• რეკლამა
  • კონტაქტი
14:11, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეტი “კომპრომატი” მამა კირიონზე ბუნებაში არ არსებობს”

ალია ავტორი - ალია
16:22 10-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
145

მაღაზია Chacha Corner-ის დამფუძნებელი, ვატო ბოცვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

არქიმანდრიტ კირიონს ვიცნობ სკოლის ასაკიდან და ვმეგობრობ მასთან. ის:

1. დაიბადა და გაიზარდა შუაგულ ვერაზე, ყაზბეგის ქუჩაზე. ბნელ 90 იან წლებში, როდესაც ჩვენი თაობის ბიჭები, ჩაიში ლიმონის ნაცვლად ლიმონკებს ყრიდნენ, ის დაემოწაფა უდიდეს წმინდანს, ბერ გაბრიელ ურგებაძეს და მისი უახლოესი და უსაყვარლესი მოწაფე გახდა. გაბრიელ ბერის გარდაცვალებიდან მალევე, მისივე კურთხევით წავიდა დავით გარეჯში სამოღვაწეოდ.

2. იმ დროინდელი დავით გარეჯის ლავრას ნუ წარმოიდგენთ ისეთს, როგორიც დღესაა. ეს იყო მიტოვებული გამოქვაბულების კრებული. ხოდა შევიდა ეს ჩვენი მამა კირიონი ერთ ერთ ღია გამოქვაბულში და იქ დაიწყო ცხოვრება და მოღვაწეობა. ზამთარში, როცა მეცხვარე ძაღლებსაც უჭირდათ იქ გაძლება, მამაოს ერთი წუთით არ დაუტოვებია მონასტერი.

3. მის კელიას ღამის გასათევად ხშირად სტუმრობდნენ გიურზები, სხვა არსებებზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ მამაომ შიში რა არის, არ იცის საერთოდ.(ტყუილად უბრიალებთ თვალებს სხვადასხვა ტელევიზიებიდან)

4. მისი ჩართულობით გამშვენდა გარეჯი. თვითონ აბსოლიტურად უქონელი ბერია.

5. ხოდა რა მინდოდა მეთქვა, რამდენიც არ უნდა ქექოთ მისი წარსული და აწმყო ცხოვრება, მაქსიმუმ იმას აღმოაჩენთ, რომ თავისი სვანურ ვაჟკაცური შეუპოვრობისა და მამაცობის გამო, სკოლის დროს ერთ ძალიან ორიგინალურ ზედმეტსახელს ვეძახდით მეგობრები. მეტი “კომპრომატი” მამა კირიონზე ბუნებაში არ არსებობს

P.S. ერთს დავამატებდი. ნათელია რომ გარკვეული ძალები ამ პროცესებს წინასაარჩევნო პროპაგანდად იყენებენ, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს პატიოსანი არქიმანდრიტისთვის ტალახის სროლის საფუძველი. მამა კირიონი ამ საკითხის გადასაწყვეტად უკვე მრავალი წელია იბრძვის, და არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს ბრძოლას!”

თეგები: გარეჯის საქმემამა კირიონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved