• რეკლამა
  • კონტაქტი
23:58, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გადავარჩინოთ ეკონომიკა და გადავარჩინოთ შიმშილს ადამიანები, ამისთვის დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ის ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩაფლავებულ მთავრობას – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
17:40 09-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქვეყანაში შექმნილი მძიმე დგომარეობიდან დაღწევის 6 თვიანი სტრატეგიულ გეგმა წარმოადგინა, რომელიც 3 მნიშვნელოვანი ინციიატივისგან შედგება. ვაშაძის განცხადებით, დამსხვრეული ოცნებების მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ქვეყნის ეკონომიკა  კრიზისამდე მიიყვანა და  „სტრატეგია აღმაშენებელი“ რეალობის შეცვლას ეკონომიკის მყისიერი რეანიმაციით გეგმავს.„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ეკონომიკური გადარჩენის 6 თვიან გეგმას. სამწუხაროდ დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა საშინელ კრიზისამდე მიიყვანა ეკონომიკა და ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლომდე ჩაფლავდა ყველა ის ე.წ ღონისძიება, რაც მათ გააკეთეს. ლარის კურსი ყოველდღიურად დრამატულად ეცემა, 220 000-მა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი, მცირე და საშუალო ბიზნესი გაბანკროტებულია, საზღვრების ჩაკეტვამ მოგვიტანა ის რეალობა, რომ უფრო გაიზარდა კორონა ვირუსის მაჩვენებელი, მოქალაქეები უბრალოდ თავის სესხებს ვეღარ იხდიან და 220 მილიონის ქონება უკვე გადაიფორმა საბანკო სექტორმა და ფაქტობრივად, ტოტალური გაკოტრება ხდება ქვეყანაში, შიმშილი, რომელიც აწუხებს მოსახლეობის 8,2%-ს, სამსახური, რომელიც ფაქტობრივად აღარავის აღარ აქვს ქვეყანაში და უმძიმეს ვითარებაშია. ამის ფონზე გამოდის ჩაფლავებული პრემიერ-მინისტრიდა გვეუბნება, რომ საქართველოს მოდელი თურმე საჩხერის მოდელი ყოფილა, ეს არის კიდევ ერთი დიდი დარტყმა ქართულ ეკონომიკაზე და როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო ეცემა, სწორედ ასეთი უაზრო, არაპროფესიონალური, არაფრის მთქმელი განცხადებების შედეგია ეს ყველაფერი,” – განაცხადა ვაშაძე და მოქმედი ხელისუფლების გადაგმული ნაბიჯების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომელიც მხოლოდ მათ ახლობლებისა და მეგობრების ბიზნესს დაეხმარა.  

„45 მილიონი გადაურიცხეს მათთან დაკავშირებულ კომპანიებს, რომლებმაც შემდეგ ეს ფული დაუბრუნეს საარჩევნო ბიუჯეტში, სესხის სუბსიდირება მისცეს მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც მათთან არიან დაკავშირებული და რეალურად, არც ერთი თეთრი არ წავიდა სასტუმროების მეპატრონეებზე, რომლებსაც მართლაც სჭირდებოდათ დახმარება, რომლებიც მათთან არ იყვნენ დაკავშირებული და უამრავი არასწორი ნაბიჯი, გახსოვთ ჩვენი მოთხოვნა ტესტირებასთან დაკავშირებით არ გააკეთეს და დღესაც არ არის მასობრივი ტესტირება გამართული, ყოველდღე ნაკლები ტესტია და კორონას ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება, გახსოვთ საზღვრის გახსნაზე კოვიდ პასპორტის შეთავაზება, რომელიც არ გააკეთეს და სამწუხაროდ, უმძიმესი მდგომარება შეიქმნა და ისევ მსოახლეობა ზარალდება,” – აღნიშნავს პოლიტიკური ლიდერი და მოქმედ მთავრობასა და მოქალაქეებს შემდგომი ექვსი თვის მანძილზე გადარჩენი გეგმას სთავაზობს.“გადავარჩინოთ ეკონომიკა, შიმშილს გადავარჩინოთ ხალხი, დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ის სამი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩაფლავებულ მთავრობას და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეებს:პირველი არის ის, რომ პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით მინიმუმ 6 თვის მანძილზე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მონატორიუმი უნდა გამოცხადდეს აღსრულებასა და ქონების გადაფორმებაზე, ეს არის საგანგებო ვითარება, ფორს მაჟორი, რაც ქვეყანაშია და ექვსი თვის მანძილზე არანაირი ქონების გადაფორმება არ უნდა მოხდეს იმიტომ რომ, უბრალოდ ქუჩაში დარჩენილ ხალხს ჩვენ ვეღარ ვუშველით.აქ ვგულისხმობთ მცირე და საშუალო ბიზნესს, ბინის მეპატრონეებს და ა.შმეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც ჩვენ გვაქვს ეს არის, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ გამოყოფილი 5 მილიარდიანი ფონდიდან შეიქმნად 500 მილიონიანი ფონდი, რომლითაც დასუბსიდირდება აბსოლუტურად ყველა სესხის პროცენტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ფიზიკური პირებისთვის, რაღა თქმა უნდა , არა მსხვილი ბიზნესისთვის, რომელსაც ისენი დღესაც უსიბსიდირებენ სესხს, ანუ თანხა, რომელიც გამოიყო ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობარი ქვეყნებისგან, ეს თანხა მოხმარდეს ყველაზე მძიმე მდგომარობაში მყოფ ხალხს, აქ ვგულისხმოთ, რომ 500 მილიონიანი ფონდით დასუბსიდირდეს ისეთი ბიზნესები, როგორიც არის სასტუმროს ბიზნესი, რესტორნები, ფიზიკური პირები, როგორიც არის ფიზიკური პირები, რომლებას გირაოში ჰქონდათ ჩადებული საკუთარი ქონება მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებისთვის ან თუნდაც ნებისმიერი სხვა შემოსავლისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის ვინც დაკარგა სამუშაო ადგილი, იმიტომ რომ, ამ კატასტროფული ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან მაქსიმალურად ვიხსნათ ქვეყანამესამე, აბსოლუტურად ყველა პენსიონერს უნდა ჩამოეწეროს სესხის პროცენტი, უსამართლოდ მაღალი 36-40%-იანი სესხის პროცენტი, ეს არის კომპლექსური გზა, რომელიც იმ ნეგატიურ ფონს შემოატრიელებს პოზიტივისკენ და დაგვეხმარება ლარის კურსის გამყარებაშიც და რაც მთავარია, გადავარჩენთ გაბანკროტებისგან და შიმშილისგან ძალიან ბევრ მოქალაქეს და ადამიანს,“ – გიორგი ვაშაძე.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?
ახალი ამბები

საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?

16:43 10-16-2025
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი –  „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.
ახალი ამბები

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.

14:39 10-16-2025
ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე
ახალი ამბები

ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე

14:17 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved