• რეკლამა
  • კონტაქტი
01:46, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დააშეარეთ! გავაგებინოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რომ ეს ორი პატრიოტი ბოღმა პოლიტიკოსების სიბოროტის და უვიცობის გამო სხედან ციხეში!“ – სერგი კაპანაძე

ალია ავტორი - ალია
16:20 10-11-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დავითგარეჯის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საქმე “სიბნელის”, არაპროფესიონალიზმისა და პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის შიშის დაპირისპირებაა პატრიოტ, მშრომელ და ჭკვიან ხალხთან.

“საზღვრის დადგენისას ძალიან მნიშვნელოვანია საწყისი წერტილის შეთანხმება, ანუ, ორ ქვეყანას შორის რომელი წლის შეთანხმებიდან იწყებ მოლაპარაკებებს და რას იღებ ჩარჩოდ.

ამ ე.წ. ახალი 200.000-იანი რუკის გამოყენებით, თურმე უნდა მოგვერღვია 1938 წლის შეთანხმება, როგორც საზღვრის დადგენის საწყისი წერტილი, რაზეც 1996 წელს შევთანხმდით აზერბაიჯანთან. ჰო, მართლა, აზერბაიჯანსაც უნდა ამ საწყისი წერტილის მორღვევა. თუ რატომ, თავად მიხვდებით.

აზერბაიჯანთან იყო 1920 წლის, 1938 წლის, 1945 წლის (ნახევრად) და 1991 წლის (საკოლმეურნეო რუკები) შეთანხმებები.

1920 წლის – მისი გამოყენება შეუძლებელია ამხანაგი სტალინის დამსახურების გამო, რომელმაც 1922-ში საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩვენი ტერიტორიები გადასცა აზერბაიჯანს. ისე კი გვაწყობს, მაგრამ არარეალისტურია. ამაზე ორივე ქვეყანა ვთანხმდებით და სადავო, სამწუხაროდ არაა. ვინც გაბრაზდებით – დიდი ქართველი ამხანაგი სტალინი გაიხსენეთ სხვადასხვა ბრუნვაში.

1927-29 წლებში არის პრეზიდიუმის ოქმები, რომლებიც ასევე არ გვაწყობს. ამის გამოყენებას ბაქო ცდილობდა და ჩვენები წარმატებით ბლოკავდნენ. თუ 1938 წელზე ძველი რუკების გამოყენებას დავიწყებთ, ესე იგი, ამ ოქმებს გავაცოცხლებთ.

1938 წლის შეთანხმება – საჩვენოდ კარგია, გარდა დავითგარეჯის მცირე მონაკვეთისა.

1945 წლის – საჩვენოდ ცუდია. ოღონდ ამ შეთანხმებაზე საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებას აქვს ხელი მოწერილი, ხოლო აზერბაიჯანისას – არა. ამიტომ, ამ შეთანხმებას არ ვიყენებთ. ბაქოს ამის გამოყენებაც ძალიან უნდა.

1991 – ასევე ცუდია ჩვენთვის. თან საკოლმეურნეო და ადმინისტრაციული რუკები საზღვრის დადგენისას არ გამოიყენება.

ამ ვითარებაში 1996 წელს კომისიის ოქმით შეთანხმდნენ, რომ 1938 წლის შეთანხმებას და რუკას გამოიყენებდნენ. შეთანხმდნენ ჩვენი კომისიის წევრების ბრძოლის და დამსახურების შედეგად.

ამ შეთანხმებას მიყვებოდა ივერიც და კომისიაც. ყველაფერი რაც ოქმებით შუალედურად შეთანხმებულია, ამ 1938 წლის რუკით გავლებულ საზღვარს მიყვება.

ანუ, თურმე ივერის და ნატალიას უნდა (ა) მოერღვიათ 1938-ის საწყისი წერტილი, (ბ) გამოეყენებინათ 1938-მდე გამოცემული რუკა და გაეხსნათ პანდორას ყუთი აზერბაიჯანის სასარგებლოდ და (გ) ეჭვქვეშ დაეყენებინათ აქამდე შუალედურად შეთანხმებული მონაკვეთები.

და ეს უნდა გაეკეთებინათ იმიტომ, რომ ასე ფიქრობს ტლუ ღარიბაშვილი და მასზე კიდევ უფრო ტლუ რამდენიმე ვაი-პატრიოტი, რომელიც ამ დეტალებში ვერ ერკვევა და ასჯერაც რომ მოუყვე, ან წაიკითხოს, რაც მე ახლა დავწერე, მაინც ვერ გაიგებს.

რასაც ახლა ედავება პროკურატურა არის ენით აღუწერელი აბსურდი. ცალკე აღებული რომელიმე რუკით არ ხდება საზღვრის მონაკვეთებზე შეთანხმება, თქვე ტლუებო! ჯერ საწყის ათვლის წერტილ შეთანხმებას იღებ და იმით ადგენ ჩარჩოს და მერე იყენებ სხვა მასალებს! ესენი ამბობენ, უბრალოდ რუკა აგეღოთო.

აი, ეს საქმეა სიბნელის, არაპროფესიონალიზმის და პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის შიშის დაპირისპირება პატრიოტ, მშრომელ და ჭკვიან ადამიანებთან.

ავირჩიოთ მხარე. ამაზე ნათელი კონტრასტი ძნელად წარმოსადგენია.

დააშეარეთ! გავაგებინოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რომ ეს ორი პატრიოტი ბოღმა პოლიტიკოსების სიბოროტის და უვიცობის გამო სხედან ციხეში!“ – წერს სერგი კაპანაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved