• რეკლამა
  • კონტაქტი
22:27, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა და ქალებმა თავი დაცულად იგრძნონ” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
14:10 09-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

პოლიტიკური მოძარაობა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე  კრიმინოგენურ მდგომარეობას კიდევ ერთხელ შეეხო  და ქალთა მიმართ ძალადობის  გაზრდილ შემთხვევებზე ისაუბრა. 

„დღეს ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობაა, არსებული ფონიდან ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები გამოირჩევა, რომლის უამრავი ფაქტი დღემდე გაუხსნელია. საკმაოდ მძიმეა სტატისტიკაც. 2019 წელს 119 გაუპატიურების შემთხვევიდან, 72 დღემდე გამოუძიებელია. ეს არის კატასტროფა. რეალურად ბევრია ისეთი შემთხვევაც, როცა ძალადობის ფაქტს მალავენ და არ არის გაცხადებული შესაბამის სტრუქტურებში. დღეს ეშინიათ ქალებს,  ხმამაღლა ისაუბრონ ძალადობაზე, რომელიც  ქვეყანაშია,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე  თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მთავარი მიზანი, სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა. 

„ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში უნდა შეწყდეს და დღეს არსებული თითოეული საქმე  სრულად უნდა იყოს გამოძიებული. პირობას ვდებ, რომ გაუპატიურების ეს 72  შემთხვევა იქნება გამოძიებული, ისევე როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფაქტები, რაც ქვეყანაში ხდება. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რასაც უცილებლად სჭირდება შესაბამისი რეაგირება,“ – მიაჩნია ვაშაძეს. 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პოლიციის სისტემის რეფორმაზეც ისაუბრა, რომელიც ამერიკული მოდელის პოლიციის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. 

„ეს არის პოლიტიკისგან თავისუფალი, რაიონულ დონეზე პირდაპირ არჩეული საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი და FBI-ის მსგავსი საგამოძიებო ბიურო. მომავალ წელს პოლიციელებისთვის 500 ლარით ხელფასის გაზრდა მნიშვნელოვანია, რათა შევქმნათ პოლიტიკისგან თავისუფალი სისტემა, არავის  შეეძლოს პოლიციაში ჩაწყობა  და ყველა დანაშაულზე იყოს მკაცრი და მკაფიო რეაგირება პოლიციის მხრიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კრიმინოგენური მდგომარეობაქვეყანაში მოწესრიგდეს და ქალებმა თავი დაცულად იგრძნონ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved