• რეკლამა
  • კონტაქტი
22:17, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ფოტოები) – “დაგვეხმარეთ, მედია” – ეს თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მედიას, ორმაგის სტანდარტის გარეშე და პირადი მაგალითით!

ალია ავტორი - ალია
18:12 09-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა  კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

„ყველგან,  სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, აუცილებელია,   პირბადე  ვატაროთ. ძალიან გთხოვთ, მედია დაგვეხმაროს ამაში, რომ ადამიანებამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია.  უკვე დამტკიცებულია, როდესაც  თუ ორ ადამიანს უკეთია პირბადე და მათ შორის ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი 1%-ზე დაბალია.  დღეს პირბადე არის მძლავრი იარაღი კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში.

პირბადე, დისტანცია და ხელების ხშირი დამუშავება სადეზინფექციო  ხსნარებით – თუ ამ წესებს დავიცავთ,  შევაკავებთ ინფექციას და არ მივცემთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში გადაზრდის საშუალებას “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, კოვიდინფექციით საქართველში უკვე 23 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ბოლო 24 საათში ვირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბატონო ამირან, მედია გეხმარებით, მაგრამ თქვენ არ ეხმარებით მედიას – ხან რომელი ექიმი გამოჩნდებით ხალხში პირბადის გარეშე, ხან რომელი. პოლიტიკოსები არ გეხმარებიან ასევე, თუ “ქართული ოცნების” შეხვედრაა, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ პარკში შეიძლება უამრავი ადამიანის პირბადის გარეშე მისვლა, დისტანციის გარეშე ერთად დგომა, საერთო სურათები. იგივე ვნახეთ, მთაწმინდის პარკში, გახარიასთან გადაღებულ ფოტოებში, ვნახეთ ბათუმის ინფექციური კლინიკის თანამშრომლების ფოტო პირბადის გარეშე, ვნახეთ თქვენი, ბატონი იმნაძის და არაერთი თანამშრომლის ერთობლივი ფოტო პირბადის და დისტანციის გარეშე, ვნახეთ დენდროლოგიური პარკის რიგში მდგარი ათასობით ადამიანი პირბადის და დისტანციის გარეშე – უამრავი მაგალითის ჩამოთვლა შეგვიძლია.

ასე რომ, ეს თქვენ უნდა დაგვეხმარეთ, ბატონო ამირან, ორმაგის სტანდარტის გარეშე და პირადი მაგალითით!

ამ ფოტოების და უამრავი აზრსმოკლებული, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადების შემდეგ, აღდგომის ღამის შემდეგ, საერთოდ რომ გისმენთ ხალხი, მადლობა უნდა უთხრათ, მით უფრო, რომ ნდობის თავიდან მოპოვება არც კი გიცდიათ და ორმაგი სტანდარტით ცხოვრებას აგრძელებთ ჩინოვნიკებიცა და ექიმებიც.

ალია

კიკვიძის ბაღი პანდემიის დროს

პირველი სექტემბერი, ექიმები და პარლამენტარი
რიგები დენდროლოგიური პარკთან
„ქართული ოცნების“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციაზე

თეგები: ამირან გამყრელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved