• რეკლამა
  • კონტაქტი
20:53, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“-შე ბიძინას მონაო, – არა, ბიჭოს, მიშას დაელოდე, მოგხედავსო” – რა მოხდა ავტობუსში

ალია ავტორი - ალია
18:38 10-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

ჟურნალისტი, თაკო მათეშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

“-მაიტა ერთი, უფროსო, ბილეთი ამიღეო – ბარათი გაუწოდა შუახნის კაცმა კონტროლიორს. ამან – ჩემ გვერდით დგახარ და სალაროც აგერაა, დაადე და აიღეო. იმან – შენ რო ამიღო, არ გეკადრებაო? ამან – ეგ რა შუაშიაო, სალაროსაც წვდები და ხალხიც არ გიშლის ხელს, ხოდა მოდი და აიღეო. შენ რაღას მიკეთებ აქ რო დამდგარხარ იმასავითო. ეგო, ჩემი მოვალეობა არ არისო და იმასავით შენ თვითონა დგახარო. შენ ეხლა ცოტა “ასტაროჟნად” იყავიო. შენ თვითონ მოიქეცი “სპაკოინად” და არავინ არაფერს გეტყვისო. შენაო, ავტობუსით რაკი ვმგზავრობ, ქაჯი ხო არა გგონივარო, კარგად გაიკითხე ვინა ვარო. აი ჩემ ფეხებს, ვინც არ უნდა იყოო.

-რას ქვია ქაჯიო, ვინც ავტობუსით ვმგზავრობთ, ქაჯები ვართო? – გამოენთო ნიკაპზე პირბადეჩამოწეული ქალი. შენ პირბადე აიწიე, ქალბატონო, ის გირჩევნიაო -კონტროლიორმა. შენი საქმე არ არის, მე რას ავიწევ და რას ჩავიწევო-პირბადეჩამოწეულმა. ქალო, სიტყვებს დაუკვირდიო – მუჯლუგუნი გაჰკრა გვერდით მჯდომმა ქმარმა. ქალი დაუკვირდა.

– დაწყნარდით, რა ყაყანი ატეხეთ ამ დილაუთენიაო – უკანა რიგებიდან გამოსძახათ კაცმა. შენ შენნაირები დააწყნარეო – წინა რიგებიდან შეეხმიანნენ. რა ამბავია ხალხო, სამსახურებში მივდივართ და დილიდან ნუ მოვიშლით ნერვებსო – უკანა რიგებმა. სამსახურში თორე ახლა მთავრობის სხდომას უშენოდ არ იწყებენო – წინა რიგებმა. ჯერ იკითხე ვის ელაპარაკები და მერე “იბლატავეო” – უკანამ. ზედვე გეტყობა რაცა ხარ, შე ბიძინას მონაო – წინამ. ვინ არის ბიძინას მონა, შე გარეწარო კაცოო, არა ბიჭოს მიშას დაელოდე, ჩამოვა და მოგხედავსო – უკანა რიგებმა. ერთი სტალინი წამოახედაო – შუა რიგებმა.

-რა გაჩხუბებთ ხალხო, ქართველები არა ვართო? – ჩემ მარცხნივ მჯდომი კაცი ჩაერთო. ვინც ქართველი არა ვართ, იმას რა დაგვიწუნეო – ჩემ მარჯვნივ მჯდომი გაეპასუხა. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო – მარცხენამ. რას მეშაირები, შენზე ნაკლები ანდაზები კი არ ვიციო – მარჯვენამ. შეაყარე კედელს ცერცვიო – მარცხენამ. ახტა კოჭი, დახტა კოჭი, თუ ეგრეაო – მარჯვენამ.

-ეხლა სუყველა გაჩუმდით, თორე გავაჩერებ ავტობუსსო – მძღოლს ამოასხა. გააჩერებ რა, ბაბუაშენისგან კი არ დაგრჩენია, მიტრიალდი და რულს ხელი მოკიდე, თუ ძმა ხარო. მიტრიალდა და მოკიდა. სკოლისჩანთამოკიდებულ გოგოს სიცილი აუტყდა, დედამისმა – ხმა გაკმინდეო და იმანაც გაკმინდა.

-ზაური, ახმეტელის მეტროსთან ვარ ახლა და 15 წუთში ფილარმონიასთან ვიქნებიო – ქალმა ჩასძახა ტელეფონს. ფილარმონიასთან კი არა, 15 წუთში ისევ ახმეტელის მეტროსთან იქნებიო – კონტროლიორმა ჩაიქირქილა. შენ გირჩევნია ბილეთებს მიხედოო – ქალმა. ბილეთების აღება თქვენი მოვალეობაა და არა ჩემიო – კონტროლიორმა და დაიწყო ისევ თავიდან.

მე არ ჩავრეულვარ. მდუღარეყავაგადასხმული ხელი მეწვოდა და ჩემი გამჭირვებოდა.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved