• რეკლამა
  • კონტაქტი
16:47, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველას მოვუწოდებ, შიდა გამოძიება, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ” – კახაბერ კუჭავა

ალია ავტორი - ალია
18:02 10-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„გამოძიების შედეგად აღმოჩენილია რუკები, რომელიც ზუსტად იმ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის ზუსტი საზღვარი უნდა განსაზღვროს. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ამ რუკით უნდა ეხელმძღვანელა ყველას და ეს რუკა ცალსახად არის საქართველოს სასარგებლოდ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გამოძიების შედეგად აღმოჩენილ რუკებზე საუბრისას.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევდნენ და ის რუკა, რომელიც ადასტურებდა, რომ კომპლექსი საქართველოს ტერიტორიას განეკუთვნება, ოთახში იყო შენახული.

„ჩვენ ვსაუბრობთ წლების განმავლობაში მიმდინარე კომისიის მუშაობაზე, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვარი უნდა დაადგინოს და კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს თუ აზერბაიჯანის ტერიტორიას მიეკუთვნება. გამოძიების შედეგად აღმოჩენილია რუკები, რომელიც ზუსტად იმ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის ზუსტი საზღვარი უნდა განსაზღვროს. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ამ რუკით უნდა ეხელმძღვანელა ყველას და ეს რუკა ცალსახად არის საქართველოს სასარგებლოდ. ფაქტია, რომ ამ რუკის მიხედვით ეს ტერიტორია ეკუთვნის საქართველოს. აღმოჩნდა, რომ ეს რუკა ინახებოდა ოთახში და კომისიის წევრები ამით არ სარგებლობდნენ. ეს დოკუმენტაცია ასევე გადაეცა აზერბაიჯანის მხარეს, რომელმაც ასევე უნდა შეისწავლოს ეს, რაც შემდგომ საფუძვლად დაედება დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესს, რომელიც ამ რუკის შესაბამისად, ნამდვილად საქართველოს სასარგებლოდ იქნება გადაწყვეტილი.

მარტივი კითხვა მაქვს – როდესაც საუბარია ქართული მიწის დაცვაზე და კონკრეტული ფაქტები და რუკები აღმოჩნდა, რომელიც საშუალებას გაძლევს შენს სასარგებლოდ გადაწყდეს ესა თუ ის დავა, ის რომ წინასაარჩევნო პერიოდია ამიტომ არ უნდა გამოვიტანოთ? ვსაუბრობთ საქართველოს ტერიტორიებზე, ჩვენ მიწა-წყალზე და უმნიშვნელოვანეს კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენი ერისთვის ძალიან დიდი სიწმინდის მატარებელია. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები განცხადებებსაც კი აკეთებდნენ, რომ გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და რა ვქნათ?! და ის რუკა, რომელიც ზუსტად ადასტურებდა, რომ ჩვენია ეს ტერიტორია, იმალებოდა ოთახში. ნებისმიერ ქართველს, ვინც ეროვნული ინტერესებიდან გამოდის როგორ შეიძლება მას არ ადარდებდეს ეს საკითხი? როგორ შეიძლება ის არ ფიქრობდეს, რომ როგორ არ იქნა გამოყენებული რუკა, რომელიც თურმე ოთახში იდო. ჩვენ აზერბაიჯანის მხარეს გადავეცით ინფორმაცია და ეს არის სამუშაო პროცესი, რომელიც გაგრძელდება. სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის მხრიდან იმის მოსმენა, რომ ისინი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ და ჩვენ მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრობას ამით არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ როდესაც შიგნიდან ცდილობენ ამით სპეკულირებას, ეს უკვე ანტისახელმწიფოებრივია და ყველას მოვუწოდებ, შიდა გამოძიება, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

თეგები: კახაბერ კუჭავაქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved