• რეკლამა
  • კონტაქტი
01:29, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვგმობთ ძალადობას და მოვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს ძალადობის თითოეული მონაწილე, რომელმაც ხელი აღმართა ოპოზიციის მხარდამჭერებსა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებზე” – სერგო ჩიხლაძე

ალია ავტორი - ალია
14:56 09-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ოპოზიციის მხარდამჭერებისა და მედიის წარმოადგენლების  წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის ფაქტს ეხმაურება და მიაჩნია, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს ძალადობის წახალისებას „ქართული ოცნების“ მხრიდან. მისივე განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას  და დამნაშავეების მკაცრ  დასჯას ითხოვს.

„კიდევ ერთი დაუსჯელი ძალადობა და ანგარიშსწორება ოპოზიციის მხარდამჭერებისა და ამჯერად, უკვე მედიის წარმომადგენლების მიმართ. ეს არის შედეგი იმ წახალისებული ძალადობისა და დაუსჯელობისა, რასაც  წლებია უკვე ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში და რასაც ახალისების მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია. ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი  დასჯილი დამნაშავე მსგავსი ძალადობის ფაქტის გამო. უფრო მეტიც, ისინი წახალისებულები არიან მმართველი გუნდის მიერ, რასაც მეტყველებს გუშინდელი მათი განცხადებებიც, იმის ნაცვლად, რომ გამოიძიონ ფაქტები და დაგმონ ძალადობა, პასუხისმგებლობას ოპოზიციურ პარტიებს აკისრებენ. მაშინ, როდესაც  პოლიცია ადგილზე იყო, არაფერს აკეთებდა, მაშინ როდესაც  ძალადობაში აქტიურად მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები, საკრებულოს წევრები და „ქართული ოცნების“ სხვა წარმოამდგენლები.

მმართველი გუნდი საჯარო მოხელეებს აქეზებს ოპოზიციის მხარდამჭერების ან ოპოზიციურად განწყობილი მედიის მიმართ, რაც ყოვლად დაუშვებელია. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით, მოვითხოვთ უმკაცრესად დასჯას ყველა მოძალადის, განსაკუთრებით საჯარო მოხელეების, რომლებიც იყვნენ ჩართული და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს და მოთხოვნას, გეყოთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო ეს ძალადობა, ძალადობით ვერ შეინარჩუნებთ ხელისუფლებას. მივმართავ პირადად „ქართული ოცნების“ ე.წ. ლიდერშიფს, რომლებიც ახალგაზრდა ადამიანები არიან, ერთი თაობის ადამიანები ვართ, როგორ ფიქრობთ აღარ გინდათ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელოთ? აღარ გინდათ რომ საჯარო ცხოვრება და საჯარო აქტიობა გქონდეთ? ეს ძალადობა ხომ ხვდებით, რომ დაასამარებს თქვენ ყველანაირ პოლიტიკურ ამბიციებს. ახალგაზრდა ადამიანები ხართ, იფიქრეთ მომავალზე, იფიქრეთ თუნდაც  პოლიტიკურ მომავალზე. შეიძლება წააგოთ, მაგრამ გქონდეთ და დაიტოვეთ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლოა. ასეთი ქმედებებით კი,  საერთოდ თქვენ პოლიტიკურ სამარეს ითხრით საკუთარი თავისთვის. გეყოთ ძალადობა, ვგმობთ ძალადობას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს ძალადობის თითოეული მონაწილე, ვინც ხელი აღმართა გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებზე. სოლიდარობა ყველა მედიას და სოლიდარობა ყველა დაზარალებულს „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან,“ – აცხადებს სერგო ჩიხლაძე

თეგები: სერგო ჩიხლაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

14:48 02-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:16 02-11-2026
რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved