• რეკლამა
  • კონტაქტი
19:38, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წინდა გავხადე 8 თვის შვილს და გულის ჯიბეში ჩავიდე… სახლში გამოგლოვილი ვყავდით…”

ალია ავტორი - ალია
02:28 10-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა, სოციალურ ქსელში, წერს:

“მგონი, ბევრჯერ მაქვს მოყოლილი – რუსეთ-საქართველოს ომის ახაზეთის მონაკვეთში 21 წლისა გავიპარე და მოხალისედ ვიბრძოდი. ტამიშში დესანტის გადმოსხმას ემთხვევა ეგ ამბავი.

უფროსი ვაჟი, ბექა, 8 თვის იყო, წინდა გავხადა მძინარეს და გულის ჯიბეში ჩავიდე.

27 სექტემბერს დავტოვე სოხუმი, ის ჯოჯოხეთის გზა გამოვიარე. ვერ გამოვივლიდი, სადმე მივწვებოდი დაღლილი და დამეძინებოდა, შესაბამისად, ალპურ ზონაში გავიყინებოდი კიდეც, რომ არა ჩემი სვანი მუხბე და ძმადნაფიცი, ლევან წერედიანი, რომელმაც დამშეული, მისავათებული, თითქმის ორი კილომეტრი მატარა ზურგით, მერე საიდანღაც თხის ხორცი და ნახარშინ წვენი გამიჩითა.

სად იყო მობილურები, სახლში გამოგლოვილი ვყავდით. საკენთან რომ მივედით და მერე ჭუბერთან, ლევანს დავემშვიდობე, ის ლატალისკენ წავიდა, მე – ჯვარისკენ, მერე ზუგდიდში ჩავედი.

5 ოქტომბერი იყო, როცა მშობლიურ ქუჩაში გამოვჩნდი. მერე მეზობლები მეუბნებოდნენ, მამაშენი ტელევიზორს რომ უყურებდა, წითელ ზღვას, ცხედრებს რომ რიყავდა, არაფერს ამბობდა, ტუჩეებს იკვნეტდა და თეთრდებოდაო. მოხუცი სანტოსივით.

როცა ჭიშკარი შევაღე, მამა ჩემგან ზურგით იდგა, ეზოში საქმიანოდა რაღაცას. არ იყო დიდი მეფერიე, მაგრამ ჭიშკრის ხმაზე რომ მოტრიალდა და და დამინახა, მისი სახე არ დამავიწყდება.

დღემდე ეს სახე ამოხტება ხოლმე, როცა მამას ვიხსენებ.

არ ვიცი, რამ გაახსენა, რას დაუკავშირა – წამოიძახა:

“მაგრამ ღმერთი არ გაწირავს, კაცსა, შენგან განაწირსა!”. მოვიდა, გულში ჩამიკრა და თავზე მაკოცა.

მერე მთელი დღე “ლექსი ვეფხისა და მოყმისა” როა, მოყმის დედის პერიფრაზს ღიღინებდა: “ერთი შვილ მაინც გავზარდე, რუსებთან მეომარია, ჰეეე!”

ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა: რუსეთუმეებო, მოგი@@ანთ რუსეთი და დედისტრაკი.

დედისტრაკი ერთად, აუცილებლად.

ბრიფინგი დასრულებულია.

“ნაძეჟდას” ფტპ-ზე არ აუტვირთოთ, მაინც არ გაუშვებენ

P.S. ბექას წინდა უკან ჩამომყვა, ჰო.”

თეგები: ლაშა ბერულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved