• რეკლამა
  • კონტაქტი
17:28, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქვეყნის გათავისუფლებას საჩხერიდან ვიწყებთ” – რატომ თქვა უარი ანი მიროტაძემ გამსვლელ სიაზე?

ალია ავტორი - ალია
13:17 10-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

საქართველოს გათავისუფლება საჩხერიდან დაიწყება – აცხადებს   პოლიტიკოსი და უფლებადამცველი ანი მიროტაძე, რომელიც ყველაზე რთულ საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და თავმჯდომარის,  მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ მხარეში იყრის კენჭს.  

პოლიტიკური მოძრაობის – „ლელო საქართველოსათვის“  საჩხერე- ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მძიმე საარჩევნო ბრძოლაში ყოველგვარი გადაზღვევისა და გარანტიის გარეშე შედის და აცხადებს, რომ მისთვის მთავარი ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების  გათავისუფლებაა და არა – პარლამენტში შესვლა.

რატომ წავიდა ყველაზე რთულ საარჩევნო ოლქში საბრძოლველად და რატომ თქვა „ლელოს“ გამსვლელ სიაში მოხვედრაზე უარი ყოფილმა დეპუტატმა და ჟურნალისტმა, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ანი მიროტაძე:  „ლელოს“ სიაში სიმბოლურად 120-ე ვყოფილიყავი, ეს არის ჩემი არჩევანი და პრინციპული მოთხოვნა. ეს არის განაცხადი, რომ მე საქართველოს პარლამენტში შევალ მხოლოდ, როგორც საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი და არა – სიით გასული დეპუტატი.  „ლელოს“ სიაში  სიმბოლურად 120-ე, ბოლო ადგილზე ვარ და ამით მე  კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა საჩხერლებს, ჭიათურელებსა და ხარაგაულელებს, მხოლოდ მათი გადაწყვეტილებით, მათი არჩევანით,   აქტიურობითა და თანადგომით ვაპირებ შევიდე პარლამენტში. ამ ბრძოლაში კი, თითოეული მათგანის ხმა არის გადამწყვეტი. ეს არის მოტივაცია ჩემთვისაც და თითოეული ჩემი მხადამჭერებისათვისაც.

– თქვენი  ოლქი  ბევრი  მიზეზის  გამო,  გამორჩეულია თავისი  სირთულეებით, რისი იმედი გაქვთ?

– მე თავიდანვე ვთქვი, რომ წავედი ყველაზე რთულ ოლქში. ეს ოლქი არის ბიძინა ივანიშვილის „წინა და უკანა ეზო“. საქართველოში ასეთი სირთულის არც ერთი ოლქი მეგულება. ცხადია, რომ საჩხერეში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ არანაკლები სირთულისაა ჭიათურა, თავისი „ჯორჯიან მანგანეზითა“ და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ბიზნესინტერესებით.  

ორივე რაიონში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უმძიმეს დღეში ამყოფებენ ადამიანებს. ევაჭრებიან დასაქმების ადგილებით და რაც ყველაზე ამაზრზენია, ევაჭრებიან იმ 60 და 30 ლარით, რომელიც არის სოციალური დახმარება, ამ ადამიანებისათვის კი ეს თანხა ხშირად პურის ფულია. ეს ხდება 21-ე საუკენეში, საქართველოს „საოცნებო“ საჩხერეში, დანარჩენი საქართველოს მოდელად რომ გვისახავენ.  

სწორედ საჩხერიდან უნდა დაიწყოს გათავისუფლება ამ ადამიანების, რომლებიც  დღეს ღიად  ვერ  ლაპარაკობენ თავიანთ გაჭირვებაზე,  იმიტომ, რომ არ იციან, ვინმე უშველით თუ არა. 

ამ ხალხის გათავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიაში ყოფნა, ანდაც გამსვლელი სიით პარლამენტში შესვლა. მე უკვე ვიყავი პარლამენტის წევრი და ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს ბრძოლა პარლამენტშიც და რამდენად არის შესაძლებელი ბრძოლა პარლამენტს გარეთაც.

მე თუ  ვიქნები პარლამენტში და მაქვს ამის იმედი, რომ ხალხი დამიჭერს მხარს, ეს იქნება ბრძოლა საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის გათავისუფლებისათვის. ამდენად,  კითხვა – თუ რატომ არ ვარ სიით გადაზღვეული,  ჩემთვის არის ძალიან უხერხული და იმედი მაქვს, სხვა დროს აღარ დამისვამენ ამ კითხვას.

– უკვე ორი ცნობილი ჟურნალისტი ხართ,  ვინც მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისათვის იბრძვით და უარს აცხადებთ სიით გადაზღვევაზე.  ანალოგიური განცხადება გააკეთა ნანუკა ჟორჟოლიანმაც… 

– მივესალმები ნანუკას გადაწყვეტილებას, რომ აპირებს ბრძოლას ბოლომდე. ეს, რა თქმა უნდა, არის „მეოთხე ხელისუფლების“ წარმომადგენლების განაცხადი და ბრძოლისუნარიანობა.

ეს არის გზავნილი ბიძინა ივანიშვილისათვის – ასეთები ვართ ჟურნალისტები, თუ ვიწყებთ ბრძოლას, ვიბრძვით ბოლომდე. ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ამ ქვეყნისთვის და არა – ჩვენთვის, ან  მანდატისთვის. ახლა არის გარდამტეხი ბრძოლა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ბორბალი სწორად დატრიალდეს. იმედი მაქვს, შევძლებ ამ ადამიანების დარწმუნებას, რომ გამომყვნენ ამ ურთულეს ბრძოლაში და შეასრულონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი.  

მე წავედი ჩემს მხარეში, იქ, სადაც ცხოვრობენ ჩემი უახლოესი ადამიანები. იქ ბევრი ნათესავი მყავს, რომლებიც არასდროს მიმიტოვებია და მინდა ქვეყნის გათავისუფლება დავიწყო  ჩემი მშობლიური მხარიდან, ჩემი სახლიდან. საქართველოს გათავისუფლება დაიწყება

2020NEWS.GE

თეგები: ანი მიროტაძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved