტბა აქაა და დავით გარეჯის მონასტერი იმყოფება 30-კილომეტრში ამ საზღვრიდან. 1925 წელსაც გამოსცეს მეორე რუკა, აქაც დავით გარეჯთან საზღვარი ქვემოთ ჩადის მთის ძირში, მაგრამ დავით გარეჯი მაინც დარჩა საქართველოს ტერიტორიაზე. 1925 წლის მერე შექმნეს 1930 და 1931 წელს.

ეს რუკები საქართველოში მოვიპოვე. ვინც რუკებითაა დაკავებული, იმან უნდა იცოდეს სად ეძებოს. ვეძებდი ბუკინისტურ მაღაზიებში, ანტიკვარულ მაღაზიებში, წიგნების მაღაზიებში.

ყურადღების მისაქცევია, რომ მოვიპოვეთ საბუთი, იგივე არქივში, საქართველოს არქივში სადაც ნაჩვენებია, რომ 1937 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარიატი, კომისარი აზერბაიჯანის ცენტრალურ კომიტეტს, რომ გაარკვია შინაგან საქმეთა სამინისტრომ რესპუბლიკებს შორის რუკები ერთმანეთს რაღაც არ ემთხვევა. ამიტომ, თუ შეიძლება ჩამობრძანდით 5 მარტს 12 საათზე ამ რესპუბლიკების წარმომადგენლები, ვინაიდან ჩვენ გვაქვს დავალებული საზღვრების გავლება. ჩამობრძანდით, გავიაროთ და გავაკეთოთ ეს საზღვრის გარკვევა.

1938 წლის 5 მარტს ჯგუფი შეიკრიბა თბილისში, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები და ორი კარტოგრაფიული ინსტიტუტის დირექტორი და ორ დღიანი მუშაობის შედეგად საზღვრის ხაზი გაავლეს. ამ საბუთებში წერია, მასალები აქვს დართული, წერია, რომ 500 ათასიანი მასშტაბის რუკებზე ხელი მოაწერეს და გადასცეს დასამტკიცებლად. ამაზე მიდებული იყო რუკა, მაგრამ მე დღესდღეობით ეს რუკა არ მინახავს. ორიგინალი, ან ორიგინალიდან კოპიო ამ რუკის მე დღემდე ვერ ვიპოვე. ამიტომ მე დავიწყე მოძიება – რადგან არსებობს ქაღალდი და არის მითითებული რის საფუძველზე გააკეთეს, დავიწყე მოძიება, ამის უკან რა საბუთი დევს და სად არის ეს საბუთი. ვიპოვეთ მეორე რუკა 1938 წლით დათარიღებული, იმავე საქართველოს არქივში, უკვე გამოცემული რუკა პირველი ივნისისთვის. ანუ, 5 მაისს თუ მოეწერა ხელი აზერბაიჯანის პრეზიდიუმში, ერთ თვეში გამოსცეს ადმინისტრაციული საზღვრები, მოცემულია 1938 წლის პირველი ივნისისთვის. აქაც არის იგივე მითითებული, რომ ეს მთა უდაბნო საქართველოს ტერიტორიაზე და ამ მთის ძირში გადის ეს საზღვარი. 38 წელში არსებობდა მხოლოდ 200 ათასიანი და 500 ათასიანი მასშტაბის რუკა,“

რა ჰქონდა საპოვნელი რუკას, რომელიც არქივში იყო და ყველამ თუ იცოდა მის შესახებ, რატომ აქამდე არავინ იღებდა ხმას, ხიდაშელს ამაზე არაფერი უთქვამს.

თეგები: დავით ხიდაშელიკარტოგრაფების საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved