• რეკლამა
  • კონტაქტი
16:42, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება

ალია ავტორი - ალია
10:31 01-31-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. დღესვე გახდება ცნობილი, რა პოზიცია ექნება პროკურატურას მიხეილ კალანდიას ადვოკატის მიერ გუშინდელ სხდომაზე დაყენებულ შუამდგომლობაზე. ადვოკატმა ზურაბ თოდუამ უზენაესი სასამართლოდან გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის მიმართ 2020 წლის 28 იანვრის განაჩენის გამოთხოვის შუამდგომლობა დააყენა.

„დავაყენე შუამდგომლობა, მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე სხდომის ოქმთან ერთად. პროკურორმა რატომღაც მოსაფიქრებლად ითხოვა დრო და სავარაუდოდ ითათბირეს გენერალურ პროკურატურაში და დღეს იტყვიან მიღებულ გადაწყვეტილებას, დამეთანხმონ თუ არა, რომ მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეს დაერთოს უზენაეს სასამართლოში მართლაც სამარცხვინოდ დამტკიცებული განაჩენი“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს მიხეილ კალანდიას ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, გუშინდელ სხდომაზე დაკითხული 51-ე სკოლის მოსწავლის ჩვენებამ დაადასტურა, რომ გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე იძლევიან ცრუ ჩვენებას.

„გუშინ გამოკითხულმა მოწმემ, რომელიც არის დაღუპულის კლასელი, სასამართლოს მიაწოდა არაჩვეულებრივი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ იტყუებოდა ჯანაშია და ბარბაქაძე, როდესაც ისინი აძლევდნენ ამ სასამართლოს ჩვენებას. კერძოდ, ის ადგილი, რომელზეც ისინი ამბობდნენ, რომ დაინახეს, კალანდიას ხელში დანის მაგვარი საგანი ეჭირა, იქ არავინ მდგარა. იქ იდგა გუშინდელი მოწმე და კალანდიას ხელში არაფერი არ დაუნახავს. აქედან გამომდინარე, ორივე მოწმე ცრუ ჩვენებას იძლევა, საუბარია ჯანაშიასა და ბარბაქაძეზე. არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე დღეში, ამ ცრუ ჩვენებისთვის დავაყენო გენერალური პროკურატურა ფაქტის წინაშე და მოვითხოვო ამ ორივე მოწმის მიმართ სათანადო ზომების გატარება“, – განაცხადა თოდუამ.

შეგახსენებთ, 28 იანვარს უზენაესმა სასამართლომ გუგა ბარბაქაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, გიორგი ჯანაშიას კი საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად გაუფორმდა.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved