• რეკლამა
  • კონტაქტი
18:55, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამერიკისთვის პრიორიტეტული ქვეყანა აღარ ვართ – ოფიციალური თბილისიც დიდად არ გულშემატკივრობს ტრამპს”

ალია ავტორი - ალია
01:01 10-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, ამერიკაში  დონალდ ტრამპს მოკვლა დაუპირეს და მთელი მსოფლიოს მედია დღეს ამაზე ლაპარაკობს. გავლენიანმა უცხოელმა პოლიტიკოსებმაც არა ერთი განცხადება გააკეთეს ამ ფაქტზე. ტელევიზია და ჩვენი მთავრობა კი დუმს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც არაფერი უთქვამთ. ეს ჯო ბაიდენს ან ნებისმიერ დემოკრატ სენატორსა და კონგრესმენს რომ შემთხვეოდა, დიდ ამბავს ატეხდნენ ჩვენი ლიბერალების მომხრე ტელევიზიები და პოლიტიკოსები. რატომ ბლოკავენ ტრამპს ჩვენი ტელევიზიები? რატომ გაჩუმდა მთელი ქართული ოპოზიციური სპექტრი და განსაკუთრებით, ხელისუფლება?

– აქედან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება. ოფიციალური თბილისი დიდად არ გულშემატკივრობს ტრამპს.  ამას აქვს თავისი საფუძველი.  დემოკრატებისგან განსხვავებით, ტრამპს სულ სხვა პრიორიტეტები გააჩნია. წარმოვიდგინოთ, რომ 2016 წლის არჩევნები მოეგო ჰილარი კლინტონს. დღეს სხვა ურთიერთობა იქნებოდა საქართველო–ამერიკის ურთიერთობაში. შესაძლოა, საქართველო–რუსეთის ურთიერთობაშიც. რაც მთავარია, ამერიკა–ევროპისა და ევროპა–რუსეთის  ურთიერთობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩინეთზე. მეორე, ამერიკის ისტორიაში, არა თუ პრეზიდენტებზე დამუქრებები, მომწამვლელი ნივთიერების კონვერტით გაგზავნა, როგორც ახლა ტრამპის შემთხვევაში მოხდა, პრეზიდენტების მკვლელობებიც არ არის იშვიათი. არც ერთ ქვეყანაში არ მოუკლავთ იმდენი პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრი, რამდენიც ამერიკაში. ტრამპი, დემოკრატიის პრინციპების ერთგულებით, დიდად არ გამოირჩევა. რამდენიმე დღის წინ ისიც კი თქვა, არჩევნებს თუ წავაგებ, არსად წამსვლელი არ ვარო. ეს ბევრს აშინებს ამერიკაში. ლუკაშენკო გახდა თუ რაშია საქმე? ასეთი რამ ამერიკის არც ერთ პრეზიდენტს არ უთქვამს, დემოკრატიული სამყაროს არც ერთ პრეზიდენტს და პრემიერ–მინისტრს. დემოკრატები გააგიჟა ტრამპის ამ განცხადებამ. თუმცა, ტრამპსაც საკმაოდ ბევრი მომხრეები ჰყავს ამერიკაში. არა ელიტა, არა მოაზროვნე ამერიკა, არამედ უბრალო ხალხი, ე.წ. ერთსართულიანი ამერიკა, პროვინციები. ესენი კონსერვატორები არიან და ტრამპის ლიბერალ მოწინააღმდეგეებს, მზად არიან, თვალები დათხარონ. ჩვენი ხელისუფლების ეს არაადეკვატური დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ იმით აიხსნება, რომ გაცივდა ქართულ–ამერიკული ერთიერთობები, ტრამპისთვის საქართველო არ არის პრიორიტეტი. ჩვენი ხელისუფლება, რეიტინგული პოლიტიკური პარტიები და მედიის დიდი ნაწილი, უპირველესად, ტელევიზიები, ამერიკელი ლიბერალების მხარდამჭერები არიან. მართალი ხარ, რიცინიანი კონვერტი ჯო ბაიდენისთვის რომ გაეგზავნათ, უამრავი განცხადება გაკეთდებოდა ჩვენთან, გამოძიებას არ დაელოდებოდნენ და ტრამპის მომხრეებს დააბრალებდნენ ამას. რაღაცნაირად, ტაბუირებულია ტრამპის თემა ჩვენთან, აკრძალულია მასზე სიმართლის თქმაც კი. ეს გარედან იმართება, ამერიკელი ლიბერალების მიერ თუ ჩვენი ლიბერალების ინიციატივაა, ვერ გეტყვით. აქ ერთი მომენტიც არის. რომ გამოვიდეს ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი და დაგმოს ეს ფაქტი, ეშინია, რადგან შეიძლება ბაიდენი გახდეს ამერიკის პრეზიდენტი და მერე? ბაიდენი ამას ცუდად დაიმახსოვრებსო, ეტყობა, ამას ფიქრობენ. საერთოდ, საქართველოში საგარეო პოლიტიკა, ღარიბი ნათესავის როლში აღმოჩნდა. გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროს რა ხდებოდა. დიდი მიღწევებითა და წარმატებებით ვერ დაიკვეხნიდნენ „ნაციონალები“, მაგრამ ერთხანს, საქართველო მსოფლიო დიპლომატების მექად იქცა. კვირა არ გავიდოდა, რომ მაღალი რანგის დიპლომატი და პოლიტიკოსი არ ჩამოსულიყო საქართველოში. იმას აღარ ვამბობ, სააკაშვილი და ალიევი დღეგამოშვებით ხვდებოდნენ ერთმანეთს. დღეს კი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში არაფერი ხდება. როგორ კაცო, ყველა ქვეყანასთან, ევროკავშირთან ისე გვაქვს დალაგებული ურთიერთობა, რომ მაღალი დონის შეხვედრები აღარ გვჭირდება? ერთი კონკრეტული შემთხვევა მინდა გავიხსენო და ეს იქნება ნათელი მაგალითი, როგორ გვაფასებენ უცხოეთში. გახსოვთ, ტრამპისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა? თეთრ სახლში, ტრამპი გადაწოლილი იყო სავარძელზე, ჩვენი პრემიერი კი დატუქსული სკოლის მოსწავლესავით ატუზული იდგა ფეხზე. სკამიც კი არ შესთავაზეს, რომ დამჯდარიყო. ეს იყო დამამცირებელი არა მარტო კვირიკაშვილისთვის, უპირველესად, საქართველოსთვის. იმის შემდეგ რაიმე შეიცვალა? არც არაფერი. ამის მერე ერთი უმაღლესი დონის შეხვედრა არ ყოფილა არც ამერიკის, არც ევროპის ქვეყნების ლიდერებთან. თბილისის გზა ბევრმა საერთოდ დაივიწყა.

– ევროკავშირის ქვეყნები და მისი სტრუქტურები, სესხად გვაძლევენ 3 მილიარდ დოლარს. ამერიკამ, გაზაფხულზე 148 მილიონი დოლარი გამოგვიყო კორონაპანდემიასთან საბრძოლველად და მას შემდეგ, ფინანსურად არ დაგვხმარებია და არც აპირებს ამას. როგორ ფიქრობთ, ეს იმის ბრალია, რომ ამერიკას თავისი გასჭირვებია, ფინანსური პრობლემები აქვს თუ ქართულ–ამერიკული გაფუჭებული ურთიერობებისა?

– ამერიკას ფული არასოდეს აკლდა და არც ახლა აკლია, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო, გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება მოუწიათ და აქ ასეულობით მილიარდ დოლარზეა ლაპარაკი. ეს არის ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ჩვენ ამერიკისთვის პრიორიტეტი აღარ ვართ და ვინც მისთვის ღირებული აღარ არის, ამერიკა ასეთ ქვეყანას, როგორც წესი, არც ფინანსურად, არც მატერიალურ–ტექნიკურად არ ეხმარება და თუ ეხმარება, მიზერული რესურსით. კი, ნატო–სთვის, შეიძლება, შავი ზღვა პრიორიტეტია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს და ჩვენც ნუ დავიბრალებთ, რომ შავი ზღვა იმიტომ არის ნატო–სთვის პრიორიტეტი, რომ აქ საქართველოა. არა, აქ უკრაინაა, აქ არის რუსეთი, აქ არის სევასტოპილი, რომელიც უკრაინისა იყო და რუსეთისა გახდა. ზოგადად, ვალით და სესხით ქვეყანა კი არა, ოჯახი არ უნდა ცხოვრობდეს. თავის დროზე, მექსიკას, ბრაზილიას, სამხრეთ კორეას, თურქეთს, საბერძნეთს ასეულობით მილიარდობით ვალი ჩამოაჭრეს. შეიძლება 20 და 25 წლის მერე ჩვენც ჩამოგვაჭრან ეს ვალები, ან მათი დიდი ნაწილი, რაც დარჩენილი და გადასახდელი იქნება. მაგრამ შეიძლება ამის იმედად ავიღოთ ვალი, რომ მერე გვაპატიებენ? ვალების აღებით ქვეყნის პრესტიჟი იზრდება? რამდენ დოლარსაც ვიღებთ და ვერ ვიხდით, იმდენად ვშორდებით ევროკავშირის წევრობას. 21 მილიარდი გვაქვს საგარეო ვალი და რესურსი არ გაგვაჩნია გადახდისა.

– ბელორუსის პრეზიდენტი, ლუკაშენკო უკვე შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა არ სცნეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, გააყალბა არჩევნები ლუკაშენკომო. ახლა ხმას აღარავინ იღებს, არც ულოცავენ, არც იმას ეუბნებიან, გადადექიო, აღარც ამხობენ. რა ხდება? შეურიგდა დასავლეთი ლუკაშენკოს ახალი ვადით პრეზიდენტობას? არც ჩვენი ხელისუფლება იღებს  ამაზე ხმას.

– ლუკაშენკო დარჩა პრეზიდენტად, ფაქტია და ჩვენი ხელისუფლება მასზე ძვირს ვეღარ იტყვის, რადგან თუ დაუპირისპირდნენ, ლუკაშენკო აღიარებს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას. დღეს ევროკავშირის სამიტია, უკვე შედგენილი იყო სანქციები ლუკაშნკოს წინააღმდეგ, მაგრამ კვიპროსმა ჩაშალა ეს საქმე. თურქეთის წინააღმდეგ თუ შემოიღებთ ამგვარ სანქციებს, მაშინ დავუჭერთ მხარსო და გადაურჩა ლუკაშენკო სანქციებს. თუმცა, ვფიქრობ, რაღაც კომპრომისს გამონახავენ და გარკვეულ სანქციებს დაუწესებენ. თუმცა, ლუკაშენკომ გააკეთა ის, რომ ამ სანქციებს აზრი დაუკარგა. ბელარუსი უკვე ჩააბარა რუსეთს. ლუკაშენკოს შვილები რუსეთში არიან, ერთი სწავლობს, მეორეს ახლა მისცემენ სამსახურს. რა, ლონდონში აპირებდნენ ცხოვრებას? ლუკაშენკომ თავის ბუტაფორიულ მმართველობას შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობა, თუმცა ნუ დავუკარგავთ, 26 წელი, როგორც შეეძლო, იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ბელორუსში ახლა კონსტიტუციაზე მუშაობენ. ლუკაშენკო მიიღებს რაღაც ბუტაფორიულ პოსტს და ქვეყნის რეალური მმართველს დასვამს პუტინი. საჰაერო–სადესანტო ჯარების 1000 ჯარისკაცი ბელორუსშია, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობს და ფაქტი ფაქტად რჩება – რუსეთის ჯარი არის ბელორუსში. ხვალ და ზეგ, სხვა და სხვა მიზეზით, რამდენ ათასსაც უნდა, იმდენ ჯარისკაცს შეიყვანს რუსეთი.

– არჩევნები მოდის. ჩვენი არჩევნები ამერიკისას უსწრებს წინ, ამერიკელებს ჩვენთვის არ ეცლებათ. ასევე, პანდემიის გამო, ძალიან ცოტა ევროპელი დამკვირვებელი ჩამოვა. ბევრი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ამით ხელ–ფეხი გაეხსნა, გააყალბებს არჩევნებს, მერე პანდემიის მიზეზით, შემოიღებს აკრძალვებს. შეკრებებს, მანიფესტაციებს, მიტინგებს აკრძალავს, ხალხს და ოპოზიციას, არჩევნების შედეგების გაპროტესტების შანსს მოუსპობს და დარჩება ხელისუფლებაშიო. ეს რამდენად მოსალოდნელია?

– რას რისკავს „ქართული ოცნება“ დამარცხების შემთხვევაში? ყოფნა–არყოფნას. შესაძლოა, ხელისუფლებაში ისეთი ძალა მოვიდეს, რომელიც შურს იძიებს „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, ეს არ უნდა გამოვრიცხოთ. ივანიშვილმა იცის, რომ მასაც, მისი გუნდის წევრებსაც მოეთხოვებათ და არა მარტო პოლიტიკოსებისგან, ხალხისგანაც. ხალხი უმძიმეს დღეშია, ხელისუფლების წარმომადგენლები კი მდიდრდებიან მათ ხარჯზე, ბიუჯეტის ფულით. არსებობს კონკრეტული ფაქტები და მათ მხოლოდ გამოძიება სჭირდება, ახალი ხელისუფლება კი გამოიძიებს. შესაბამისად, ვიღაცების თავები დაგორდება „ქართული ოცნებიდან“, დამნაშვეებს დაიჭერენ. ერთ ფაქტს გეტყვი, საზღვრები ჩაკეტილი იყო პანდემიის დროს და საგარეო საქმეთა სამინისტროდან 11 მილიონი ლარი დაიხარჯა უცხოურ მივლინებებში. სად დადიოდნენ, სად დაიხარჯა? ეს ხომ  ფინანსური აფერაა. ამ დროს, „იუნისეფის“ მონაცემებით, ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს საქართველოში. „იუნისეფია“, გაერო–ს ბავშვთა ფონდია, რაღაც ორღობის ორგანიზაცია ხომ არა? აქვს ქვეყანას დღეს იმის ფუფუნება, რომ გოგა ხაინდრავას აძლევს 200 000 ლარს აფხაზეთზე ფილმის გადასაღებად? იუსტიციის, შსს–ს მინისტრების ფეშენებელური რემონტები და ძვირადღირებული ნივთები გაიხსენეთ გაგანია პანდემიის დროს, რამდენი ასეთი მოხდა ამ 8 წლის განმავლობაში? ხალხი ღატაკია და ვიღაცები გამდიდრდნენ. ცივილიზებულ ქვეყანაში, წარმოუდგენელია, არჩევნები მოიგოს პარტიამ, რომელსაც ამდენი უკმაყოფილო ხალხი ჰყავს, სადაც ასეთი სიდუხჭირე და სოციალური უსამართლობაა, სხვა უსამართლობაზე აღარაფერს ვიტყვი. ვფიქრობ,  არჩევნებზე პირველ ადგილზე გავა „ქართული ოცნება“, სახელისუფლებო რესურსის წყალობით. თუმცა, უმრავლესობას ვერ მოიპოვებს პარლამენტში. შეიქმნება კოალიციური მთავრობა, მაგრამ ძალოვან სამინისტროებს „ქართული ოცნება“ არ დათმობს. სოფლის მეურნეობის, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროებს დაუთმობს ოპოზიციას, რადგან არც ერთი არ არსებობს ქვეყანაში. განათლების სამინისტროსაც დათმობენ, განათლება მაინც არ არის  ქვეყანაში. შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროც დაუთმონ ოპოზიციას, რადგან, რეალური მნიშვნელობით, პრაქტიკულად, დიდი აღარაფერი სამინისტროა. ასე ვვარაუდობ და ვნახოთ, რა მოხდება.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №35

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved