• რეკლამა
  • კონტაქტი
16:31, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რეზერვი და პოტენციალი იმისთვის, რომ ავაშენოთ საუკეთესო მომავალი” – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
23:27 10-04-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25


დღეს “ლელოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე სოფელ ერგნეთსა და შინდისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი – კახა კოჟორიძე წარუდგინა.
მოსახლეობას “ლელოს” ლიდერებმა პარტიის ახალი პროგრამა – ლელოს “ახალი მარშალის გეგმა”, კონკრეტული ეკონომიკური განვითარების ხედვა წარუდგინეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს. 
“ლელო” აგრძელებს “ახალი მარშალის გეგმის” საჯარო განხილვებს ქალაქებსა და სოფლებში.
 პარტიის დამფუძნებელმა მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ “ლელო” არის იდეა, არის მიზანი და “ლელო” არის საქართველო, რომელშიც ადამიანები ადამიანები გაერთიანდენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. 

“ამ საქმეში მინდა, რომ მთელი ჩემი ჯანი, მთელი ჩემი ცოდნა ჩავდო, რომელსაც ქვეყნის გამოყვანა ჰქვია იმ მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს ვართ. არ მინდა, კიდევ დავამძიმო სიტუაცია, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, სად ვდგავართ, თუმცა, ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ვართ ევროპაში, სადაც 8 წლის განმავლობაში ერთ სრულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი არ გაზრდილა, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც სამი მილიონ შვიდასი ათასი მაცხოვრებლიდან 450 000 არის სოციალურად დაუცველი. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც საერთაშორისო კვლევით ორი კვირის წინ 77 000 ბავშვი კიდევ შიმშილობს და საიდანაც მილიონ ნახევარი ადამიანი არის გასული. არ დარჩენილა ოჯახი, რომ ვიღაც უცხოეთში არ იყოს წასული. მძიმე შრომით რიცხავენ თანხებს, რითიც ვარსებობთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც არათუ გეგმა ვერ ვნახეთ ბოლო წლებში, არამედ იმედიანი დაპირებაც აბსურდად გადაგვიქციეს. დავდივარ მთელ საქართველოში ჩემს მეგობრებთან ერთად და მესმის ყველგან სიტყვები – “მაინც არაფერი არ შეიცვლება”. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის,  რომ ადამიანები გაეღატაკებინა. მოსახლეობას აშინებენ, თუ ისინი ჩვენი პარტიის გვერდით მოინდომებენ დადგომას. ასეთი რამ აღარ უნდა არსებობდეს, ქართველი ერი არის ბრძენი ერი და აქვს მოთმინების უნარი, მაგრამ არის დრო და პერიოდები როდესაც უნდა ვთქვათ – საკმარისია, ახალი ცხოვრება იწყება ახლა! ამ ახალი ცხოვრებისა და არჩევნების თავში იდგება “ლელო”-აცხადებს ხაზარაძე. 
 ხაზარაძის თქმით, ქართველერს ბევრჯერ გასჭირვებია, მაგრამ არ დაუჩოქია. დადგა მომენტი, რომ წელში გავიმართოთ და ერთმანეთს ვუთხრათ, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რეზერვი  და პოტენციალი იმისთვის, რომ ავაშენოთ საუკეთესო მომავალი ჩვენი შვილებისთვის. 
“თუ უარს არ ვიტყვით წარსულზე, არა ისტორიულ, არამედ იმ ცუდ წარსულზე, რომელიც თავს მოგვახვიეს, მხოლოდ ესაა გამოსავალი. თუ ახალ ძალას არ დავუჭერთ მხარს, ვიქნებით ვიღაცის ხელის შემყურე. მე მინდა გითხრათ,  რომ ჩვენი უნიკალური ლელოს “მარშალის გეგმით” 4 წელიწადში სრულიად გარდავქმნით ქვეყანას, მის ეკონომიკას, შევქმნით ძლიერ საშუალო ფენას და ამაზე არცერთ პარტიას არ უზრუნია აქამდე. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. დადგა დრო სერიოზული ცვლილების დრო ამ ქვეყანაში, ვფიცავ ამ ადგილას, ჩვენს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ამ ქვეყნის წარმატებისთვის,რომ დავადგეთ სიყვარულის და გამარჯვების გზას,”-აღნიშნა ხაზარაძემ. 

“ქვეყნაში ბევრი რამაა გასაკეთებელი, ხოლო საქმის ომი ყველაზე კარგად იცის “ლელომ”-ამის შესახებ “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კოჟორიძემ წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. 

“მე ვარ ამაყი, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ჩემს ოლქში ვაპირებ ორი მიმართულებით მუშაობას. პირველია რეგიონის გაძლიერება, წყალი, ინტერნეტი, გზები. ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც რეგიონის მოსახლეობას აწუხებს და რომელიც უნდა მოვაგვაროთ. “ლელოს” გეგმით, რეგიონის ფული დარჩება რეგიონს. მეორე მიმართულებაა რეფორმები მთელი ქვეყნის მასშტაბით,” – განაცხადა კოჟორიძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved