• რეკლამა
  • კონტაქტი
07:26, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანდრია ჯაღმაიძემ და მისმა ნათესავმა ადამიანი დაჭრეს – გიორგი ტიგინაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:15 02-01-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის თქმით, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ და მისმა ნათესავმა ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ ტიგინაშვილმა 2020news-თან განაცხადა.

ტიგინაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა 90-იანი წლების მიწურულს ერთ-ერთი პიროვნება (არ ასახელებს ვის) მძიმედ დაჭრეს, რის შემდეგ მამა ანდრია ჯაღმაიძემ საქართველო დატოვა და თავი რუსეთს შეაფარა.

ამასთან, ტიგინაშვილი სააგენტოსთან აცხადებს, რომ მამა ანდრიასა და მის მშობლებს  რუსეთის მოქლაქეობა დღემდე შენარჩუნებული აქვთ, რასაც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი არ ადასტურებს.

“გავრცელებული ინფორმაციით, 90-იანი წლების მიწურულს ანდრია ჯაღმაიძემ და მისმა ნათესავმა ერთ-ერთ პირს (არ ასახელებს ვის) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაჭრეს. საუბარია სასიკვდილო დაჭრაზე, თუმცა აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა თუ არა გარდაცვალება, ჩემთვის უცნობია, ეს გამოძიების სფეროა.

ამ ფაქტის შემდეგ, ჯაღმაიძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ის დღემდე რუსეთის მოქალაქეა და უნდა აღინიშნოს, რომ მისი მშობლებიც ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობენ, რასაც ჯაღმაიძე, რა თქმა უნდა, არ დაადასტურებს. მან კარგად იცის, რომ მასსა და საპატრიარქოს მუდმივად რუსულ აგენტურასთან აკავშირებენ“,- განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.

როგორც ტიგინაშვილი აცხადებს, დაზარალებული პიროვნების ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. მისი თქმით, შესაძლოა, აღნიშნულ საქმეზე არაობიექტური შედეგის დადგომას მამა ანდრია ჯაღმაიძის სამართალდამცველი ძმა უწყობდა ხელს.  

“დაზარალებული პირის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი, რომ ანდრია ჯაღმაიძის ძმა პოლიციის თანამშრომელია. შესაძლოა, ის 90-იან წლებშიც ამ პოზიციაზე იყო. სავარაუდოდ, მისი ძმა ჯაღმაიძის ქვეყნიდან გასვლასა და მის უსაფრთხოდ ყოფნას ხელს უწყობდა. თბილისში მოარულად საუბრობენ, რომ მისი ძმა პოლიციის აგენტია, რომელიც არ არის დეკლარირებულად გაფორმებული. ის არის ნარკომომხმარებელი, ბაგების დასახლებაში მისი რეპუტაცია ცნობილია, როგორც მთავარი ჩამშვები და ადამიანების დამკავებელი “ნასედკა“,- განაცხადა გიორგი ტიგინაშილმა.

კითხვაზე, რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, ვინ მფარველობდა მამა ანდრია ჯაღმაიძეს და რატომ აკურთხეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირად? ტიგინაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს რუსეთი მართავს  და მამა ანდრიას სწორედ, ამ ქვეყნის დამსახურებით აქვს  მაღალი თანამდებობა დაკავებული.

ამასთან, როგორც ტიგინაშვილი სააგენტოსთან აღნიშნავს, მამა ანდრია ბიზნესმენ ლევან ვასაძისა და ალექსანდრე დუგინის ახლო მეგობარია, რომლებიც კრემლის პოლიტიკის გამტარებლები არიან.

“ანდრია ჯაღმაიძის კავშირები ძალიან საეჭვოა ლევან ვასაძესთან, რომელიც დეკლარირებულად რუსოფილია. ჯაღმაიძე, ასევე, ახლო მეგობარია დუგინის, ეს უკანასკნელი კი კრემლის პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი იდეოლოგი გახლავთ.

შესაბამიად, ამ ადამიანებმა ერთმანეთი როგორ მონახეს, ერთმანეთს რა ნიშნით დაუკავშირდნენ და ბიზესმენმა ვასაძემ ჯაღმაიძე რის საფუძველზე გადაიყვანა კიკეთში ტაძრის წინამძღვრად?! – ეს კითხვები, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური და ლოგიკურია.

მას შემდეგ, რაც 2017 წლის პირველ ნოემბერს რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა, სამი კვირის თავზე კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრედ რუსოფილი შიო მუჯირი დაასახელა და ასისტენტად ანდრია ჯაღმაიძე დაუნიშნა. რა თქმა უნდა, შეუარაღებელი თვალითაც ძალიან თვალნათელია თუ რასთან გვაქვს საქმე.

ანდრია ჯაღმაიძე საკუთარი წარსულის და მდგომარეობის მძევალია. ის თავისუფალი ადამიანი ნამდვილად არ არის“,- განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.

თეოლოგის მძიმე ბრალდებებს მამა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ გიორგი ტიგინაშვილის ინფორმაციები “ტყუილია“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved