• რეკლამა
  • კონტაქტი
21:04, ორშაბათი, 18 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გახარიას, რომელიც ჩემთან დებატებს გაურბის, ვთავაზობ წავიდეს საჩხერეში ნებისმიერი პენსიონერის ოჯახში და ნახავს რა სიღარიბეა – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
16:18 09-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გიორგი გახარიას მიერ საჩხერის როლის  წამოწევას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან ეს  გადაწყვიტილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ დანარჩენ რეგიონებში შექმნას წარმოდგენა, რომ თითქოს საჩხერეში ყველაფერი კარგად არის. ამასთან, მიაჩნია, რომ მოქმედი მთავრობის პირობებში არამხოლოდ საჩხერეს, არამედ მთელ საქართველოს პერსპექტივა არ აქვს და რეგიონში  შექმნილ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამდასტურებელ რამდენიმე მონაცემებს ასაჯაროებს.

“საჩხერე არის მოდელი, როგორი საქართველო გვინდა” – გვამცნო ოლიგარქ ივანიშვილის მარიონეტმა გახარიამ. თუ საჩხერე არის საქართველოს განვითარების მოდელი, მაშინ მათი ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოს პერსპექტივა არ აქვს. ეს არის ქებაი და დიდებაი საკუთარი ბოსისა და მეტი არაფერი. მე მინდა წარმოგიდგინოთ  რამდენიმე მონაცემი საჩხერესთან დაკავშირებით. საჩხერეში მოსახლეობის 14.7% უკიდურეს  სიღარიბეში ცხოვრობს, რომელთაც სოციალური დახმარების ხარჯზე გააქვთ საკუთარი თავი. კატასტროფულ ზღავრზეა უმუშევრობა და სოციალური პრობლემები. თუ შევადარებთ ზესტაფონს იგივე კრიტერიუმით, ოდნავ ნაკლებია – 12.2%, თერჯოლა-5%, სამტრედია-9% და ტყიბული-9.50% ანუ პირიქით, საჩხერეში არის უფრო მეტი მშიერი ადამიანი, ვიდრე საქართველოს სხვა რაიონებში,“ – აცხადებს ვაშაძე და მაგალითისთვის საჩხერის უნიკალური კურორტის – კვერეთის მძიმე დგომარეობა მოყავს, რომელიც სწორედ ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ადამაინების წყალობით კატასტროფულ მდგომარეობაშია.

„კვერეთი, რომელიც იყო უნიკალური გოგირდის წყლებით, აბანოებით, სამკურნალო და სპა შესაძლებლობით და ეს კურორტი ჩვენი ინფორმაციით არის ბიძინა ივანიშვილის და მასთან  დაკავშირებული ადმიანების საკუთრებაში. ეს ადგილი დღეს გავერანებულია და კატასტროფულ მდგომარეობაშია. და ეს არის ივანიშვილის ყურადღება საკუთარ საჩხერეზე? და თურმე ეს არის მოდელი, რომელიც უნდა განვავითაროთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ათწლეულების მანძილზე, სანამ ბიძინა ივანიშვილი ფლობს ამ საკუთრებას მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით ერთი თეთრის ინვესტიციაც კი  არ განუხორციელებიათ იმისთვის, რომ  საჩხერეში სამუშაო ადგილები შექმნილიყო. დღეს რაც ყველაზე საგანგაშოა – დღეს საქართველოს  განვითარებას, ამ სიღარიბეში ცხოვრების მოდელის შესაბამისად სთავაზობენ,“ – მიაჩნია ვაშაძეს და ამომრჩევლებს კეთილოგინიერებას ურჩევს.

„ხალხნო გამოვფხიზლდეთ და ამ ადამიანებს კარგად შევხედოთ, ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარა, კორუმპირებული თაღლითები, რომელთაც ერთადერთი მიზანია ქვეყნის სათავეში ყოფნა და აბსოლუტურად, შორს არიან იმ პრობლემებისგან, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს. გახარიას ვთავაზობ, რომელიც გაურბის დებატებს და დღემდე პასუხი არ მაქვს, წავიდეს საჩხერეში ნებისმიერი პენსიონერის ოჯახში და ნახავს რა სიღარიბეა საჩხერეში, ახალგაზრდები პერსპექტივას საკუთარ რაიონში ვერ ხედავენ და ერთადერთი გზა აქვთ, რომ  უცხოეთში წავიდნენ. წავიდეთ უმუშევრად დარჩენილი საშუალო ასაკის ადამიანების ოჯახში, რომლებიც გეტყვიან, რომ  უკიდურესად მწვავეა სოციალური პრობლემები საჩხერეში, მაგრამ თქვენ ხალხთან სიარულის გეშინიათ, თქვენ გიყვართ მხოლოდ და მხოლოდ ფეშენებელურად დადგმული, ხელოვნურად შექმნილი   კომუნისტურ სტილში საპრეზენტაციო სივრცეები, სადაც ესაუბრებით მხოლოდ და მხოლოდ თქვენს მიერ კონტროლირებად აქტივისტებს. თქვენ გეშინიათ ხალხთან შეხვედრის, დებატებში მოსვლის, კითხვებზე პასუხის გაცემის და ჟურნალიტებთან კომუნიკაცისაც კი, იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენი ხელწერა არის ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი. რვა წლის მანძილზე არაფერი არ გაგიკეთებიათ ქვეყანაში გარდა იმისა, რომ თქვენ გამდიდრდით და ხალხი გაღარიბდა. ამ დროის მანძილზე საქართველომ ერთადერთ მონაცემემში დაამყარა  რეკორდი, ეს იყო ჩვენი მოსახლეობის შიმშილის პირას მყოფი ადამიანების 8.2%, ეს არის ანტი რეკორდი რეგიონში, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს. ივანიშვილის მარიონეტებო გრცხვენოდეთ, არცერთი დაპირების გაცემის უფლებაც კი არ გაქვთ, იმიტომ რომ  არცერთი დაპირება რვა წლის მანძილზე არ შეგისრულებიათ და თქვენს დაპირებას აქვს ნულოვანი ნდობა. მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეებო ეს არის არა არჩევნები, არამედ რეფერენდუმი- საქართველო ჭაობი თუ განვითარებული საქართველო. ასეთი უქნარა, უსაქმური, კორუმპირებული ოლიგარქის მარიონეტები ხელისუფლებაში თუ  საქმის მკეთებელი პროფესიონალები, რომლებიც ქვეყანას  დააყენებენ აღმშენებლობის გზაზე. ღმერთმა ნუ ქნას დღევანდელ სიღარიბეში ჩამხრჩვალი საჩხერე იყოს მოდელი საქართველოს განვითარების. აი, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ, მაგრამ საჩხერე მართლაც იქნება განვითარებული „სტრატეგია აღმაშენებლის“  გუნდის ხელში,“ – გიორგი ვაშაძე

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

14:15 05-18-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

13:17 05-18-2026
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved