• რეკლამა
  • კონტაქტი
06:18, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველა დადის გარეთ და მაინცდამაინც მოსწავლეები და სტუდენტები უნდა იყვნენ სახლში?”

ალია ავტორი - ალია
17:30 10-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“მშობლების მხრიდან სრულიად არაერთგვაროვანი დამოკიდებულება შეინიშნება სკოლების გახსნა/დაკეტვის მიმართ.

კარგია, რომ იმ მშობლებს, ვისაც კატეგორიულად არ მოწონთ სკოლების გახსნის იდეა, უფლება ეძლევათ ონლაინ რეჟიმი აირჩიონ.

გარკვეული აფეთქებები სკოლების გახსნასთან დაკავშირებით შეიძლება გვქონდეს კიდევაც, მაგრამ დასაფიქრებელია რამდენიმე მომენტი:

– სკოლების დაკეტვის უმთავრესი მიზანია შევამციროთ ბავშვების, როგორც ვირუსის გადამტანების როლი. როგორც ყველამ ვიცით, კორონავირუსის ზემოქმედება ბავშვების ჯანმრთელობაზე მინიმალურია (ნაკლებიც კი, ვიდრე სეზონური გრიპის, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მცირე ასაკის ბავშვებია. სეზონური გრიპის დროს კი სკოლებს არ ვკეტავთ).

– თავისთავად, ეს მიზანი ნამდვილად გამართლებულია,

რადგან ბავშვებმა შესაძლოა დააინფიცირონ ხანდაზმული და მაღალი რისკის ჯგუფების ოჯახის წევრები.

– თუმცა უცნაურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ ისინი, ვისაც ბავშვებისგან ვიცავთ (ანუ ხანდაზმულები და მაღალი რისკის პირები), თვითონ არ არიან ჩაკეტილები.

– ბებია-ბაბუები ხშირად მუშაობენ და მათი სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობს

– ასევე მუშაობენ ქრონიკული დაავადებების მქონე ოჯახის წევრები

– ისინი ასევე დადიან მაღაზიებში, ბაზრებში, რესტორნებში. ნუთუ რისკი არსად არ არის და მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ დააინფიცირონ? ცოტა ლოგიკას მოკლებულია.

– ასევე მუშაობენ ამ ბავშვების მშობლები ხალხმრავალ ოფისებში, ბაზრობებზე და სხვა, დადიან ბევრ სხვა სარისკო ადგილებში.

– ანუ ყველა დადის გარეთ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე და მაინცდამაინც მოსწავლეები და სტუდენტები (კიდევ ვიმეორებ, რომელთა ჯანმრთელობასაც დიდი საფრთხე არ ემუქრება) უნდა იყვნენ სახლში იმათ დასაცავად, ვინც თვითონ მუდმივად იმყოფება ინფიცირების რისკის ქვეშ? ნამდვილად მოკლებულია ლოგიკას.

– ამიტომ სკოლების და უნივერსიტეტების დაკეტვას მაშინ აქვს აზრი, თუ საერთო სურათის ნაწილი იქნება, ანუ თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და სამსახურებიც დაიკეტება. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ ბავშვების/სტუდენტების ჩაკეტვა ეპიდსიტუაციას ვერ შეამსუბუქებს. (აქვე დავაკონკრეტებ, რომ მე არ ვამბობ, ყველაფერი უნდა ჩაიკეტოს-მეთქი). ვკეტავთ მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლები და უნივერსიტეტები ყველაზე ადვილი დასაკეტია?

– აქვე მინდა დავამატო, რომ სკოლებში/უნივერსიტეტებში დაბრუნდნენ ქვეყანათა უმრავლესობაში.

– ინფექცია სკოლების დაკეტვის ფონზეც აღმავალ რეჟიმშია. წარმოვიდგინოთ, სკოლები სრული დატვირთვით რომ ამუშავებულიყო სექტემბრიდან, ინფიცირებულების ამჟამინდელ რაოდენობას სულ ამას დავაბრალებდით, რაც, სინამდვილეში არ იქნებოდა სწორი.

– მაშინ, თუ მთავარ მიზანს ვერ ვაღწევთ და პანდემია თავის გზას მიუყვება, რატომ უნდა იყვნენ ბავშვები სახლში? რატომ უნდა მატულობდეს პროგრესულად თავის ტკივილით და მხედველობის დაქვეითებით შეწუხებული ბავშვების/მოზარდების რაოდენობა? აღარაფერს ვამბობ განათლების სრულიად დაქვეითებულ ხარისხზე, რომელიც ისედაც არ ბრწყინავდა.

– რატომ უნდა იყვნენ მუდმივ სტრესში სამსახურში წასული მშობლები იმაზე ფიქრით, რას შვრებიან კომპიუტერთან ან მობილურთან მარტო დატოვებული ბავშვები (ისიც იმ შემთვევაში, თუ კომპიუტერის და მობილურის ფუფუნება აქვთ, თანაც ზოგჯერ ოჯახში რამდენიმე ასეთის საჭიროებაა და კიდევ ერთი სტრესია იმაზე ფიქრი, ვისზე გაანაწილონ ეს ტექნიკა).

– ამიტომ გთხოვთ, ისინი, ვისაც აქვს შესაძლებლობა და კომფორტი, სახლში ეჯდეს თავის შვილებს, ჩაურთოს რამდენიმე ძვირადღირებული ლეპტოპი, ცალკე ბინაში გახიზნული ყავდეს ბებია-ბაბუა, რომელსაც არ ჭირდება ბაზარში სიარული (და ბაზრის სამჯერ შემოვლა, რომ რამე იაფად იშოვოს) და პროდუქტებს ფინანსურად წელში გამართული ოჯახის წევრები აწვდიან, ნუ ესხმით თავს და შეუგნებლებად ნუ გამოგყავთ ისინი, ვისაც შვილების სკოლაში და უნივერსიტეტებში დაბრუნება უნდა.”

თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved