• რეკლამა
  • კონტაქტი
05:23, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წინ “ცხელი” ოქტომბერი გველის – სასიყვარულო ჰოროსკოპი

ალია ავტორი - ალია
19:50 10-03-2020
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„დაიჯესტი“ გთავაზობთ გაიგოთ, როგორი იქნება 2020 წლის ოქტომბრის თვე, სასიყვარულო კუთხით ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

გაითვალისწინეთ ვარსკვლავების რჩევები და მოემზადეთ მოულოდნელი სიურპრიზებისთვის.

ვერძი

ვერძისთვის ოქტომბრის თვე სიახლეების მომტანი იქნება. განსაკუთრებით მათ გაუმართლებთ, ვინც ჯერ მარტოა და ცხოვრების თანამგზავრს ეძებს. აღსანიშნავია, რომ თვის პირველ ნახევარში ვარსკვლავები ქალბატონებზე იზრუნებენ, მეორე ნახევარში კი, ძლიერი სქესის წარმოამდგენლებს დაეხმარებიან. უსიამოვნების მოგვარებას შეძლებენ ისინიც, ვისაც ხანგრძლივი, თუმცა, დაძაბული ურთიერთობა აქვს პარტნიორთან და ძალიან უჭირს მასთან საერთო ენის გამონახვა.

კურო

თუ პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა გსურთ, მაშინ თვის მეორე ნახევარში უნდა გააქტიურდეთ, იმ შემთხვევაში კი, ოჯახის შექმნა გადაწყვიტეთ, არ ღირს გეგმების შორეული მომავლისთვის გადადება, რადგან სწორედ შემოდგომა მოგიტანთ იღბლიან ქორწინებას.

ტყუპები

ტყუპებისთვის სწორედ პარტნიორული ურთიერთობაა ბოლო თვეების ყველაზე აქტუალური პრობლემა, ამიტომ თუ დაშორება აპირებთ, ნუ აჩქარდებით, მიჰყევით დინებას და ცხოვრება თვითონ გადაწყვეტს, ღირს თუ არა თქვენი ერთად ყოფნა. მათ კი, ვინც ჯერ კიდევ ძიებაშია, დროა აქტიურ მოქმედებაზე გადავიდეს, რადგან საკუთარი უშუალობისა და კომუნიკაბელურობის წყალობით ნამდვიულად არ გაუჭირდება შესაფერისი პარტნიორის მოძებნა.

კირჩხიბი

კირჩხიბის პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არაა, რაც პირველ რიგში დაქორწინებულებს გაახარებს, ის კი, ვინც ჯერ მარტოა, ცოტა მოთმინების და ნებისყოფის გამოჩენა მოუწევს, რათა გაორმაგებული ენერგიით შეხვდეს ზამთარს და თავით გადაეშვას სასიყვარულო თავგადასავლებში.

ლომი

დაქორწინებული ან „თითქმის“ დაქორწინებული ლომები ოქტომბერში სიმშვიდითა და ოჯახური იდილიით დატკბებიან, ვალდებულებებისგან თავისუფლები კი, ძირითადად გართობაზე იზრუნებენ, რაც საკმაოდ მართებული გადაწყვეტილებაა, თუ რა თქმა უნდა, პარტნიორების ცვლას ყოველდღე არ მოინდომებთ.

ქალწული

ქალწული სიამოვნებით ისარგებლებს საკუთარი შარმით, მიმზიდველობით და მათ მოხიბვლასაც შეძლებს, ვინც მანამდე საერთოდ ვერ ამჩნევდა. ის კი, ვისაც სერიოზული ურთიერთობა აქვს, თავშეკავების გამოჩენა მართებს, რადგან წამიერმა გატაცებამ თავისუფლად შეიძლება უსიამოვნება მოუტანოს მეუღლესთან.

სასწორი

ოქტომბრის თვე სასწორისთვის განსაკუთრებით მრავალფეროვანი იქნება, რადგან ერთის მხრივ, ძველი უსიამოვნებების მოგვარებას და ურთიერთობის აღდგენას, მეორეს მხრივ კი, ახალი და საინტერესო ადამიანის გაცნობას შეძლებთ.

მორიელი

მორიელისთვის ოქტომბერი სასიკეთო ცვლილებების პერიოდია. თუ ახალი პარტნიორის ძიებაში ხართ, თამამად შეგიძლიათ გააბათ ნაცნობობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან, ის ვინც უსიამოვნების შემდეგ პარტნიორისგან ელის პირველი ნაბიჯის გადადგმას, უკეთესია თავად გააქტიურდეს, მას კი, ვისაც სტაბილური ურთიერთობა აქვს, დროა ოჯახის შექმნაზე სერიოზულად იფიქროს.

მორიელი

თუ პარტნიორის მიმართ სათანადო ყურადღებას გამოჩენთ, თქვენს ურთიერთობას არაფერი დაემუქრება, მაგრამ თუ ჩვეულ სიჯიუტეს და ეგოიზმს გადაყოლილი, ისევ მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნებთ, მალე ახალი აპრტნიორის ძებნა მოგიწევთ. ისწავლეთ მოსმენა, გამოიჩინეთ მოთმინება და სხვების კრიტიკის ნაცვლად, პირველ რიგში საკუთარი თავი გააკრიტიკეთ.

თხის რქა

საქმეებით დატვირთულ თხის რქას ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება პარტნიორთან ურთიერთობის გარკვევა, ამიტომ ნებისმიერ პირობებს მიიღებს უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, რაც ნაკლებად გამართლებულია, რადგან ასე თქვენ მხოლოდ დრო გაგყავთ და ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ ჯერ უსიამოვნებებთან პირისპირ შეხვედრა, მერე კი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

მერწყული

თქვენს ურთიერთობაში ლიდერი ყოველთვის პარტნიორი იყო, ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ ყველა რჩევას, რადგან სწორედ მისი დახმარებით შეძლებთ წარმატების მიღწევას, ის კი, ვინც მარტოა, მოთმინების გამოჩენა მოუწევს, რადგან ოქტომბერი ნაკლებად წარმატებულია ახალი ნაცნობობისა და რომანის გასაბმელად.

თევზები

თუ სიყვარულის ძიებაში ხართ, მაშინ ახალი ნაცნობების შესაძენად ოქტომბერი ყველაზე შესაფერისი დროა. თუმცა, ნუ აჩქარდებით და ნუ ეცდებით ნებისმიერში „მარადიული სიყვარულის“ პოვნას. თვალი გადაავლეთ ძველ ნაცნობებსაც, რადგან შესაძლოა, ის, ვისაც ეძებთ, დიდი ხანია თქვენს გვერდითაა.

თეგები: ჰოროსკოპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved