• რეკლამა
  • კონტაქტი
22:52, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილოჩავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ალია ავტორი - ალია
18:04 10-10-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

უსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მოძრაობა სირცხვილიას წევრები დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერ აქციას მართავენ და ითხოვენ, შეწყდეს კარტოგრაფების საქმე. https://www.facebook.com/v3.0/plugins/quote.php?app_id=2951573271566204&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Df1c74fd337ec434%26domain%3Dformulanews.ge%26origin%3Dhttps%253A%252F%252Fformulanews.ge%252Ff140e37bde962%26relation%3Dparent.parent&container_width=1349&href=https%3A%2F%2Fformulanews.ge%2FNews%2F37866&locale=ka_GE&sdk=joey

აქციის ორგანიზატორები კარტოგრაფებს პოლიტპატიმრებს უწოდებენ დათქმით,ისინი მმართველმა გუნდმა დააკავა, რათა თავის პოლიტიკური მიზნებს მიაღწიოს. 

მოძრაობის კიდევ ერთი წევრი ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან. მისი თქმით, მსგავსი ქმედებებით ქართული ოცნება ქვეყნის ინტერესებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

“ამ აქციის მთავარი მიზანი არის ის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ, რეალურად ბიძინა ივანიშვილის პოლიტპატიმრებს. პოლიტპატიმრების სია ქვეყანაში გაიზარდა, ახლა გიორგი რურუასთან ერთად პოლიტიკური პატიმრები არიან ქალბატონი ნატალია და ბატონი ივერი.

ყველაზე სახიფათო ამაში არის ის, რომ ქართული ოცნება რეალურად ქვეყნის ინტერესებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისრები გადაიტანონ რუსეთიდან. რომ ჩვენ რუსეთს აღარ დავუძახოთ ოკუპანტი, რომ ჩვენ აზერბაიჯანი გვეგონოს, თურქეთთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მიწების მიმტაცებელი. ეს არის ქართული ოცნების ფარსი, რომელიც 31 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება”,-ამბობს რუხაძე.

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 აგვისტოს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”. 

თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved