• რეკლამა
  • კონტაქტი
16:42, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამყრელიძე – კორონავირუსის ეპიდემიის გლობალურ საფრთხედ გამოცხადება ნიშნავს, რომ საჭიროა, ყველა ქვეყანაში იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა

ალია ავტორი - ალია
12:07 01-31-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ორი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1982-ით გაიზარდა და დღევანდელი მდგომარეობით არის 9692 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით მომატებულია სიკვდილიანობა, კორონავირუსით გარდაცვლილია 213 ადამიანი და ასევე დაკვირვების ქვეშ არის რამოდენიმე ათასი ადამიანი.

„გუშინ გვიან ღამე დამთავრდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც დეტალურად იქნა განხილული სიტუაცია ჩინეთში და ჩინეთის გარეთ. კომიტეტმა მიმართა რეკომენდაციით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ბატონ ტედროსს, რომ გამოცხადდეს საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადობრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. ტედროსმა გუშინ ეს მდგომარეობა გამოცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. განგაშის თამასა, რომელიც 10 დღის წინ იყო მხოლოდ ჩინეთისთვის, გავრცელდა მთელ მსოფლიოზე, ანუ საჭიროა, ყველა ქვეყანაში, ყველგან იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა ინფექციის პრევენციისა და ინფიცირებული ადამიანების დასახმარებლად. ჩვენ დღეს და ხვალ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეტალურ რეკომენდაციების მივიღებთ. ველოდებით, რომ დღის ბოლოსთვის იქნება კონკრეტული რეკომენდაციები იქნება ევროპის 53 ქვეყნისთვის. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველოს აკეთებდა და აკეთებს ყველაფერს, რასაც დღეს ეს რეკომენდაციები გვეუბნება. ჩვენთან კორონავირუსი არ ფიქსირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved