• რეკლამა
  • კონტაქტი
20:55, შაბათი, 6 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლებასთან დაახლოებულმა რომელმა კომპანიებმა ისარგებლეს პანდემიის დროს და სხვა ბიზნესისგან განსხვავებით დახმარება მიიღეს” – გიორგი ვაშაძე სკანდალურ სიას აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
13:41 09-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მოქმედი მთავრობის მხრიდან „ფულის კეთების“ სკანდალურ ფაქტებსა და სქემას აქვეყნებს და  იმ ბიზნეს კომპანიებს ასახელებს, რომელთაც  დამსხვრეული ოცნებების პარტია რეალურად ეხმარება.  ხელისუფლებასთან დაახლოებულმარომელმა კომპანიებმა ისარგებლეს  პანდემიის დროს და სხვა ბიზნესისგან განსხვავებითდახმარება მიიღეს,  ჩამონათვალს სტრატეგიააღმაშენებელის ლიდერი ასაჯაროებს.

„ჩვენ წარმოგიდგენთ  მართლაც ძალიან  სკანდალურ და შემზარავ თემას, რომელსაც პირობითად  „გახარიასეული ფულის კეთების  სქემა  ჯიგრულ  პონტში“ დავარქვით. ეს არის მისი ტერმინები და სწორედ ამ ტერმინებით ვესაუბრებით მას. როცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე ტურიზმი არის კატასტროფულ მდგომარეობაში, ვინ დააფინანსა გახარიამ და მისმა გუნდმა?  რეალურად  ვის ეხმარება საქართელოს ხელისუფლება?“ –  განაცხადა ვაშაძემ  და საზოგადოებას იმ კორუფციული პროგრამის სქემა წარუდგინა,  რომელიც სწორედ მოქმედმა მთავრობამ დააანონსა, რომ თითქოს ისინი სულ მალე  დაიწყებდნენ  სესხის პროცენტის სუბსიდირებას სასტუმროს მეპატრონეებისთვის. მისივე თქმით, ხელისუფლების იღბლიანთა 500 კომპანიის სიაში ზაქარია ქუცნაშვილი მოხვდა და არა იმ 3 000 კომპანიაში,  ვისაც  დაფინანსებაზე უარი უთხრეს. ასევე ზურაბ ხაჩიძე, საქართველოს ბანკის ის შვილობილი კომპანია “გუდაური ლოჯი”. საქართველოს ბანკს მისივე გაცემული სესხისპროცენტი ბატონმა გახარიამ დაუსუბსიდირა.

„რეალურად, 4 247 განაცხადი შევიდა სუბსიდირების მოთხოვნით და აბსოლუტურ უმრავლესობას, 3 000-ზე მეტს ბიუროკრატიული მიზეზების გამო უარი უთხრეს. მაშინ ვინ დააფინანსა გახარიამ და მისმა გუნდმა მათი გადაწყვეტილებებით? ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, ბატონი  ზურაბ ხაჩიძე, რომელიც  სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეა, სწორედ მათი ბიზნესი მოხვდა იმ 500 კომპანიას შორის და არა იმ 3 000 კომპანიაში, ვისაც უარი უთხრეს. ასევე საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია „გუდაური ლოჯი“ ანუ გამოდის რომ, საქართველოს ბანკს მისივე გაცემული სესხის პროცენტი სუბსიდირება მოახდინა  ბატონმა გახარიამ. სია საკამოდ დიდია, მათ შორისაა, „ალტიტუდი“, “სევსამორა“, „ყვარელი ედემი“- რომელიც უკვე ყველა სქემაშია გახვეული, „მეგაპალასი“, „მეჯუდა“, „თეთრი ხიდი“- ეს არის ის კომპანიები, რომლებმაც ამის შემდგომ „ქართულ ოცნებას“ შესწირეს უზარმაზარი ფული. ფული, რომელიც უნდა წასულიყო  იმ პროცენტის დასაფარად, რომელსაც ვერ იხდიან სასტუმროები და ამ კომპანიებს გადაერიცხათ. მათ კი, მაგალითისთვის „ყვარელი ედემმა“  235 000 ლარი, სევსამორამ- 317 000 ლარი შესწირა უკვე შესწირა  „ქართულ ოცნებას“ ანუ გამოდის, რომ ბიუჯეტის ფული  მიდის მათთან, ნაწილს იტოვებენ ისინი და შემდგომ ამ ფულს აბრუნებენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ფონდში.  მოლოდინი ნათელია – ქართულმა ოცნებამ არჩევნებზე ხმები მოისყიდოს. ეს არის მხოლოდ ნაწილი, ჩვენ პერიოდულად გამოვაქვეყნებთ, ჩვენი მხრიდან  ანტიკორუფციული კვლევა გრძელდება. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს იმაზე, თუ როგორი კორუმპირებული ადამიანი ყავს დღეს საქართველოს ხელისუფლებას, “ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved