• რეკლამა
  • კონტაქტი
18:20, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოვუწოდებ კალაძესა და მის ზონდერ ბრიგადებს, არ გაბედოთ დაჯარიმება, ჩვენი მხარდამჭერების ცემა, დაკავება, ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ ხალხმრავალ პროტესტს” – სერგო ჩიხლაძე

ალია ავტორი - ალია
14:55 10-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით,  პოლიტიკური მოძრაობა და მათი მხარდამჭერები განაგრძობენ საბანკო სესხების განახევრებასთან და პენსიონრებისთვის საბანკო სესხზე პროცენტის ჩამოწერასთან დაკავშირებით ხელმოწრების შეგროვებას. ჩიხლაძის თქმით, დედაქალაქის მერისა და მისი ზონდერ ბრიგადების  მხრიდან ძალადობის განმეორების შემთხვევაში  „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ და მათი მხარდამჭერებისგან მიიღებენ ხალხმრავალ პროტესტს მერიასთან, ამასთან სერგო ჩიხლაძე კალაძეს ურჩევს დადგეს მოქალაქეების სამსახურში და შეეშვას ახალგაზრდები ცემა-ტყეპასა და ცალკეული საბანკო თუ სამშენებლო ბიზნესის ლობირებას.


“სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი და ჩვენი ახალგაზრდები ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას საბანკო სესხების განახევრებასთან და პენსიონრებისთვის საბანკო სესხზე პროცენტის ჩამოწერასთან დაკავშირებით . უკვე შეგროვებულია 80 000 ხელმოწერა და მერიის მხრიდან, პირადად ბატონი კალაძის მხრიდან ხელის შეშლისა და ძალადობის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ხალხისთვის სამსახურს. მაგრამ  თუ კვლავ გაგრძელდება დაჯარიმებები, ხელის შეშლა, ძალადობა ბატონი კალაძის მხრიდან ჩვენ ვპირდებით მას ძალიან მკაცრს პასუხს , ის მიიღებს ძალიან დიდ პროტესტს თავის ოფისთან, მერიასთან, როგორც ეს იყო ორი დღის წინ.  მივმართავ პირადად ბატონ მერს, შეეშვას ცალკეული ბანკების, ცალკეული თავისი ბიზნესების, მათ შორის სამშენებლო ბიზნესების ლობირებას, მფარველობას და დადგეს საკუთარი მოქალაქეების სამსახურში . თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვეულებრივ კითხვარებს ვავსებთ, ნებისმიერი ადამიანი რომ გავიდეს და კითხვარი შეავსოს ქუჩაში გნებავთ პოლიტიკური, აპოლიტიკური მას დააჯარიმებენ? მას თავპირს დაამტვრევენ? ახოხიალებენ ასფალტზე? არა, მაგრამ როგორც კი საქმე შეეხო საბანკო სესხებს, სესხებზე მაღალი პროცენტების ჩამოწერას, იქ მაშინვე გამძვინვარდა კალაძის ზონდერ ბრიგადები,  გავეშებული მოვარდა მერიის სამსახური და ჩვენს ახალგაზრდა მხარდამჭერებს თავპირი დაალეწეს, რატომ? იმიტომ რომ, ეს ეხება უშუალოდ მათ ინტერესებს, ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების ფინანსურ ინტერესებს, ბატონ კალაძის ინტერესებს და სხვა მაღალჩინოსნების ინტერესებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, არ გაბედოთ არც დაჯარიმება, არც ჩვენი მხარდამჭერების ცემა, დაკავება, ძალადობა წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ ძალიან მკაცრ და ხალხმრავალ პროტესტს თქვენს ოფისთან, მერიასთან,” – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ 

თეგები: სერგო ჩიხლაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved