• რეკლამა
  • კონტაქტი
08:25, შაბათი, 12 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამოიღო იარაღი და ორჯერ მესროლა – რაგბი ჩაძირეს ჩინოვნიკებმა” – დაჭრილი მორაგბე

ალია ავტორი - ალია
00:31 09-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

დაჭრილი მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე სოციალურ ქსელში წერს:

“მოგეხსენებათ, ვარ კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრი და კავშირის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, რომელიც სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა (ბოლო დროს ძალიან ბევრი კარგი საქმე უკავშირდება ამ ჯგუფს და საბჭოს) . გუშინ, მივდიოდი რაგბის კავშირში სამუშაო შეხვედრაზე, სადაც უნდა მომხდარიყო განხილვა კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით და კლუბები უნდა გაცნობოდნენ პროტოკოლებს ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, რა დროსაც კარებთან დამხვდა ნასვამი მერაბ ბესელია, (რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი) რომელიც ბოლო დროს საერთოდ ჩამოშორებულია საქმიანობას და არც მანამდე გამოირჩეოდა დიდი შრომისმოყვარეობით.

მას და გამგეობის თავმჯდომარეს ჰქონდათ დაძაბული საუბარი, რა დროსაც დამიძახა, დამისვა სხვადასხვა პროვოკაციული კითხვა, იყო აგრესიული და როდესაც ჩემგან მიიღო ადეკვატური პასუხები და კონტრკითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა, ამოიღო იარაღი და მესროლა 2 ჯერ. ამ დროს ხელში მეჭირა წყლის ბოთლი, ყავა და ვიყავი ზურგჩანთით. ამით იმის თქმა მინდა, რომ არანაირი დაპირისპირება და შეხლა შემოხლა ჩვენ შორის არ ყოფილა, სანამ იარაღს ამოიღებდა და მესროდა. არც მანამდე მქონია მასთან დაპირისპირება და კავშირის არცერთ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოვნიკს არ დავპირისპირებივარ.!!! ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი ბოლო თვეების განმავლობაში, იყო ის რომ ვსაუბრობდი ფაქტებით და ვსაუბრობდი სიმართლეს!

რაგბის სამყაროში დაპირისპირება არსებობს და ეს გუშინდელმა ფაქტმაც დაამტკიცა, მე და იმ ბიჭებს (საინიციატივო ჯგუფი და თითქმის ყველა ქართული კლუბის წარმომადგენელი) ვინც სიმართლეს ვლაპარაკობთ ვერც იარაღით შეგვაშინებენ და ვერც სხვა რადიკალური ქმედებებით, მაგრამ საზოგადოების თვალში რეპუტაცია ნამდვილად გვეცლება და ჩვენი ყველაზე დიდი გულის წუხილი ამას შეეხება. ეს უარყოფითად იმოქმედებს მომავალი თაობის რაგბით დაინტერესებაზე და აუცილებლად, სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი!!!

ყველასთვის ცნობილი და მარტივად გასაგები, რომ გახდეს, რაგბის სამყარო ისევ ისეთია როგორიც იყო და რითიც აქამდე ასე ვამაყობდით, უბრალოდ აქ არის ერთ მხარეს პატიოსანი და მშრომელი მოთამაშეები, მწვრთნელები და ის ხალხი ვის მხრებზეც ყველაფერი გადადის ხოლო მეორე მხარეს ჩინოვნიკების ჯგუფი, ადამიანები რომლებიც ბოლო 10 წელია მართავენ კავშირს, რაგბი ჩაძირეს და კრიზისამდე მიიყვანეს.

ესეც არ აკმარეს და ახლა ჩირქს ცხებენ გუშინდელის მსგავსი ქმედებებით და ხალხის თვალში უკარგავენ ყველანაირ პატივისცემას. საბოლოოდ, არ მინდა რაიმე პოლიტიკური განცხადების გაკეთება, რადგან ჩემი ადგილი არის მოედანზე, მე ვარ მოქმედი მორაგბე და რომ არა ეს გაუსაძლისი პრობლემები საერთოდ არ ჩავერთვებოდი ამ პროცესებში. ამიტომ ჩემი პირველი ამოცანა დღეს მოედანზე დაბრუნებაა და ამას ძალიან მალე მოვახერხებ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს „8 ერის“ ტურნირისკენ, სადაც საქართველოს ნაკრები და მსოფლიოს უძლიერესი 7 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ქართული რაგბის ისტორიაში. სამწუხაროდ შიდა წინააღმდეგობების გამო ჩვენს მთავარ ამოცანას და მიზანს მოწყვეტილები ვართ და გვიწევს იმ “კლანისგან “შიშველი ხელებით თავის დაცვა რომელიც წესით რაგბის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს და არა თავიანთ კეთილდღეობაზე”

თეგები: რაგბის კავშირი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved