• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, პარასკევი, 9 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამიხსენებენ ყველაფერს, იმასაც კი, რაც ბავშვობაში წყალტუბოში დამიშავებია” – ნანუკას მონოლოგი

ალია ავტორი - ალია
23:58 09-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენილი ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გადაცემის ეთერს პოლიტიკაში წასვლის შესახებ მონოლოგით იწყებს:

როგორც ის ამბობს, ეს შეთავაზება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და თანამებრძოლ მეგობარს უარი ვერ უთხრა

„დღეს, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უცნაური ოთხშაბათია. წესით, ჩემს ცხოვრებაში მიღებული ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება უნდა შეგატყობინოთ, მაგრამ ისიც კი არ ვიცი, როგორ უნდა გითხრათ, რადგან, 2 საათის წინ, მივიღე გადაწყვეტილება, მეთქვა თანხმობა, ვიყარო კენჭი თქვენი ნდობის მოპოვებაზე, თქვენი გულის მოგებაზე.

გეტყვით იმას, რომ ეს შემოთავაზება არაერთხელ მიმიღია, მაგრამ უარს ვამბობდი,რადგან არ მინდა ქართული პოლიტიკის ნაწილი ვიყო. დიდად აღფრთოვანებული არ ვიყავი, რასაც ტელეეკრანებზე ვხედავ, ვიღაცები მომწონს, ვიღაცები არ მომწონს, მთლიანობაში არ მინდოდა ამ დიდი რაღაცის მონაწილე ვყოფილიყავი.

კარგად დამარწმუნეს, რომ ეს ომია და არასოდეს ომში წასვლაზე უარი არ მითქვამს. ვფიქრობ, რომ 2003 წელსაც ომი იყო, ბრძოლის ხაზი ყოველთვის იყო, ახლაც ბრძოლის ხაზი ამ არჩევნებზე გადის. თუ შემიძლია, ამ ბრძოლაში ოპოზიციას და იმ ძალას, რომელმაც მე წარმადგინა ერთი აგური მაინც დავუდო, ვიფიქრე, რომ ეს კარგი შანსი იქნებოდა ამისთვის.

არ ვიცი, როგორ გელაპარაკოთ პოლიტიკური ვერბალით (ტერმინოლოგიით), არ ვაპირებ, რომ ეს ვისწავლო. არ ვაპირებ, რომ თავი ციფრებზე ლაპარაკით მოგაბეზროთ, არ ვაპირებ გავხდე პოლიტიკოსი.

ვაპირებ, ყველა სოფელში ჩამოვიდე, გადავთვალე და დღეში 7-8 სოფლის მოვლა მომიწევს, ეს მარტივია ჩემთვის – ჩამოვალ და ჩემს სათქმელს გეტყვით, ჩამოვალ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ვუყვარვარ და არ ვუყვარვარ, თქვენ მოგისმენთ.

ერთადერთ რამეს დაგპირდებით – ყოველთვის მოვისმენ თქვენი პრობლემების შესახებ, ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ მათ შესაცვლელად. არასოდეს ჩემთვის სტატისტიკა არ იქნებით, არასოდეს კვადრატული მეტრობით  არ დაგთვლით, ჩემთვის ციფრები არასოდეს არ გახდებით. თქვენ ხართ ადამიანები თქვენი სახელებით, ამბებითა და ისტორიებით, რომლებსაც გულწრფელ პირობას გაძლევთ, რომ გულთან მივიტან.

ზუსტად ვიცი, რასაც ვიზამ – არასოდეს ტყუილს არ გეტყვით, არასოდეს არ დაგპირდებით იმას, რასაც ვერ შევასრულებ. ვიქნები გულწრფელი. ალბათ, შეცდომებსაც დავუშვებ და ოპონენტები ამით ისარგებლებენ. ალბათ, წამოვა კრიტიკის ქარცეცხლი, ალბათ თავს დამესხმევიან, ალბათ, გამიხსენებენ ყველაფერს, იმასაც კი, რაც ბავშვობაში წყალტუბოში დამიშავებია, მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემა არ არის, რადგან ჩემმა ცხოვრებამ სხვანაირი ხალისი შეიძინა.

მე ამ გამოწვევის არ მეშინია. მთელი შემართებით ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ახალი ტიპი შევქმნა, ისეთი, როგორიც მე მინდა რომ იყვნენ პოლიტიკოსები. არ ვაპირებ არავის ლანძღვას, თითის ქნევას, ეს არ იქნება ჩემი კამპანია. საჯაროდ ვუდასტურებ პატივისცემას ჩემს მთავარ კონკურენტს გივი ჭიჭინაძეს, არავითარ შემთხვევაში არ შევალ მასთან ბინძურ კამპანიასა და ბრძოლაში.

ჩამოვალ თქვენთან პერსონალურად და ვიცხოვრებ თქვენი ცხოვრებისთვის და ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ თქვენი ახლობელი და თქვენი შინაური გავხდე.

შესაძლოა, პოლიტიკურად ეს არასწორი სპიჩი იყო, მაგრამ ეს არის სინამდვილეში ის, რატომაც გადავწყვიტე, ჩემს მეგობარს, ვისი თანამებრძოლიც ვიყავი ამ დრომდე და ვთვლი მთავარ წარმატების ფორმულად, რაც ამ ქვეყნის პირველ პირებში შექმნილა, მიშას ვერ ვუთხარი უარი ამ მთავარ გამოწვევაზე.

ყოველ ოთხშაბათს საღამოს, მე აქ, სტუდიაში თქვენი პრობლემებისთვის ვიქნები და არ ვიქნები ერთ ლოკაციაზე, ყველას შეგეძლებათ მოგვმართოთ.

კარგი ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაში… ალბათ ვიღაცებს გაგიხარდათ, ვიღაცებს არ გაგეხარდათ, მაგრამ მე მინდა შევქმნა ლოკალურ სივრცეში რაღაც ახალი, რომელიც აქამდე არ გინახავთ.

ჩემი მთავარი კოზირი იქნება ის, რომ ტყუილს არ გეტყვით. თითოეული მაყურებლის მხარდაჭერა მჭირდება, ძალიან გთხოვთ, სანამ არ ნახავთ როგორი კამპანია მექნება, სანამ არ ნახავთ ბრძოლაში როგორ შევალ, მანამდე არ გამკიცხოთ და არ გამაკრიტიკოთ. ჯერ მომეცით დრო იმისა, რომ განახოთ რისი გაკეთება მინდა…“

თეგები: ნანუკა ჟორჟოლიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved