• რეკლამა
  • კონტაქტი
01:42, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“15 ოქტომბერს, ჩვენ ორს გვექნება დებატები ღია ეთერში და იმედი მაქვს არ გაექცევით ამ გამოწვევას” – გიორგი ვაშაძე პრემიერ გახარიას

ალია ავტორი - ალია
20:16 10-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გახარიას და მის ფულის მკეთებელთა გუნდს ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხისგებლობას აკისრებს და დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხის გაცემას ითხოვს. ვაშაძე იმედოვნებს, რომ 15 ოქტომბერს, დებატებს ღია ეთერში გახარია გაქცევით არ უპასუხებს.


„რას აკეთებს ამ დროს არსებული მთავრობა და პრემიერ-მინისტრი გახარია, რომელიც თავს იკავებს ჩემთან დებატებზე, რადგან ზუსტად იცის, რომ პირადად მას მოუწევს ხალხისთვის დაგროვილ უამრავ პრობლემურ საკითხზე და დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხის გაცემა. მე მინდა მივმართო მას. თქვენ აცდენილი ხართ რეალობას და არ გამოხატავთ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის ინტერესებს. რა პასუხი გაქვთ ერთი მილიონი იმ საქართველოს მოქალაქისთვის, ვინც სიღარიბეში ცხოვრობს და დღიდან დღემდე მხოლოდ იმაზე ფიქრობს როგორ მოიპოვოს საარსებო ლუკმა-პური თავისთვის და თავის ოჯახისთვის. რას ეუბნებით ათასობით პენსიონერს, რომლებიც უსამართლოდ მაღალპროცენტიან სესხს იღებენ და არ იციან ამ კაბალური პირობებით აღებული თანხით პური იყიდონ თუ წამალი. თუ გისაუბრიათ ერთ ბიზნესმენთან მაინც, რომელსაც თავისი მცირე ბიზნესის დახურვა მოუწია არსებული კრიზისის გამო? რა პასუხი გაქვთ იმ დედებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს ამ ბიზნესების დახურვის გამო და ფული არ აქვთ თავისი შვილის საჭმლისა და წამლისთვის? 8 წლის თავზე, ისევ მხოლოდ დაპირებები გემეტებათ მათთვის? ჩემ გუნდთან ერთად ბოლო წლების განმავლობაში მოვიარე მთელი საქართველო, შევხვდი უამრავ ადამიანს, ვიცი მათი სატკივარი და მათი პრობლემების გადაჭრის გზები და რას ეუბნებით მათ, რომ არ გეყოთ რვა წელი, მათი ძარცვისთვის, მათი ასეთ მძიმე ყოფაში ჩაგდებისთვის და კიდევ მესამე ვადით, 4 წლით ითხოვთ არჩევას, იმისთვის, რომ კიდევ 4 წელი ძარცვოთ ხალხი და კიდევ უფრო გაართულოთ მათი და ჩვენი ცხოვრება. სად არის 5 მილიარდი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ ქვეყნის მოსახლეობის დასახმარებლად გასცა? თქვენ რა თქმა უნდა, ამაზე პასუხის გაცემა არ გსურთ, მაგრამ მინდა იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ პარლამენტში ქართული ოცნების უმრავლესობიდან  37 წევრი და მათი 6 მინისტრი ხალხის და ამ დახმარებების ხარჯზე გამდიდრებული მილიონერია. საქართველო ვერ გახდება ივანიშვილისა და მისი მთავრობის გამდიდრების ბიზნეს-მოდელი. სწორედ ამიტომ, 15 ოქტომბერს, ჩვენ ორს გვექნება დებატები ღია ეთერში და იმედი მაქვს არ გაექცევით ამ გამოწვევას,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved