• რეკლამა
  • კონტაქტი
07:13, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სპორტის სასახლე შესაძლოა საველე საავადმყოფოდ გადაკეთდეს – ბიძინა კულუმბეგოვი

ალია ავტორი - ალია
16:39 10-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. რა რესურსი აქვს სახელწიფოს და რა შემთხვევაში შეიძლება, გახდეს აუცილებელი საველე საავადმყოფოების მოწყობა, ამ კითხვით „ფორტუნამ“ ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა.

„ჯერჯერობით ქვეყანა უმკლავდება მომატებულ რაოდენობას. დღეს 578 ახალი შემთხვევა გვაქვს. დინამიკაში უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით საწოლების მობილიზება არ გვიჭირს. 836 ადამიანი გადის მეთვალყურეობას სტაციონარში და კოვიდსასტუმროებში 1100 ადამიანია მოთავსებული. ამიტომ  შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია მართვადია. ქვეყანას აქვს დიდი რესურსი. თუ საჭირო გახდა, შეიძლება საველე საავადმყოფოების მოწყობა, შესაძლოა, თუ საჭირო გახდა, სპორტის სასახლე გადაკეთდეს საავადმყოფოდ. ეს ბოლო გეგმაა. თუ ჩვენ ერთდროულად დაგვიგროვდება 50 000 ავადმყოფი და ამდენი კოვიდინფიცირებული რომ დაგიგროვდეს, ეს ნიშნავს, რომ 2 კვირის განმავლობაში დღეში უნდა გვყავდეს 3 000 ინფიცირებული. სიტუაციას ტრაგიკულად ჯერჯერობით ვერ აღვიქვამ. შეიძლება მივიდეთ დღეში 3 000 დაინფიცირებულამდე თუ არ გავფრთხილდებით. ახლა ტრაგიზმი ამ ციფრებში არაა. თუმცა, რაც მეტი ადამიანი დაინფიცირდება, სიკვდილიანობა იქნება უფრო მეტი. უკვე თითქოს მივეჩვიეთ, რომ დღეში კორონავირუსით 2 და 3 ადამიანი კვდება“, – ამბობს კოლულბეგოვი „ფორტუნასთან“ საუბარში.

რა თქმა უნდა, გვეშინია, რომ ბევრი ადამიანი ერთდროულად არ დაინფიცირდეს, მაგრამ იტალიისა და ესპანეთის სცენარი ვერ განმეორდება, რადგან როდესაც აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსი მათ საზოგადოებაში იყო, ის უკვე ძალიან გავრცელებული იყო და კონტროლი ვერ დააწესეს. ახლა უფრო წინაა წასული მედიცინა. ტესტების რაოდენობაც დიდია, ვირუსის უკეთესი მართვა ისწავლა მედიცინამ და ამიტომ იტალიიის გამეორებას არ ველოდები, თუმცა ზამთარი წინაა და ვნახოთ.

დისტაცია და პირბადე გრიპის ვირუსისგანაც გვიცავს. სამხრეთ ნახევარსფეროში, როცა აქ ზაფხულია, ავსტრალიაში და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ზამთარია. ამ ქვეყნებში სეზონური გრიპი დაცვითი ღონისძიებების გამო სამხრეთ ნახევარსფეროში ძალიან იოლად და მარტივად გადაიტანეს. ამიტომ მაქვს მოლოდინი, რომ წელს გრიპი ძალიან არ დაგვაზარალებს, თან აცრასაც გავიკეთებთ.

პესიმიზმს ნუ დავთესავთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. სანამ არის ეს ვირუსი, პირბადე ვატაროთ და სოციალური დისტანცია დავიცვათ და დაბადების დღეებისგან და ქორწილებისგან ცოტა ხანი თავი შევიკავოთ.

ვირუსმა მუტაცია განიცადა, მაგრამ ბოლომდე დადასტურებული არაა,  ეს დადებითად აისახება ადამიანზე თუ უარყოფითად. არსებობს მხოლოდ ვარაუდები და ჰიფოტეზები. უფრო მეტი ჰიპოტეზური დაშვება არის, რომ გადაცემა გამარტივდა. კვირაში მსოფლიოში 2 მილიონი ახალი შემთხვევაა. მაგრამ ეს აისახა თუ არა სიტუაციის დამძიმებაზე, არავინ იცის. სიკვდილიანობა შემცირებულია, 8 და 9 ათასი ადამიანი კვდებოდა დღის განმავლობაში და ახლა 5 ათასია. თუმცა ფაქტია, ინფექციის უპრცენდენტო აჩქარება მოხდა და სიკვდილიანობის შედარება გაზაფხულის პერიოდთან ალბათ ერთი თვის მერე უფრო უპრიანი იქნება“

თეგები: ბიძინა კულუმბეგოვიკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved