• რეკლამა
  • კონტაქტი
13:19, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საპატრიარქო დღეს არის მიტროპოლიტი შიო – რატომ არიან ახლა ერთ ტალღაზე ხელისუფლება და საპატრიარქო?” – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
19:50 10-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი, არჩილ გამზარდია:

– საპატრიარქო რამდენად ადეკვატურადაა  ჩართული  ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროცესში?

– ძალიან გვიჭირს ხოლმე იმის გამიჯვნა, საპატრიარქოზე ვსაუბრობთ, თუ სინოდზე, მართლმადიდებული ეკლესიის პოზიციები უნდა შეიმუშაოს სინოდმა, საპატრიარქოს ამის უფლება არა აქვს. დღეს სინოდი დარჩა უფუნქციოდ, საეკლესიო ცხოვრებაში სინოდი უარყოფილია და საპატრიარქომ შეითავსა  – რაც არაფერში არ ჯდება. თვითონ ის, რომ საქართველოს ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, ამაში მონაწილე მხარეა, გასაკვირი არ არის, აქ მონასტრის ტერიტორიებზეა საუბარი, მაგრამ – როგორი ფორმით არის ჩართული? რატომ არიან ასე ერთ ტალღაზე ხელისუფლება და საპატრიარქო? რაღაც პერიოდის წინ „ქართულ ოცნებას“, მათ შორის ივანიშვილს, გახარიას ჰქონდათ უმძიმესი ურთიერთობა პატრიარქთანაც და საპატრიარქოსთანაც. ეს ყველაფერი უცებ შეიცვალა, მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტ შიოს გავლენა გაიზარდა. მოდი, პირდაპირ ხაზი გავუსვათ, საპატრიარქო დღეს არის მიტროპოლიტი შიო. პატრიარქმა ყველა ეპისკოპოსი გადაწყვეტილების მიღებას ჩამოაცილა და დატოვა მიტროპოლიტი შიო. პატრიარქთან და საპატრიარქოსთან დამძიმებული ურთიერთობა უცბად შეიცვალა ახლა და უცნაური გახდა ეს სინქრონი ხელისუფლებასთან. შეიძლება უფრო შორსაც წავიდეთ, ლაპარაკობენ, რომ თუკი ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება ახალი პატრიარქის არჩევა, შესაძლოა ახლა ვხედავთ, იმ ტიპის ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რომელიც მიტროპოლიტ შიოს გაპატრიარქებაში დაეხმარება. ეს კითხვა ჰიპოთეზის დონეზე მაინც ჩნდება.

– მეტიც, თეოლოგები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ მიტროპოლიტ შიოსთან ერთად, ნიადაგს ამზადებს, რომ მოხდეს პატრიარქის გადაყენება.

– პატრიარქის გადაყენების მცდელობები სულ არის, ბევრი მცდელობა ვნახეთ და ბევრად მეტია ის, რაც არ ვიცით. დროდადრო სინჯავენ ხოლმე პროცესს, ხომ არ არის ისე დაუძლურებული, რომ ვეღარ გაუწიოს წინააღმდეგობა. დღემდე, ჯერჯერობით, პატრიარქი წინააღმდეგობას უწევს.

თამო კეშელავა, ალია №37

თეგები: არჩილ გამზარდიაკარტოგრაფების საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved