საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ Strana.ua პოლიციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმა კიევის ერთ-ერთ რესტორანში, Fabius-ში მოხდა.
“უცნობი კაცი შეიპარა რესტორანში, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა. ის სააკაშვილს ცივი იარაღით ხელში მიუახლოვდა და ემუქრებოდა. სააკაშვილის და რესტორნის დაცვამ თავდამსხმელი დააკავეს და პოლიცია გამოიძახა. თუმცა ის არ დააკავეს. პოლიციის მოსვლამდე კაცი მიიმალა. თავდასხმის მოტივი უცნობია”
კომენტარები