• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს და რატომ არ მიმართა საქართველომ საერთაშორისო სამართალს? – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
19:19 10-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი, არჩილ გამზარდია:

– რამდენად სწორად მიგაჩნია წინასაარჩევნოდ ეწ. კარტოგრაფების საქმის დაწყება? მით უფრო, რომ ჩვენ გვითხრეს, რომ ამ რუკის არსებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 2015 წელს იცოდა, მაგრამ მერე თანამდებობიდან რომ წავიდა, პროცესი გაჩერდაო….

– თანამდებობიდან წასვლა არგუმენტი არ არის. ამ პროცესში ჩართულია სახელმწიფო და არა პერსონა. ღარიბაშვილი რომ წავიდა, მთელი რიგი პროცესები ხომ გადაამისამართა ახალ პრემიერთან, ხომ მოახდინა საკითხების დელეგირება?  ორი ვარიანტია, ან მისმა შემდგომმა პრემიერმა გააჩერა პროცესი, ან ღარიბაშვილმა არ გადასცა თემა.არ აქვს უფლება მაღალი თანამდებობის პირს, თავის წასვლასთან ერთად დახუროს სამუშაო პროცესი კონკრეტული საკითხების, მან ყველა ის თემა, რაზედაც მუშაობს, უნდა გადასცეს მის მემკვიდრეს.  თუ სახელმწიფო ამ საქმეზე მუშაობდა, ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ რომ არ უნდა შეჩერებულიყო – ფაქტია.

– პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილმა მხოლოდ ახლა, რამდენიმე თვით ადრე მიმართა პროკურატურას განცხადებით და მიაწოდა მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

– მაშინ გამოდის, რომ კონკრეტული მიზეზის გამო მოხდა ახლა ამ თემის წამოწევა, რისი განცდაც პრაქტიკულად მთელ საზოგადოებას გაუჩნდა. საქართველოს საზღვრების თემა, ბევრგან არის ჩვენთან პრობლემური და როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ამოიწევს კონკრეტული მოტივების გარეშე, ისე, რომ იქ არ გაქვს დევნილობა, შეიარაღებული შეჭრა და პროცესის რამდენიმე კვირით გადადება არ გაზარალებს – უკვე ეჭვებს ბადებს. თან, ეტყობა, რომ სახელმწიფოს არ აქვს გააზრებული მთელი რიგი თანხმლები მოვლენები – შიდაპოლიტიკურ დონეზე უკვე ვხედავთ, რომ ამ ყველაფერს სხვა ელფერი მიეცა. პირები, რომლებიც დაიჭირეს, არ ვიცით, არიან მართლები, თუ არ არიან მართლები – დანარჩენი შეგვიძლია ან შინაგანი რწმენით ვისაუბროთ, ან კიდევ მოტივირებულად ისაუბრონ ადამიანებმა, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ – არც ეს ფაქტია გათვალისწინებული. მეორე – საერთაშორისო სამართალი, პარტნიორი ორგანიზაციები და სახელმწიფოები უნდა ქმნიდნენ ძირითად მხარდამჭერ სივრცეს, პოლიტიკური დაცვის მექანიზმებს – ამ წუთისათვის ნულოვანი დამოკიდებულებაა გამოხატული. სახელმწიფო არ არის პოლიტიკურად შეიარაღებული, რომ ამ საქმის წარმოებისას, დაცულობა გააჩნდეს. აქაც გაუგებარია. მესამე – ჩვენი უახლესი ისტორიიდან, რაც ვიცი, სახელმწიფოს ღალატი და მსგავსი ტიპის მუხლები იყო პოლიტიკური იარაღი და არა ობიექტურობის აღმწერი (ფოტოგრაფების საქმე, მაგალითად) ჩვენ ვხედავდით, რომ ასეთი თემით როცა გამოდის სახელმწიფო, ისინი სინამდვილეში სხვა მიზნებს ემსახურება. ნაკლებად ხდება სახელმწიფოს ნამდვილი მოღალატეების დაკავება, პირიქით, სახელმწიფოს მოღალატეები ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობენ ლამის ყველა ხელისუფლებაში თავს. ამიტომაც, ზუსტად ის ფაქტიც, რომ სხვა მუხლებით კი არა, სწორედ, სახელმწიფოს ღალატის მუხლით წაუყენეს ბრალდება, ჩემთვის კიდევ ერთი ინდიკატორია იმისთვის, რომ ხელისუფლების მიმართ უნდობლობა გამიჩნდეს.  შეიძლება ადამიანმა დანაშაული ჩაიდინოს, მაგრამ უფლებამოსილების გადამეტება იყოს, ან სამსახურეობრივი გულგრილობა. სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პირები აკეთებენ მიწების გაყიდვაზე განცხადებებს, არათუ პროკურატურა – ესეც კიდევ ერთი კითხვის ნიშანი.

– მით უფრო, რომ იმასაც არავინ/ვერავინ გვეუბნება, ავთენტურია ეს რუკა, თუ არა.

– ეგ კიდევ ცალკე თემაა. ხომ უნდა დაჯდეს სამეცნიერო საზოგადოება? ხომ უნდა გამოიკვლიოს, იმსჯელოს? მერე ეს ხომ უნდა გაამყარო საერთაშორისო დონეზე, თორემ, ქვეყნის შიგნით, ფაქტია, ბევრ რამეზე შევთანხმდით. რა არის მართალი და რა არ არის, ჩვენთვის ეს უცნობია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ლოგიკა, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია და ვთქვათ, რამდენად დამაჯერებელია.

– ერთი წინადადების ლოგიკა შევაფასოთ კიდევ – მართალია, პროკურატურის განცხადებით, მას ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მიაწოდა ღარიბაშვილმა, მაგრამ წლებია, ამ რუკას ეძებს, თურმე და აი, სასწაულებრივად აღმოაჩინა, არადა, ეს რუკა იდო კომისიის კონკრეტული პირის, კონკრეტული კაბინეტის, კონკრეტულ მაგიდაზე.

– პირველი, როდესაც რაღაც რუკა შეიძლება არსებობდეს ერთადერთი – ჯერ ამ რუკის ფასია გასარკვევი. მეორე, ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს რუკა ატარებს თუ არა ჭეშმარიტ შინაარსს, ამაზე არავის არაფერი უთქვამს. შეიძლება ჩვენთვის ეს იყოს სასურველი და სასიამოვნო  ინფორმაცია. სასიამოვნო არ ნიშნავს მართალს. მესამე – თუ ადამიანი ჩადის შეგნებულ დანაშაულს და აქვს ერთდერთი წყარო, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს არის შეგნებული დანაშაული – რას უკეთებს ადამიანი ასეთ წყაროს? – ანადგურებს. მე ვერ ვხვდები, რატომ უნდა შეინახოს დოკუმენტი, რომელიც მას დაასამარებს? მიდის დანაშაულზე და წინ უდევს მისი მკვლელი დოკუმენტი? მომართულ ნაღმზე ადამიანი არ წვება დასაძინებლად.

– ჩვენ გვითხრეს, ეს შიდა საქმეა და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარიაო. სამშობლოს უღალატეს და გაყიდეს ტერიტორია, მაგრამ მყიდველი უდანაშაულოაო – როგორ წარმოგიდგენია ეს?

– ხელისუფლება ამ საკითხს უდგება როგორც ბიზნესგარიგების პრინციპს, ოღონდ პოლიტიკაში ასე არ ხდება. შეიძლება თაღლითმა ბინა გაყიდოს, მაგრა მყიდველი იყოს კეთილსინდისიერი – ამ შემთხვევაში, ქონებას კეთილსინდისიერ მყიდველს არავინ წაართმევს, მაგრამ დასჯიან თაღლითს – ეს არის ბიზნესის წესი. ახლა რას გვეუბნებიან, რომ ჩვენთან თუ თაღლითები არიან, მოვუვლით ჩვენ თაღლითებს, მაგრამ აზერბაიჯანს, როგორც „კეთილსინდისიერ მყიდველს“ არ ვედავებით? – როცა თემა ეხება სახელმწიფო საზღვრებს, იქ ასე არ არის. პასუხისმგებლობა მყიდველსაც ეკისრება და და გამყიდველსაც, სტანდარტული კერძო გარიგებისგან განსხვავებით. სახელმწფო ქონების, ტერიტორიების გაყიდვა, ეს ვერ იქნება ფარული პროცესი, მყიდველ სახელმწიფოსაც არა აქვს უფლება ფარულად აწარმოოს  ტერიტორიის ყიდვა. ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანი გამოდის ფარული გარიგების მონაწილე და მასზეც გადადის პასუხისმგებლობა – აქ სხვა ვარიანტი არ არსებობს, ეს არ არის ბინის ყიდვა-გაყიდვა. თუ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს,  რომ საქართველოში ვიღაცამ გაყიდა სახელმწიფოს ტერიტორია, მისი თანამზრახველია ის სახელმწიფოც, ვინც ფარულად ისე იძენს, რომ არც თავის ქვეყნის შიგნით ამბობს და არც სხვაგან – ამდენი წელი, თურმე გაყიდული ტერიტორიები არსებობს და არ იმჩნევენ? მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა არასოდეს აზერბაიჯანის მხრიდან. თანაც აზერბაიჯანში წლების მანძილზე ერთ ოჯახში ტრიალებს ძალაუფლება და ვერავის დააბრალებენ.

– თუ ეს იყო ფარული გარიგება, სახელმწიფოს ღალატი, თუ ვამბობთ, რომ მიწები გაიყიდა, უნდა მოვახდინოთ იმ ხელშეკრულების, დოკუმენტაციის ანულირება, ხო? თუ არსებობს ასეთი, ხოდა, როგორ ვაპირებთ ტერიტორიების დაბრუნებას და ძველი დოკუმენტაციის ანულირებას  საერთაშორისო სამართლის გარეშე?

– ვერანაირად ვერ მოახდენ საერთაშორისო სამართლის გარეშე, ანულირებას, სახელმწიფომ თუ ვერ დაამტკიცა, ერთი უბედურებაა და თუ დაამტკიცა, მეორე უბედურება. თუ ეს დაამტკიცა, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს  იმ ხელისუფლებას ვინც ეს გააკეთა და ასევე თანამზრახველ სახელმწიფოს, ვინც ამ თაღლითობაში მიიღო მონაწილეობა ყველანაირი საერთაშორისო ნორმების გვერდის ავლით. აქ უკვე საერთაშორისო სამართლის წესები მოქმედებს – ამ ლოგიკით, გამოდის, რომ დამნაშავე ხელისუფლებები არიან იქითაც და აქეთაც. თუ არ აპირებენ მიმართონ საერთაშორისო სამართალს, მაშინ გამოდის, რომ  ჩვენ ეს შიდა მოხმარებისთვის გვჭირდება – იმიჯისთვის, შევიწროებისთვის და ა. შ. მაშინ აქამდე ჩამოვდივართ.

თამო კეშელავა, ალია №37

თეგები: არჩილ გამზარდიაკარტოგრაფების საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved