• რეკლამა
  • კონტაქტი
03:26, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯერ მეუღლე დააყენა კანდიდატად, ახლა – დედა, მანია აქვს “გრანდიოზო” – ვოლსკი

ალია ავტორი - ალია
17:16 09-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა:

“სააკაშვილი საერთოდ გადაირია. თერთმეტჯერ აქვს ნათქვამი, რომ ჩამოდის საქართველოში. ხან ღრუბელ-ღრუბელ ხან ზღვით და ხან ხმელეთით. თურმე მან შექმნა ქართველი ერი, მან მოიტანა საქართველოში კულტურა და ამავე დროს უგვანო სიტყვებით აგინებს ქართველ ერს, ხალხს და საერთოდ, კიდევ კარგი ის ლაპარაკი გამოქვეყნდა სადაც ამის თაობაზე ჩვენ დავინახეთ. ან მეუღლის დაყენება ჯერ კანდიდატად, ახლა დედის დაყენება კანდიდატად, რაღაც მანია აქვს გრანდიოზო ამ კაცს, შეპყრობილია ეს ადამიანი,  გაიგეთ ყველამ და იქნებ თავის მომხრეებმა მაინც უთხრან, რომ არ შეიძლება  ასე ბურთაობა ქვეყნის ინტერესებით და რეგიონს ინტერსებით და არ შეიძლება   ისეთი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ.

ჰგონია რომ სანქციებს დაადებენ და მითუმეტეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც აქ ჩვენთან ერთად დღეს პოლიტიკურ, სამხედრო თუ ეკონომიკურ ურთიერთობებშია ასე  ინტენსიურად ჩართული. ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს ყველამ.

ქვეყანა არ არის კარგ მდგომარეობაში იმდენად, რომ ეს არის ის რეალობა რასაც ვუყურებთ. ეს არის ტელევიზია ალტერნატიული, სადაც უნდა მივიდეთ. ამაზე დავფიქრდეთ და ამაზე   ვილაპარაკოთ. რეალური პრობლემა სხვაგან დევს და არა ბანერების რაოდენობაში, შეიძლება მეც არ მომწონდეს, მაგრამ რეალობა სხვა არის. ეს არ არის ის თემა, რომელიც უნდა წამოვაძახოთ ქვეყნის მმართველ გუნდს, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა რომ სამშვიდობოს გაიყვანოს საკუთარი ქვეყანა და ხალხი.  ჩვენ ვიტრაბახოთ, რომ ყველა პრობლემა გადავჭერით, უამრავი  დარჩა, პანდემიამ შემოგვიტია და ეს სვავები არიან მოგროვილი ამის გარშემო გინდა უბედურების, გინდა ოჯახების უბედურების გარშემო“

თეგები: გიორგი ვოლსკიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved