• რეკლამა
  • კონტაქტი
11:06, სამშაბათი, 19 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლაც მაკანკალებს იმდენად შოკირებული ვიყავი და @რაკს ნუ ათამაშებთ”

ალია ავტორი - ალია
17:02 09-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ინტელექტუალური კლუბის – „რა? სად? როდის?“ მოთამაშე და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინდელი დღიდან მოყოლებული ვფიქრობ, უნდა გაგიზიაროთ თუ არა ეს ამბავი, მაგრამ კორონავირუსის მომატებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, უბრალოდ ვეღარ ვინარჩუნებ დუმილს.

გუშინ, საღამოსკენ, ჩემს ინგლისელ მეგობარს შევყევი ერთ-ერთ ბანკში, რაღაც მარტივი ოპერაციისთვის. უკვე სამუშაო დღის ბოლო წუთები იყო და ვჩქარობდით, ამიტომ დრო რომ არ დაგვეკარგა, სანამ ჩვენს რიგს ვუცდიდით, რამდენჯერმე გავიმეორეთ რა უნდა ეკითხა და რაზე შეთანხმებულიყო მოლარე-ოპერატორთან

ვსაუბრობდით ინგლისურად, სავარაუდოდ სწორედ ამიტომ, ორმა მამაკაცმა, რომლებიც ასევე თავის რიგს ელოდებოდნენ, ჩათვალეს რომ ქართველები არ ვიყავით და მართალია, მაინც ჩუმად, მაგრამ გასაგებად, საუბარი გააბეს კორონავირუსთან დაკავშირებით, მინდა-არ მინდა მესმოდა, თან დამაინტერესა კიდეც და მოსმენილმა გამაოგნა.

მოკლედ, ბევრი წვრილმანით რომ არ დაგღალოთ, საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ კორონავირუსის მთელი ალიაქოთი ხელოვნურადაა შექმნილი, გარკვეული სოციალური თუ პოლიტიკური მიზნებით. თან ახსენებდნენ ნაცვალსახელით ვიღაცას, ის მოვა და უკეთ აგიხსნისო, ერთი ეუბნებოდა მეორეს.

ცხადია, სასაცილოდაც არ მეყო მათი საუბარი, მაგრამ დაახლოებით 5-10 წუთის მერე მოსაცდელში გამოიცანით ვინ შემოვიდა? არც მეტი, არც ნაკლები, პაატა იმნაძე. მართალია ყველას პირბადეები გვეკეთა, მარა პირბადეში შეიძლება მე ვერ მიცნოს კაცმა, თორე ამ კორონავირუსის გადამკიდე, პაატა იმნაძე ნიღაბშიც კი ყველა იცნობს. და აქედან იწყება მეორე სერია:

მიესალმნენ ერთმანეთს, ისა ესა, იმ ერთმა გააგრძელა ამ თემაზე საუბარი, პაატა გაუჯავრდა, ჩუმად, რამდენჯერ გითხარი, სახალხოდ არ ილაპარაკო ამ თემაზეო და ინსტინქტურად ჩვენ გამოგვხედა, იმ პირველმა – ნუ გეშინია არ არიან ქართველებიო. მეორემ – მართლა მასეა ამბავიო? პაატამ მასეა, აბა შენ ყველაფერი დაიჯერეო?

უცებ ყველაფერმა წინ გამიარა, მთელმა კარანტინმა, ამ თვეებმა, წვალებამ, პირბადეებში ხუთვამ და ა.შ. მარა მოვითმინე, მეთქი სადამდე მივა.

გააგრძელეს საუბარი და მანდ მივხვდი რომ რაღაც ფინანსურ თემაზე მიდიოდა ჩალიჩი, იმ მეორეს დათანხმებას ცდილობდნენ, რომ რაღაცაში ფული ჩაედო, იმ პირობით რომ ამათ იცოდნენ რეალური სიტუაცია. და დაითანხმეს კიდეც. ამასობაში ჩვენი რიგი მოვიდა, ჩემი ინგლისელი მეგობრისთვის არაფერი მითქვამს, ფაქტობრივად მისი საუბარი აღარც მესმოდა, იმდენად შოკირებული ვიყავი.

დავიწყე ფიქრი, როგორ უნდა მეთქვა ეს ყველაფერი, ჟურნალისტებისთვის დამეძახა თუ დამეპოსტა თუ რა მექნა, რის წინაშე აღმოვჩნდი, რა საფრთხეები იყო. ახლაც მაკანკალებს რომ ვიხსენებ. ამ დროს პაატამ, ვერ აგნებს, გავალ და შემოვიყვანო, ვიღაცაზე თქვა, გავიდა და რამდენიმე წუთში შემოდიან პაატა იმნაძე და ლებრონ ჯეიმსი. აიო, ამასაც უნდა ფულის ჩადებაო, პაატამ უთხრა. ლებრონმა გამართული ქართულით, კი, ჯიგაროო.

იმ კაცებიდან ერთ-ერთი უცებ გალურჯდა პირდაპირი გაგებით და მალე ვამპირად გადაიქცა, ჩვენ გამოვიქეცით და გარედანღა დავინახეთ როგორ მიფრინავდა ლებრონ ჯეიმსი ცოცხზე ამხედრებული და უკან პაატა და ის პირველი კაცი მიყვებოდნენ, ოღონდ ამათ ფრთები ჰქონდათ. სტაფილოსფერი. შიგადაშიგ ვარდისფერი კოპლებით.

პ.ს. თქვენ კი, ვინც თავიდან ყურადღებით დაიწყეთ ამ პოსტის კითხვა და თანხმობის ნიშნად თავს აქნევდით, გულში კი გიხაროდათ, აი ხომ ვამბობდი კორონა არ არსებობს და ყველაფერი გამოგონილიაო,  @რაკს ნუ ათამაშებთ და პირბადეები ატარეთ“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

14:15 05-18-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

13:17 05-18-2026
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved