• რეკლამა
  • კონტაქტი
07:14, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუკა, რომლითაც უნდა დადგენილიყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრი, იყო დამალული და ის გამოძიებამ იპოვა” – დავით მათიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:38 10-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსისა და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას, განაცხადა:

“დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დააანონსა ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომლიდანაც გამომდინარეობს რამდენიმე ძირითადი მნიშვნელოვანი მომენტი. ერთი არის ის, რომ 1996 წელს საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებები შეთანხმდნენ, რომ საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაცია უნდა განხორციელებულიყო 1938 წელს შედგენილი რუკის შესაბამისად.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ ის, რომ 2006 – 2007 წლებში ეს პროცესი წარიმართა აბსოლუტურად სხვა რუკით. არსებობდა 1938 წლის რუკის ასლი, მაგრამ არავინ დაეყრდნო ამ ასლს და არავინ დაელოდა ორიგინალის მოძებნას.

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ ამ რუკის ორიგინალი იქნა ნაპოვნი და ის იყო დამალული კონკრეტული პირების მიერ.

დავით მათიკაშვილის თქმით, ამ ფაქტს ემატება ოპოზიციის ძალიან კარგად გასაგები ალიაქოთი, რაც მათი შინაარსიდან გამომდინარეობს.

„ისინი როგორ ეპყრობიან საკუთარ მიწა-წყალს ეს ძალიან კარგად ჩანს 2008 წლის შემდგომ მიღებულ რეზოლუციაში, სადაც მათ მხარი დაუჭირეს ჩვენი ქვეყნის მიერ ომის დაწყების პრეზუმფციას, პრაქტიკულად, ჯარისკაცებს დააბრალეს ეს ყველაფერი. ეს ქცევა მათ პოლიტიკურ მრუდე დღის წესრიგში ჯდება, ამიტომ ამ მხრივაც გასაკვირი არაა, რომ ისინი ამ სიტუაციის პოლიტიზირებას ცდილობენ და ამ ყველაფრის წარმოჩენას ისე, თითქოს რაიმე სახის პოლიტიკურ მოტივებზე იყოს რამე აგებული.

არა, ეს არის კონკრეტული დანაშაულის ფაქტი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღემდე, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან არათუ რამე გაკეთებულა, რომ სწორედ ისტორიული, სწორედ ის ნამდვილი საზღვარი დადგენილიყო, რაც 1938 წლის რუკით არის გათვალისწინებული, არამედ, როგორც გამოძიებიდან ჩანს, რეალურად კომისია დაეყრდნო აბსოლუტურად სხვა მონაცემებს.

„რუკა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი, რეალურად იყო დამალული და ის საგამოძიებო მოქმედების შედეგად იქნა ნაპოვნი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

თეგები: დავით გარეჯიდავით მათიკაშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved